შეცდომები გუნდურ მუშაობაში

შეცდომები გუნდურ მუშაობაში
27 ივლისი 2023     782

შეცდომები გუნდურ მუშაობაში

გუნდური მუშაობა პრაქტიკულად ნებისმიერი წარმატებული პროექტის ცენტრალური ნაწილია, თუმცა ხშირად რთულია მისი სხვადასხვა დეტალის სრულყოფა. საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს, რომლებმაც შესაძლოა გაართულოს გუნდის ფუნქციონირება. ამ ბლოგში ოთხ ძირითად მათგანს განვიხილავთ და რჩევებს მოგცემთ იმაზე, თუ როგორ აარიდოთ მათ თავი.

რასაკვირველია თქვენი გუნდის სრულიად კონტროლს ვერ მოახერხებთ, ბევრი რამ პირად მახასიათბელებზეა დამოკიდებული. თუმცა ზედმეტ თავსატკივარს აირიდებთ. ამიტომაც ჯობს წინასწარ განსაზღვროთ სხვადასხვა რისკები, რომლებიც შესაძლოა ახლდეს გუნდის ფუნქციონირებას.


პასუხისმგებლობები და საზღვრები

ერთი ძალიან დიდი შეცდომა რასაც ვაწყდებით არის ბუნდოვანი მოლოდინების და საზღვრების დაწესება სხვადასხვა გუნდის წევრისთვის და მათი ნამუშევრებისთვის. ხალხზე ამას ხშირად ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს. არავის მოსწონს, როდესაც სხვის შეცდომას მას აბრალებენ. თან თუ უფრო მკვეთრად განსაზღვრავთ ამ ყველაფერს, ისინი დიდი ალბათობით უფრო სერიოზულად მოეკიდებიან საქმეს, როდესაც სწორ დროს მისცემთ შენიშნვნას.

ოფისის ამსახველი ფოტო

მკვეთრად განსაზღვრეთ მასშტაბი, მიზანი და პროექტის შესაძლო რეზულტატები, კონკრეტული დავალებები და მოვალეობები დაუწესეთ სხვადასხვა წევრებს. ხშირად გქონდეთ კომუნიკაცია მათთან და იყავით გამჭვირვალეები სამუშაოს პროგრესზე და სტატუსზე. უკუკავშირიც და დახმარებათ საჭიროებისამებრ შესთავაზეთ.

ამასთანავე პატივი ეცით მათ ავტონომიას და უნარებს, ყოველ პატარა დეტალზე ნუ გამოეკიდებით და ზედმეტად ნუ ჩაერევით მათ სამუშაოში. ბუნებრივია, როდესაც ისინი შეცდომებს უშვებენ, მაშინ ლეგიტიმურია ამის გაკეთება. თუმცა წინასწარ მათი შეცდომების განსაზღვრა და მათი ამ მიზნით კონტროლი ხშირად საკმაოდ უარყოფითად მთავრდება. წარმოიდგინეთ როგორ იმოქმედებდა მსგავსი მიდგომა თქვენზე.


შეცდომები

ზედმეტად უხეშად ნუ მიუდგებით სხვადასხვა შეცდომებს, რომლებსაც თქვენი გუნდის წევრები ადრე თუ გვიან დაუშვებენ. ხშირად ეს ქმნის ისეთ კულტურას, რომელიც ორიენტირებულია შიშზე და ბრალდებების წაყენებაზე, სადაც გუნდის წევრებს ეშინიათ რისკებზე წასვლის, ინოვაციების და შეცდომების აღიარების. თან ეს გუნდის შემართებაზე და თავდაჯერებულობაზე ძალიან მოქმედებს. დამატებით ზღუდავს სხვადასხვა რამეების სწავლის შესაძლებლობებსაც. თვით-რეგულაციაც უფრო ხშირია თუ თქვენმა თანამშრომლებმა იციან, რომ პასუხიმგებლობა მათზეა, რომ შეცდომა გამოასწორონ.

შეცდომებს გუნდმა უნდა უყუროს როგორც სწავლის, განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობებს. როგორც კი ვინმე შეცდომას დაუშვებს, საჭიროა იმის ცხადყოფა თუ როგორ შეიძლება მან თავი აარიდოს მსგავს პრობლემას მომავალში. ბუნებრივია თქვენი შეცომებიც ჯობს აღიაროთ და მათ შესახებ გუნდს შეატყობინოთ.

დეკორაცია

ზედმეტი კონცენტრირება სამუშაოზე

ცხოვრებაში სამუშაოზე მნიშნელოვანი ბევრი რამეა. თუ თქვენი სამუშაო კულტურა ამ მარტივ ფაქტს არ ასახავს, რაღაცაშია პრობლემა. ხშირად თუ სამუშაო ზედმეტად იჭრება პირად ცხოვრებაში, თანამშრომლები იზოლირებულად, მოწყენილად ან დასტრესილად გრძნობენ თავს. თან რთული ხდება მათთან დაახლოება, თუ მხოლოდ სამუშაოთი განისაზღვრება თქვენი კავშირი.

შეეცადეთ სხვადასხვა საშუალებები გამოიყენოთ, რომ გაიცნოთ და გააცნოთ ერთმანეთი თანამშრომლებს, გაუზიაროთ ინტერესები და აღნიშნოთ მიღწევები. თუმცა შემდეგი არ დაგავიწყდეთ: არავის დააძალოთ მონაწილობა ასეთ აქტივობებში (თუმცა უარის შემთხვევაში შესთავაზეთ ხოლმე მომავალშიც - პატივისცემას ავლენს) ან ზედმეტად მკაცრად ნუ განსაზღვრავთ როგორი უნდა იყოს აქტივობა და რატომ. ისე მოიქეცით როგორც მოიქცეოდით თქვენ სხვა მეგობრებთან.


ზედმეტი კორპორატიულობა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა გუნდურობასთან მიმართებაში ზედმეტი ფორმალურობა ან ზედმეტად კორპორატიული ტონის შერჩევაა, როდესაც თანამშრომლებთან საუბრობთ. უმეტესობა იმწამსვე იჭერს ასეთ ტონს, ამიტომაც შესაძლოა ერთი-ორი დიალოგის გამო საერთოდ დისტანციაზე დადგნენ. ამასთანავე, ნუ მოსთხოვთ მათ ისეთ რაღაცეებს, როგორიც ოჯახური მიდგომაა თანამშრომლების მიმართ ან სამსახურის გაფეტიშებას.

ოფისის ფოტო

გამოიყენეთ ყოველდღიური, რელაქსირებული ტონი, როდესაც თანამშრომლებს ესაუბრებით. არაა ზედმეტი ფორმალურობა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება კონკრეტულ ინდივიდებთან დაახლოება, მათთვის კომფროტული გარემოს შექმნა, ან მათი მოტივირება.

ასეთი დეტალებით ბევრი რამ წყდება, ამიტომაც მათ შეხედეთ როგორც კონკრეტულ ადამიანებს და არა უბრალოდ როგორც თანამშრომლებს. თქვენი ორგანიზაცია ცალკეულ სამყაროს არ წარმოადგენს, უბრალოდ ადგილია სადაც ხალხი იკრიბება რაიმე ტიპის სამუშაოს შესასრულებლად. ამისი ზედმეტად ჩახლართვა ჟარგონით უადგილოა.

იკა

იკა