რჩევები UX წერაზე

რჩევები UX წერაზე
17 ივლისი 2023     898

რჩევები UX წერაზე


UX წერა საინტერესო, მკაფიო და ლაკონური კონტენტის წერის ხელოვნებაა. UX მწერლები მუშაობენ ყველაფერზე ღილაკებიდან დაწყებული უშუალოდ აღწერებით დამთავრებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ UX წერა მხოლოდ წერის უნარზე არაა დამოკიდებული, აქვეა გასათვალისწინებელი ის სპეციფიური კონტექსტი, აუდიტორია და მიზანი რის გამოც UX მწერალი იწყებს საქმიანობას.

ამ ბლოგში, განვიხილავთ პრაქტიკებს და პრინციპებს, რომლებიც ტრადიციულად ახასიათებთ მაღალი ხარისხის UX-ებს. ასევე პერიოდულად შემოგთავაზებთ მაგალითებს და უნარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რჩევებს.


კოგნიტური დატვირთვის შემცირება

კოგნიტური დატვირთვა აღნიშნავს იმ მენტალურ ძალისხმევას, რომელიც საჭიროა ინფორმაციის გაშინაგნებისთვის. რაც მეტი კოგნიტური დატვირთვაა საჭირო მომხმარებლის მხრიდან, მით უფრო დიდია შანსები, რომ დაითრგუნონ, გაღიზიანდნენ ან დაიბნენ. მარტივია. იმისათვის, რომ კოგნიტური დატვირთვა შევამციროთ, საჭიროა მხოლოდ ის ანახოთ მომხმარებელს რაც საჭიროა, რომ ნახოს. ე.ი., ზედმეტი ვარიანტები არ უნდა წარუდგინოთ მათ, რაც რელევანტური არაა უნდა მოაცილოთ.


ლეპტოპის სურათი


ერთი ხერხი ამის გასაკეთებლად არის პროგრესული წარდგენა, ე.ი., ინფორმაციას მომხმარებელს ნელ-ნელა წვეთ-წვეთად აწვდით. მაგ: იმის მაგივრად, რომ პროდუქტის შესახებ ინოფრმაცია ერთ გვერდზე გაშალოთ, შეგიძლიათ ღილაკი გამოყოთ ან სექციის გაშლის ფუნცია დაამატოთ, რომელიც შეიცავს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც თავიდან დაუმალეთ მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში, ისინი თვით წყვეტენ უნდათ თუ არა მეტის წაკითხვა.

კიდევ ერთი ნაცადი გზა არის ლაკონურობა და მკაფიოობა - მიზეზები საკმაოდ ცხადია. მაგ: თუ იყენებთ ფრაზა "დარეგისტრირდის" ერთ გვერდზე მეორე გვერდზე "ანგარიშის შექმნას" ან "პროფილის ჩაწერას" ან რაიმე მსგავს ნუ დაწერთ. იგივე ეხება "კალათასაც," სხვაგან ნუ დაწერთ, ვთქვათ "ყიდვას" ან "სიის ნახვას." ე.ი., საჭიროა თანმიმდევრული იარლიყების და ტერმინოლოგიის გამოყენება რათა მომხმარებლები ინტუიციურად მიხვდნენ რა უნდა გააკეთონ ისე, რომ ბევრი ფიქრი არ მოუწიოთ.


მკაფიოდ და ლაკონურად წერა

ეს ორი მახასიათებელი ცენტრალურია UX წერისთვის. გთავაზობთ რამდენიმე გასათვალისწინებელ ფაქტორს:


დეკორატიული


- გამოიყენეთ მოკლე წინადადებები და აბზაცები. წინადადებაში 10-15 სიტყვა ან ნაკლები; აბზაცში 3-4 წინადადება ან ნაკლები.
- გამოიყენეთ მოქმედებითი გვარი ვნებითის მაგივრად. ეს პირველი გამოკვეთს სუბიექტს, რომელიც ქმედებას ასრულებს. ასევე ხდის თქვენს წინადადებებს უფრო პირდაპირ, მკაფიოდ გასაგებს და ნაკლებად გაუგებრობასთანაც გვაქვს საქმე. რიტმიც უფრო ბუნებრივია და მომხმარებლებიც მარტივად ყვებიან მას. მაგ: "თქვენ შეგიძლიათ ანგარიშის დეტალების შეცვლა" მოქმედებითი გვარია, ხოლო "თქვენი ანგარიშის დეტალები ცვალებადია თქვენს მიერ" ვნებითია.
- გამოიყენეთ მარტივი სიტყვები კომპლექსურების მაგიერ. ერიდეთ ჟარგონებს, ტექნიკურ ტერმინებს და თუ გამოიყენეთ ახსენით მათი მნიშნელობა. ზედმეტად ჩახლართული ლექსიკა დაკომპლექსებულობის და არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ტოვებს.


სკანირებადობა

სკანირებადობა აღწერს იმ პროცესს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები სწრაფად გადახედავენ თქვენი კონტენტის გარკვეულ ნაწილებს რათა ის ინფორმაცია იპოვონ, რომელიც ჭირდებათ. სკანირებადობა მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელთა უმეტესობას არ სურს თქვენს საიტზე ან აპლიკაციაზე განთავსებული ნაწერების ყოველი სიტყვის წაკითხვა. ისინი ძირითადად სექცია-სექციით ავლებენ თვალს თქვენს ნაშრომს. იმისათვის, რომ თქვენი საიტი ადვილი დასასკანი იყოს, ჯობს შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:


ეკრანის სურათი


- დაიწყეთ თქვენი ტექსტის მიზნით და შემდეგ უშუალოდ იმ ქმედების აღწერით, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. ე.ი., განიხილეთ მიზნები და საშუალებები. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ დაწეროთ "პაროლის შესავლელად, შედით პარამეტრებში და დაკლიკეთ თქვენ ანგარიშზე," ჯობს დაწეროთ "პაროლის შეცვლა: პარამეტრები > ანგარიში." ეს უფრო ლაკონურია და სქემაც აშკარად ჩანს.
- გამოიყენეთ ვიზუალური იერარქია კონტენტის ყოველ ნაწილში. ანუ, გამოიყენეთ სხვადასხვა ზომები, ფერები, ფონტები და სტილები, რომ ხაზი გაუსვათ სათქმელის ცენტრალურ ელემენტებს. მაგ: გამოიყენეთ ჰედერები და საბჰედერები რათა დაყოთ კონტენტი სექციებად და ქვესექციებად; გამოიყენეთ bold ან italic ტექსტი, რომ გამოყოთ საკვანძო სიტყვები ან ფრაზები; გამოიყენეთ bullet point-ები ან დანომრეთ სიები იმისათვის, რომ დააჯგუფოთ ერთმანეთთან დაკავშირებული ცვლადები; გამოიყენეთ white space რათა დაანაწევროთ კონტენტის სხვადასხვა ბლოკები; გამოიყენეთ აიქონები ან სურათები ცნებების ან ფუნქციების ილუსტრაციისთვის.
- გამოიყენეთ მოკლე და დესკრიფციული ლინკები, რომ აუხსნათ მომხმარებლებს თუ რა მოყვება ამ ლინკზე დაკლიკვას. ანუ, იმის მაგივრად, რომ დაწეროთ "დააკლიკეთ აქ" ან "იხილეთ," დაწერეთ "იხილეთ ჩვენი პაკეტები," ან "წაიკითხეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა." ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს აძლევთ საშუალებას ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოუწიოთ იმის გამოცნობა, თუ რა მოყვება მათ ამ კონკრეტულ ქმედებას.

იკა

იკა