სოც-მედიის პოსტების სხვადასხვა ტიპები

სოც-მედიის პოსტების სხვადასხვა ტიპები
31 ივლისი 2023     985

სოც-მედიის პოსტების სხვადასხვა ტიპები

დღეს გავარჩევთ სხვადასხვა ტიპის სოციალური მედიის პოსტებს და განვმარტავთ როგორ შეიძლება დაიხმაროთ ისინი, რომ აუდიტორიას დაუახლოვდეთ და თქვენი ბრენდი გააუმჯობესოთ.

თითოეული მათგანი მოგცემთ საშუალებას აუდიტორიას მრავალფეროვანი არჩევანი წარუდგინოთ ისე, რომ ბრენდის ტონი არ იყოს დაკარგული. ბუნებრივია, ის უპირატესობები, რომლებიც მათ აქვთ დაკავშირებულია იმ კონტექსტთან, რომელშიც მათ ხმარობენ. ამიტომ, ამას ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ.


1. ბლოგ პოსტები

შეგიძლით პრაქტიკულად ყველაფერზე დაწეროთ რაც თქვენ ნიშას შეეხება, ან ინდუსტრიულ ტრენდებზე, საუკეთესო პრაქტიკებზე, ქეის კვლევებზე, შეფასებებზე, ინსტრუქციებზე, სხვადასხვა მოსაზრებებზე, ა.შ. ბლოგ პოსტები SEO-ზეც ძალიან პოზიტიურად მოქმედებს, ამიტომ ნუ დააიგნორებთ მათ.

ბლოგების ერთ-ერთი ყველაზე პლიუსი არის ის, რომ მათი გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის სოც-მედიის პოსტებისთვის. შეგიძლიათ ბლოგების უფრო მოკლე ან განსხვავებულ ფორმატში გადაკეთება და მათი ინფოგრაფიკებად, ვიდეოებად, პოდკასტებად, სლაიდშოუებად გაზიარება. ასე უფრო ადვილი იქნება აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტებზე წვდომა.

აქ დიდ დროს არ დავხარჯავთ ბლოგებზე. თუ თქვენ ამ ინდუსტრიაში ხართ, უკვე უნდა იცოდეთ მათი მრავალმხრივი ხასიათის და გამოყენებითი უპირატესობების შესახებ. აქ უბრალოდ გახსენებთ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ მათ.


ლეპტოპის სურათი


2. სიახლეები

სხვადასხვა სიახლებიის შეთავაზება და აუდიტორიის ინფორმირება მნიშვნელოვანია მათთან დასაახლოებლად. სიახლეები შეიძლება ბლოგ პოსტებად ჩავთვალოთ, შეიძლება არა, მაგრამ მათი მიზანი უფრო კონკრეტულია ვიდრე ზოგადად ბლოგ პოსტების. თან, ასეთი მატერიალის დაპოსტვით უფრო ადვილად შეძლებთ საკუთარი ორგანიზაციის, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროდ, დამკვიდრებას. რაც სხვამხრივ ძირითადად უფრო რთულია.

დამატებით შეგიძლიათ მომხმარებლებს შესთავაზოთ გამოწერა, თქვენს webinar-ზე დასწრება ან event-ზე რეგისტრაცია. ასე უფრო მარტივად მოახერხებთ მათ იმეილთან დაკავშირებას და პერსონალიზირებული კონტენტის შეთავაზებას.


3. პოსტები ძველ ან ამჟამინდელ პროექტებზე

შეგიძლიათ სურათები, ვიდეოები, რეკომენდაციები ან ისტორიები გააზიაროთ იმაზე, თუ როგორ დაასრულეთ პროექტი, რა სირთულეებს წააწყდით, რა შედეგები და როგორი უკუკავშირი მიიღეთ.

ოფისის ფოტო

თან, შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ როგორც საშუალებები, რომ თქვენ მიიღოთ უკუკავშირი, მითითებები ან სთხოვოთ აუდიტორიას რეფერალები. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ თქვენს ნამუშევრებზე კომენტარების დაწერა, რაიმე იდეების ან აზრების გაზიარება ან რეკომენდაციის გაწევა.


4. Q&A

ერთ-ერთი საუკეთესო გზა აუდიტორიასთან ინტერაქციისთვის და მათი გაცნობისთვის Q&A (კითხვები და პასუხები) სესიებია. ხშირ შემთხვევაში რთულია სხვები მიიზიდოთ, თუ რაიმე მოვლენას არ დაუკავშირებთ, მაგ., ისეთ შემთხვევას, როცა რაიმე რაც თქვენს საქმიანობასთანაა დაკავშირებული პოპულარული ხდება.

სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ მუდმივი ფანჯარა ან გვერდი გქონდეთ კითხვებისთვის. დამატებით, შეგიძლიათ მომხმარებლებს ჯილდოები (უფასო კონსულტაცია, ფასდაკლების ბარათი, ა.შ.) შესთავაზოთ ლეგიტიმური კითხვების დასმისთვის.


დეკორაცია


5. წარდგენები

წარდგენებში ვგულისხმობთ პოსტებს, სადაც თქვენ ან თქვენი გუნდის წევრები საკუთარ თავს აცნობთ აუდიტორიას და აჩვენებთ იმ სამუშაოს, რომელსაც აკეთებთ. ეს პოსტები გამოსადეგია გუნდის ჰუმანიზაციისთვის, თქვენი კულტურის და ღირებულებების, წევრების ინკლუზიურობის და ნიჭების წარმოსაჩენად. თან მომხმარებლებიც შესაბამისად უფრო დაუახლოვდებიან თქვენ ორგანიზაციას.

თუმცა, ძალიან ბევრი წარდგენა ერთმანეთს წააგავს, თან არც სახალისოა, რომ ვინმემ უბრალოდ ინსტიქტურად უყუროს. ამიტომაც ამ ორ პრობლემას რაიმენაირად უნდა აარიდოთ თავი, ან სხვა მხრივ შეეცადოთ პოსტს ინტერესი შეჰმატოთ. არავის აინტერესებს მშრალი და ფორმალური წარდგენები, ამიტომ ერიდეთ უბრალოდ სახელზე, როლზე და ფუნქციაზე კონცენტრირებას. უშუალოდ ისაუბრეთ ადამიანზე, მის პიროვნებაზე, რაიმე ისტორიაზე. ჩაამატეთ ხუმრობები, ტრივია, იყავით პირდაპირები. მაგალითად, შეგიძლიათ განიხილოთ სასაცილო ან უცნაური შემთხვევა, რაიმე რაც განსაკუთრებით აინტერესებს ან ეზიზღებათ სამუშაოსთან მიმართებაში, ან ჰობი, რომელიც აქვთ. თუმცა ზოგადად ჯობს სამსახურს ბევრი დრო არ დაუთმოთ.

იკა

იკა