შეცდომები ვიზუალურ კომუნიკაციაში

შეცდომები ვიზუალურ კომუნიკაციაში
19 ივლისი 2023     1020

შეცდომები ვიზუალურ კომუნიკაციაში

ვიზუალური კომუნიკაცია ვებ-დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას მომხმარებლის შთაბეჭდილებაზე და მის გამოცდილებაზე. თუმცა, საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აშკარად აზიანებს ვებსაიტის ამ ასპექტის ეფეტურად ფუნქციონირებას. ამ ბლოგში განვიხილავთ ოთხ ასეთ მაგალითს და იმას, თუ როგორ უნდა ავარიდოთ მსგავს პრობლემებს თავი.


შეცდომა #1: ზედმეტი გრაფიკები

გრაფიკები ხელსაყრელი იარაღებია ვიზუალური ინტერესის შესამატებლად ისევე, როგორც ინფორმაციის მარტივად გასაზიარებლად. თუმცა, ზედმეტად ბევრ გრაფიკას პირიქით, საპირისპირო შედეგი მოყვება. ჯერ ერთი ვებსაიტის სისწრაფეს ანელებს, თან მომხმარებელს უფანტავს გონებას და ვიზუალურ ქაოსს ქმნის. თან ისე, რომ ეს ყველაფერი არაპროფესიონალურობის და მოძველებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

რჩევები:

- გამოიყენეთ ისინი მხოლოდ მაშინ, როდესაც რელევანტური და საჭიროა თქვენი მესიჯისთვის.
- შეამცირეთ მათი ზომა და რეზოლუცია.
- დააბალანსეთ გრაფიკები white space-ით და ტექსტით, რომ აშკარა იერარქია და კონტრასტი შეიქმნას.
- გამოიყენეთ ის გრაფიკები, რომლებიც ვებსაიტის სტილს და ფერის პალიტრას ადვილად ეხამება.


ოფისის სურათი


შეცდომა #2: არახელმისაწვდომი ვიზუალური ელემენტები

ვიზუალური ელემენტები საჭიროა გასაგები იყოს და არა მხოლოდ უბრალოდ აღქმული. თუ ამ ასპექტს უგულებელყოფთ, დიდი ალბათობით, აუდიტორიის მნიშვნელოვან სეგმენტებს დაკარგვათ. ხალხს, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მათ ვისაც განსხვავებული ტიპის ეკრანის ზომები აქვთ, პრობლემები ექნებათ თქვენი საიტის ნავიგაციისას. დიდი ალბათობით ეს გაღიზიანებით, დაბნეულობით ან ინტერესის დაკარგვითაც დამთავრდება.

რჩევები:

- გამოიყენეთ ალტ-ტექსტი იმისათვის, რომ ეკრანის reader-ებიან ხალხს და საძიებო სისტემებს ტექსტუალური აღწერა შეთავაზოთ.
- გამოიყენეთ მაღალი კონტრასტის ფერები რათა ადვილი წასაკითხი იყოს თქვენი კონტენტი.
- გამოიყენეთ ფონტი, რომელიც მარტივად საკითხავი და სკალირებადია სხვადასხვა მოწყობილობებსა და რეზოლუციაზე.
- გამოიყენეთ სუბტიტრები, ტრასკრიფტები ან აუდიო აღწერები თქვენი ვიდეო და აუდიო ფაილებისათვის.


ოფისის ამსახველი ფოტო


შეცდომა #3: ზედმეტად დიდი ან პატარა ელემენტები

ზომა მნიშვნელოვნად მოქმედებს ვებსაიტის ნავიგაციაზე. თუ ელემენტები ზედმეტად დიდი ან პატარა ზომისაა, ისინი შემდეგ პრობლემებს იწვევენ:

- ზედმეტად დიდ ელემენტებს ეკრანის არაპროპორციულად დიდი ნაწილია მიაქვთ. მომხმარებელი იძულებულია დამატებით სქროლოს ან გამოტოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- ზედმეტად პატარა ელემენტები რთული დასანახი და დასაკლიკია, განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობებზე ან touch screen-ებზე. თუ ასე უმნიშვნელოა ზოგი დეტალი, მაშინ საერთოდ ამოიღოთ ჯობს გვერდის კატალოგიდან.
- არათანმიმდევრული ზომები, რომლებიც რევენ ზოგადად განლაგებას და დიზაინის წყობას. გონებრივად გაანაწილეთ სხვადასხვა ტიპის ზომები, ამოირჩიეთ რამდენიმე შაბლონი და შემდეგ მათ მიყევით. რაც უფრო მარტივად აღსაქმელია ისინი მომხმარებლებიც უფრო მარტივად ეჩვევიან მათ.

რჩევები:

- გამოიყენეთ რესპონსიული დიზაინ ტექნიკები, რომ ელემენტები მარტივად ადაპტირებადი იყოს სხვადასხვა ზომებზე და ორიენტაციებზე.
- გამოიყენეთ თანმიმდევრული და შესაბამისი ზომები, იერარქიულად დაალაგეთ ისინი მნიშვნელობის და ფუნქციის მიხედვით. კიდევ ერთხელ, გონებაში სქემა ჩამოაყალიბეთ და ამ სქემას მიყევით.
- გამოიყენეთ grid-ები და განლაგების (alignment) ხელსაწყოები ელემენტების გონივრულად და ჰარმონიულად გადასანაწილებლად.


დეკორაცია


შეცდომა #4: ფოკუსი არასწორ ელემენტებზე

ვიზუალური კომუნიკაცია მხოლოდ წარდგენაზე არაა, არამედ იმაზეც თუ რას უსვამთ ხაზს წარდგენისას. სიზუსტის ნაკლებობას ამ ასპექტში, ხშირად შეჰყავს მომხმარებელი შეცდომაში თქვენი სათქმელის ინტერპრეტაციისას, ან უბრალოდ მათთვის მომაბეზრებელს ხდის ნავიგაციას. მაგ:

- ზედმეტი დრო ეთმობა არარელევანტურ ან მეორეხარისხოვან ელემენტებს, რომლებიც ყურადღებას უფანტავს მომხმარებლებს.
- ზედმეტ ელემენტებზე ხდება კონცენტრაცია რაც აბნევს მომხმარებელს. ის ინფორმაციის გადამუშავებას ვერ ახერხებს და გადაწყვეტილების მიღებაც შესაბამისად უჭირს.
- ზედმეტად ცოტა ელემენტია წარმოჩენილი, მომხმარებელი უკმაყოფილოა ან მას საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია.

რჩევები:

- გამოყავით თითოეული ვებ-გვერდის მიზანი და განზრახვა. ყველა სხვა ელემენტი ამ ორთან თანხმობაში უნდა იყოს.
- პრიორიტეტი მიანიჭეთ ყველაზე მნიშვნელოვან და რელევანტურ ელემენტებს. აუცილებლად გადამოწმეთ, რომ კონტენტი ადვილად დასასკანია. სკანირების სხვადასხვა ტექნიკები არსებობს, ამიტომ ელემენტები ამ შაბლონებს მოარგეთ.
- გამოიყენეთ ვიზუალური სიგნალები, მაგ: ფერები, პოზიციონირება, ფორმები, ანიმაციები, ა.შ., რომ ხაზი გაუსვათ მთავარ ელემენტებს და მათთკენ მიმართოთ მომხმარებლის ყურადღება.


დასკვნა

ვიზუალური კომუნიკაცია ვებ-დზაინის საკმაოდ საყურადღებო ასპექტია, მიმართებები მნიშვნელოვნად განაპირობებს საალბათო შედეგებს. იმედია ეს ოთხი საკითხი დაგეხმარებათ ზოგადი პრინციპების უკეთ აღქმაში.

იკა

იკა