იდეების მოფიქრება ბლოგებისთვის

იდეების მოფიქრება ბლოგებისთვის
02 აგვისტო 2023     845

იდეების მოფიქრება ბლოგებისთვის

თუ ბლოგერი ხართ, კარგად გეცოდინებათ რამდენად რთულია ახალი იდეების მოფიქრება თქვენი პოსტებისთვის. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეთ, რომ პრაქტიკულად ყველაფერზე გიწერიათ რამე - გამოსავალიც არ ჩანდეს. თუმცა არის რამდენიმე მარტივი რჩევა, რომლებიც იმედია დაგეხმარებათ ეს პროცესი ნაკლებად პრობლემური გახადოთ.


1. სხვა ბლოგები

წაიკითხეთ სხვა ბლოგები, სტატიები და შეაჯამეთ ისინი თქვენს ერთ ბლოგში. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი რაიმე ახალი საწერის მოსაფიქრებლად იმის შემოწმებაა, თუ სხვები რაზე წერენ. შეგიძლიათ თქვენ ნიშაში არსებული ბლოგები ნახოთ, ან იმ თემებს ჩაუჯდეთ, რომლებიც გაინტერესებთ. ბუნებრივია პირდაპირ არ უნდა დააკოპიროთ რასაც წერენ, თუმცა შეგიძლიათ მათი კონტენტი გამოიყენოთ ზოგადი საწყისი ნაბიჯებისთვის.

მაგალითად, რამდენიმე სტატიის ძირითადი აზრი შეგიძლიათ შეაჯამოთ რომელიმე თემაზე და თქვენი აზრი დაამატოთ თან. ან შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა შეხედულებები, მიდგომები რომელიმე თემაზე და თან ახსნათ რომელი გირჩევნიათ და რატომ. ასე შეგეძლებათ უფრო ორიგინალური და ინფორმაციით სავსე ბლოგები დაწეროთ, რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ ერთ ან ორ წყაროს.


ლეპტოპის სურათი


2. გადააკეთეთ ძველი ბლოგები

კიდევ ერთი კარგი გზა იდეების მოსაფიქრებლად ძველი ბლოგების გადახედვაა. შეამოწმეთ შეგიძლიათ თუ არა მათი განახლება, განვრცობა ან რაიმე ახალი მიმართულების მიცემა მათთვის. შესაძლოა რაიმე პოსტი გაქვთ, რომელიც საჭიროებს ახალი ინფორმაციის ან მაგალითების დამატებას. შეიძლება ძველი ბლოგი გაქვთ, რომელიც იმდენად დიდია, რომ პატარ-პატარა ნაწილებად შესაძლებელია მისი ჩაშლა, თან დეტალებზე ყურადღების გამახვილებით. შესაძლოა ახალ ფორმატში წარადგინოთ ის აზრები, რომლებსაც ბლოგში იხილავდით, მაგალითად ვიდეოების, პოდკასტების ან ინფორგრაფიკების სახით. ეს ასევე მოგცემთ საშუალებას ახალი სეგმენტების ყურადღებაც მიიპყროთ.


კლავიატურა და წერა


ასევე შესაძლოა რაიმე შეცდომები დაუშვით წინა ბლოგებში. შეგიძლიათ სხვები, რომლებიც იმავე შეცდომებს უშვებენ, დააკვალიანოთ და გააგებინოთ რატომ და როგორც ეშლებათ ესა თუ ის რამე.


3. ძველი კონტენტი

იპოვეთ ისეთი რამეები, რასაც პერიფერიულად შეეხეთ წინა ბლოგებში. ხანდახან, როდესაც ბლოგს წერთ, შესაძლოა რაიმე გაკვრით ახსენოთ და ამავდროულად შესაძლებელი იყოს ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვა. მაგალითად, თუ ოდესმე პოდკასტის წამოწყებაზე დაგიწერიათ ბლოგი და გიხსენებიათ სხვადასხვა საჭირო ხელსაწყოები და იარაღები, შეგიძლიათ სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორებზე გაამახვილოთ ახალ სტატიაში ყურადღება.

ან შესაძლოა ბლოგი დააწერეთ იაფად მოგზაურობაზე და ამავდროულად ახსენეთ ის ადგილები სადაც ადრე ყოფილხართ. აქაც იგივე პრინციპია, კონცენტრირდით თქვენს გამოცილებაზე და დაამატეთ რჩევები თითოეულ ქალაქზე, ა.შ.


4. ტრენდები

შეეცადეთ გაარკვიოთ რა არის პოპულარული ამა თუ იმ მომენტში, რატომ და როგორ შეგიძლიათ რაიმე საინტერესო დაამატოთ არსებულ ინფორმაციას. რასაკვირველია სოც-მედიის აპლიკაციები ერთ-ერთი პირველი ადგილია სადაც ჯობს აკვირდებოდეთ სხვადასხვა ტრენდებს. თუმცა შეგიძლიათ ფორუმები, სხვადასხვა ჯგუფები ან უფრო ნიშა ვებსაიტებიც გადაამოწმოთ თუ იქ თქვენი აუდიტორიის ნაწილი აქტიურია; შეამოწმოთ რა კითხვები და პრობლემები აქვთ. შემდეგ, შეგიძლიათ ამ თემებზე ბლოგი დაწეროთ, რომელიც მათ მიაწვდის ისეთი ტიპის ინფორმაციას, მონაცემებს ან არგუმენტებს, რომლებსაც სხვაგან მარტივად ვერ მიაგნებენ.


დეკორაციული


მაგალითად, თუ რაიმე პროდუქტი გამოვიდა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია, შეგიძლიათ მოკლე მიმოხვილვა ან ინსტრუქციული ვიდეო ჩაწეროთ მისი გამოყენების წესებზე. ან თუ რაიმე დებატები ან კამათი არის თქვენ ნიშაში არსებულ რომელიმე თემაზე, შეგიძლიათ ბლოგი დაწეროთ, რომელიც გარკვეულ პოზიციას იცავს.


5. რჩევები

ჰკითხეთ მათ, ვინც თქვენს ბლოგებს კითხულობს, თუ რაზე სურთ მომავალში პოსტების ნახვა. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს, როგორც სოციალურ მედიაზე რაიმე კითხვარის განთავსებას, ვინმესთვის მიწერას, ა.შ., ან პირად ცხოვრებაში მეგობრის ან ნაცნობის გამონახვას. შეგიძლიათ სოც-მედიის სხვადასხვა პლატფორმები გამოიყენოთ უკუკავშირის მისაღებად, მათ შორის კომენტარების ან თუნდაც იმეილზე პასუხების სახით.

ასევე გაამახვილეთ ყურადღება თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების ან კოლეგების აზრზე, თუ ისინი კითხულობენ თქვენს ბლოგებს. ან თუნდაც სხვა რაიმე ბლოგს. შეიძლება ზოგადად რაიმე კონკრეტული თემით არიან დაინტერესებული, ან რაიმე დამაინტრიგებელი პოსტი წაუკითხვათ. საკმაოდ ბევრი ვარიატია აქ. ასევე შეგიძლიათ მათ სხვადასხვა იდეების შესახებ მოუყვეთ და მათ რეაქციას დააკვირდეთ, აზრი კითხოთ, ა.შ.

იკა

იკა