კონვერსიების პრობლემები

კონვერსიების პრობლემები
29 აგვისტო 2023     943

კონვერსიების პრობლემები

როდესაც კონვერსიების პრობლემებს ვაწყდებით, ბუნებრივია იმაზე ფიქრი თუ რა შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორი. მითუმეტეს, თუ მაღალი დონის პროდუქტი ან სერვისი გაქვთ, ჰედლაინი დამაინტრიგებელი, შეთავაზება საინტერესო, მაგრამ რატომღაც ხალხი მაინც არ აჭერს ამა თუ იმ CTA-ზე ან ველს არ ასვებს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს?

ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს პასუხი ასეთ კითხვებზე, თუმცა უმეტესობა დაკავშირებული აუდიტორიის ინტერესების გაგებასთან. ამ ბლოგშიც სწორედ ნახსენებ საკითხზე ვკონცენტრირდებით და განვიხილავთ ყველაზე ხშირ მიზეზებს ისევე, როგორც რჩევებს, რომლებიც იმედია დაგეხმარებათ ამ პრობლემების აღმოფხვრაში.


უნდობლობა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი კონვერტირების პრობლემებისა არის უნდობლობა თქვენი ბრენდის მიმართ. ნდობა ნებისმიერი ონლაინ ტრანზაქციის ცენტრალური ნაწილია, განსაკუთრებით როდესაც სხვებს პირად ინფორმაციას ან თანხას თხოვთ. თუ თქვენი ვებსაიტი არაპროფესიონალურად, მოძველებულად ან სახიფათოდ გამოიყურება, მომხმარებლები, როგორც მინიმუმ ორჭოფობას დაიწყებენ, როდესაც საქმე მათი დეტალების ან კრედიტ ინფოს გაზიარებას შეეხება.

იმისათვის, რომ მათი ნდობა მოიპოვოთ საჭიროა, რომ დიზაინიც, სისწრაფეც და გამოყენებადობაც მაღალი ხარისხის იყოს. ასევე საჭიროა რეკომენდაციების, შეფასებების, რეიტინგების, ჯილდოების ან სერტიფიკატების განთავსება. დამატებით, საჭიროა მკაფიო და ტრანსპარენტული ინფორმაციის წარდგენა აუდიტორიისთვის, რომელიც მოახსენებს მათ თქვენ კომპანიაზე, პოლიტიკაზე და გარანტიებზე. უსაფრთხო გადახდის სისტემაზე ხომ არცაა ბევრის წერა საჭირო.


წერის ამსახველი ფოტო


Value proposition არ გაქვთ

Value proposition არის მოკლე დებულება, იმის შესახებ თუ რას აკეთებს თქვენი სერვისი/პროდუქტი, რა სარგებელი მოაქვს მას თქვენი აუდიტორიისთვის და რატომ ჯობს ალტერნატივებს. კარგი value proposition პასუხობს კითხვაზე: რატომ უნდა ვიყიდო შენგან? შესაბამისად თუ პასუხი ცხადი არაა, კონვერტირებასთან დაკავშირებითაც გაჩნდება პრობლემები.

საჭიროა აუდიტორიის სხვადასხვა მახასიათებლების უკეთესად ცოდნა იმისათვის, რომ VP მათ შეუსაბამოთ. ეს ყველაფერი ისე, რომ ცხადი იყოს ის უშუალო უპირატესობა რაც გაქვთ. გამოიყენეთ ამისთვის ლენგინდ გვერდი, ან ჰედლაინები, სუბჰედერები, სურათები, ვიდეოები და სხვა ელემენტები.


დამაბნეველი ნავიგაცია

მესამე მიზეზი კი ვებსაიტის ან ლენდინგ გვერდის განლაგებაა, ან ზოგადად ის, რომ ნავიგაცია არათანმიმდევრული, ქაოტური ან გაურკვეველია. CTA-ებსაც იგივე ეხებათ, თუ ისინი დამალულია, ზედმეტად ზოგადია ან არარელევანტური, რა შემთხვევაშიც მომხმარებლებს გაუჭირდებათ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა.

დეკორაციული

აუცილებელია ასეთი ლაფსუსების გამოსწორება, ორიენტირებულობა სიმარტივე, თანმიმდევრულობაზე და ინტუიციურობაზე როდესაც ნავიგაციას ეხება საქმე. CTA-ებიც სტრატეგიულად უნდა იყოს განაწილებული ისეთ ადგილებში, სადაც სხვები მათ მარტივად იპოვნიან. ამასთანავე, საჭიროა ენაც მკაფიო, გასაგები და დამაინტრიგებელი იყოს, როდესაც მითითებებს აძლევთ აუდიტორიას. და ბოლოს, ერიდეთ არასაჭირო ელემენტებს, რომლებსაც ყურადღება სხვა რამეებზე გადააქვთ, მაგ: pop-up-ებს, ბანერებს ან ანიმაციებს.


არ გესმით მათი ინტერესები

მეოთხე მიზეზი ისაა, რომ არ იცით მათ რა სურთ ან როგორც მოხვდნენ თქვენს საიტზე. თუ მათ მოტივებზე, პრეფერენციებზე, ქცევით პატერნებზე წარმოდგენა არ გაქვთ, გაგიჭირდებათ ისეთი რამის შეთავაზება, რომელიც მორგებულია მათ ინტერესებზე. ასევე ხელიდან გაუშვებთ საშუალებებს, რომ ვებსაიტი ოპტიმიზირებული იყოს აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტებისთვის.

გარკვეული დონის მონაცემთა ანალიზი მაინცაა საჭირო, რომ უკეთ გესმოდეთ თქვენი აუდიტორიის გადმოსახედი. ამ მიზნისთვის, შეგიძლიათ სხვადასხვა ხელსაწყოები და მეთოდები გამოიყენოთ, მაგალითად: ვებ ანალიტიკა, heatmap-ები, გამოკითხვები ან მომხმარებლების ტესტები (user testing). ეს მონაცემები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებსაიტის ან ლენდინგ გვერდის სხვადასხვა ვერსიების შესაქმნელად, სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისთვის. სიტყვაზე: ახალი ან დაბრუნებული, მობილურზე თუ დესკტოპზე, ლოკაციის, ინტერესების და ქცევის პატერნების მიხედვით. რაც საშუალებას მოგცემთ უფრო პერსონალიზირებული და რელევანტური UX შესთავაზოთ მათ.


ლეპტოპის სურათი


ზედმეტი რეკლამები

მეხუთე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აკეთებენ კონვერტირებას მომხმარებლები ისაა, რომ ისინი ღიზიანდებიან თქვენ საიტზე განთავსებული ზედმეტი რეკლამებით. რეკლამები ზოგადად ხელს უშლიან საიტს ნორმალურ ფუნქციონირებაში, ანელებენ ჩატვირთვის სისწრაფეს, უარყოფით გავლენა აქვთ დიზაინზე, შესაბამისად კონვერსიებზეც.

უპირველესყოვლისა, საჭიროა ისეთი რეკლამების გამოყენება, რომლებიც ეხება თქვენს კონტენტს ან რაიმე გაგებით რელევანტურია თქვენი აუდიტორიისთვის ისე, რომ მათ ყურადღება არ გადაატანინონ სხვა რაიმეზე, ან სრულიად არ დააკარგვინონ ის. საჭიროა ტესტირება და მონიტორინგი იმის, თუ როგორი გავლენა აქვთ რეკლამებს თქვენს ვებსაიტზე. შეგიძლიათ bounce მაჩვენებელს, ან კონკრეტულ გვერდზე გატარრებულ დროს დაიყრდნოთ ისევე, როგორც კონვერსიებს ზოგადად.

თუმცა, ზოგადად უმჯობესია სრულიად აარიდოთ მათ თავი თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. თუარადა, პერიფერიული გახადოთ ისინი.

იკა

იკა