შეცდომები ბრენდიგში II

შეცდომები ბრენდიგში II
09 აგვისტო 2023     707

შეცდომები ბრენდიგში II

ბრენდინგი უფრო მეტია ვიდრე ლოგო ან სლოგანი. ის მოიცავს იმას, თუ როგორ ახერხებთ თქვენი ღირებულებების, პრინციპების და პერსონალური მახასიათებლების თქვენი აუდიტორიისთვის და პოტენციალური მომხმარებლებისთვის კომუნიკაციას. სწორედ მისი საშუალებითაა შესაძლებელი გამოეყოთ დანარჩენებს და შექმნათ ერთგული მომხმარებლების ბაზა. ამასთანავე, რასაკვირველია, ეს იმთავითვე წყვეტს თქვენი ბიზნესის წარმატებულობასაც.

თუმცა, ბრენდინგი მაინც საკმაოდ ჩახლართულია. საჭიროა ძალიან მასშტაბური კვლევა, ბევრი რამის დაგეგმვა, კრეატიულობა და თანმიმდევრულობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია ყველაფერი არასახარბიელოდ დამთავრდეს. ადვილია დაუშვათ შეცდომები, რომლებიც დააზიანებენ თქვენს რეპუტაციას, სანდოობას და მომგებიანობას. ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაზე ხშირ შეცდომებს და მოგცემთ რჩევებს მათთვის თავის არიდებაზე.


1. ღირებულებები & პრინციპები

ერთ-ერთ ყველაზე ხშირი და გავლენიანი შეცდომა ბრენდიგში იმის ვერ გააზრებაა თუ რა მიზანი აქვს თქვენს ბიზნეს, რატომ არსებობს და რა ღირებულებები გააჩნია. ეს ღირებულებები და პრინციპები თქვენი ბრენდის იდენტობის ქვაკუთხედია. სწორედ მათი მიხედვით იღებთ გადაწყვეტილებებს, იწყებთ ქმედებებს და ირჩევთ კომუნიკაციის ტიპებს. დამატებით, მათი საშუალებით შესაძლებელია იმ მომხმარებლების მიზიდვა, რომლებიც იზიარებენ თქვენს რწმენებს და მიზნებს.

დეკორაცია

თუ არ გამოხატავთ ამ ღირებულებებს და პრინციპებს, თქვენი ბრენდი უინტერესო, არარელევანტური და მოსაწყენი გამოჩნდება. თან გაგიჭირდებათ აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტებთან დაკავშირება ან მათი დაინტრიგება თქვენი მიზნებით. იმისათვის, რომ ასეთ პრობლემებს თავი აარიდოთ, წერეთ ბლოგები თქვენთვის მნიშნელოვან იდეებზე, ან თუნდაც სოც-მედიის აპლიკაციებში დადეთ პოსტები გუნდის წევრებზე და გაუზიარეთ სხვებს მათი შეხედულებები, ა.შ.


2. სტაბილური იდენტობა

მორიგი შეცდომა ეხება ბრენდის არასტაბილურ იდენტობას ან მის უთავბოლოობას, არათამიმდევრულობას. თუ რაიმე სტაბილური არაა, რასაც ჩაებღაუჭებით ბრენდის იდენტობასთან მიმართებაში, რთულია არ დააბნიოთ ან დააკარგვინოთ ინტერესი თქვენს მომხმარებლებს. რაც იმთავითვე ცნობადობაზე, ნდობაზე და ერთგულებაზე მოქმედებს

რომელი ელემენტებიც არ უნდა იყოს თქვენს ბრენდში ცენტრალური, საჭიროა თანმიმდევრულად მიუსადაგოთ სხვადასხვა პლატფორმებს და მატერიალებს. საჭიროა ისეთი შთაბეჭდილება დატოვოთ, რომელიც მოახერხებს თქვენი ბრენდის მესიჯის განმტკიცებას. თუ ბრენდთან რამდენიმე შეხების შემდეგ, ხალხს მაინც არ ახსვოვს იგი, მაშინ ბრენდინგ კამპანიები აშკარად წარუმატებელი გამოდგა.


კომპიუტერის სურათი


3. მოგებაზე ფოკუსირება

ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი შეცდომა ბრენდის რეპუტაციის მაგივრად, მხოლოდ მოგებებზე ფიქრი და ფოკუსირებაა. ბრენდის რეპუტაციაში ვგულისხმობთ იმ შეხედულებებს, რომლებიც სხვებს აქვთ თქვენს ბიზნესზე, რაზეც მოქმედებს თქვენი სერვისის ხარისხი, ღირებულება, ეთიკურობა, სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლების კმაყოფილება.

თუ ზედმეტ დროს და რესურსებს დაუთმობთ მხოლოდ მოგებაზე ზრუნვას, რისკავთ რეპუტაციის გაფუჭებას სხვადასხვა ფაქტორების გამო, მათ შორის: ზედმეტად ძვირად სერვისის გაყიდვა, არაეთიკური მიდგომები, მითითებული სერვისების არ ან დაბალ ხარისხზე შესრულება, ა.შ. არ დაგავიწყდეთ, რომ ფულის შოვნა უბრალოდ საშუალება უნდა იყოს და არა მიზანი. კონცენტრირდით მომხმარებლებისთვის რაიმე ღირებულის შეთავაზებაზე ისევე, როგორც საზოგადოებისათვის და საკუთარი თავისთვის.


4. კონკურენტებისთვი მიბაძვა

დამატებით, ხშირად ვაწყდებით კონკურენტებისთვის მიბაძვას ან მათ იმიტირებას. ბუნებრივია, არაა ურიგო იცოდეთ რას აკეთებენ თქვენი კონკურენტები, როგორც პოზიციონირებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ყოველი წარმატებული ნაბიჯი გაიმეოროთ. ხალხი ამჩნევს ამგვარ გადაწყვეტილებებს, რაც, დიდი ალბათობით, ძალიან მალე უარყოფითად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე.

ასევე ვეღარ მოახერხებთ საკუთარი ნიშის და დამახასიათებელი ღირებულების გამონახვას სამიზნო მარკეტზე. ამიტომაც, საჭიროა იპოვოთ თქვენი სტილი და ტონი. ეცადეთ გამოძებნოთ თქვენი ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი პლიუსები და მათ ხაზი გაუსვათ ბრენდინგისას. საჭიროა საკუთარი სივრცე გამოქარგოთ შესაბამის მარკეტზე და ხალხს ისეთი რამ შესთავაზოთ, რასაც სხვები ვერ თავაზობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ განვითარება.


ლეპტოპის სურათი


5. დაბალი ხარისხის ან უინტერესო copy

ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი ფაქტორი copy-ს ხარისხია. Copy აღნიშნავს ტექსტს, რომლითაც თქვენს მომხმარებლებს სხვადასხვა მედიუმებში (მაგ: ვებსაიტზე, ბლოგზე, სოც-მედიის აპლიკაციებში, იმეილებში, რეკლამებში, ბროშურებში, ა.შ.) მოკლედ აწვდით თქვენს შესახებ ინფორმაციას. Copy, პირველ რიგში, უნდა იყოს ლაკონური, დამაინტრიგებელი, გარკვეულ დონეზე დამაჯერებელი და რასაკვირველია რელევანტური.

თუ copy-ს ერთ-ერთი მიზანი და ერთ-ერთი პლიუსი მომხმარებლების დაინტერესება და მათი ნდობის მოპოვებაა, მაშინ არაა გასაკვირი, რომ მისი უგულებელყოფა მნიშნელოვანი დანაკლისია. ბუნებრივია საკმაოდ ბევრი ადამიანი ისედაც არ კითხულობს copy-ს, თუმცა იმათი ხელიდან გაშვება, ვინც კითხულობს საკმაოდ მარტივი და თავიდან ასარიდებელი შეცდომაა. ამიტომ, ჯობს დამატებითი დრო დაუთმოთ თქვენი copy-ს დახევწას.

იკა

იკა