შეცდომები იმეილებში II

შეცდომები იმეილებში II
10 აგვისტო 2023     1003

შეცდომები იმეილებში II

იმეილები საკმაოდ ხელსაყრელ საშუალებას წარმოადგენენ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის. ეს იმის მიუხედავად, თუ რა მიზნისთვის გსურთ მათი გამოყენება: ინფორმაციის გადაცემისთვის, სხვისი დარწმუნებისთვის, თუ მათთვის გასართობი საშუალებების შესათავაზებლად. თუმცა, როგორც სხვა მედიუმებს, მათაც შეუძლიათ თქვენი რეპუტაციის დაზიანება, კონვერსიების პროცენტული მაჩვენებლის გაფუჭება, ან უფრო მარტივად, სხვების გაღიზიანება. გთავაზობთ მორიგ პოსტს გავრცელებულ იმეილ შეცდომებზე.


1. CTA-ს დავიწყება

CTA (call to action), ე.ი., ღილაკი, რომელიც უბიძგებს მომხმარებელს რომელიმე ქმედებისკენ, იმეილის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილია. მათი მეშვეობითაა მომხმარებლებისთვის შესაძლებელი შემდეგი ნაბიჯის განსაზღვრა, ითვალისწინებს ეს ლინკზე გადასვლას, პროდუქტის ყიდვას, სერვისის გამოსწერას ან სხვაგან იმეილზე პასუხს. აშკარა და გამოკვეთილი CTA-ს გარეშე, თქვენი იმეილები არაეფექტური და ზოგადად არასრული გამოვა. დაკარგავთ მკითხველთან დაკავშირები ისევე, როგორც ზოგადად ლიდების გენერირების ან გაყიდვების წამოწყების შანს. მოკლედ, ბევრ რაიმეს გაუშვებთ ხელიდან.

გადაამოწმეთ, რომ ყოველ თქვენს იმეილს აქვთ CTA და, რომ ეს CTA მარტივად ჩანს, ლაკონურია და დამაინტრიგებელი. არაა საჭირო გაყიდვაზე ორიენტირებული იყოს, შესაძლოა ლინკი იყოს თქვენი ბლოგის, სოც-მედიის პროფილის, ა.შ. გამოიყენეთ ღილაკები, ფერები, ფონტები, სურათები, რომ ფოკუსი ამ CTA-ზე იყოს. დამატებით ფრაზაც ისეთი ჯობს იყოს, რომელიც გაამახვილებს ყურადღებას რაიმე ღირებულებაზე, ცნობისმოყვარეობაზე იმოქმედებს, ა.შ. ერიდეთ ზოგად და კლიშე ფრაზებს, ხალხი მათ ხშირად უგულებელყოფს.

დეკორაცია

2. დაბალი ხარისხის ან მკვდარი ლინკები/სურათები

სურათები და ლინკები რასაკვირველია ხვეწენ თქვენს იმეილებს ვიზუალური ელემენტების დამატებით, ან მტკიცებულების შეთავსებით, ან თუნდაც რესურსების მიწოდებით. თუმცა ბუნდოვანი, პიქსელიზირებული ან არარელევანუტური სურათები ან მკვდარი, ძველი ან არაზუსტი ლინკები, პირიქით უარყოფითად მოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე და ხშირად აღიზიანებს მკითხველს.

ამიტომაც, გამოიყენეთ შესაბამისი ხარისხის სურათები, რომლებიც ოპტიმიზირებულია სხვადასხვა ხელსაწყოებსა და ეკრანის ზომებზე ასევე დაამატეთ ალტ-ტექსტები, რომ აღწეროთ სურათები, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ჩაიტვირთება. ანალოგიურად, გატესტეთ ლინკები გაგზავნამდა და გადაამოწმეთ, რომ მათი მისამართი სწორია და მუშაობს სხვადასხვა ბრაუზერებსა და პლატფორმებზე. შეგიძლიათ ასევე მოკლე URL-ები გამოიყენოთ იმის აღსაწერათ, თუ სად გადაყავს ლინკს მკითხველი.

ლეპტოპი

3. არასპეციფიურობა

იმეილებში ზოგადობა ან ბუნდოვნობა საკმაოდ მნიშვნელოვანი მინუსებია. თუ საკმარისად არ დაკონკრეტდებით, შესაძლოა დააბნიოთ მკითხველი, დრო ტყუილად დააკარგვინოთ, ან ინტერესი დააკარგვინოთ მათ. მაგალითად, შემდეგი ფრაზები: "რაღაც მაქვს შენთვის" ან "მალე გავისაუბროთ," არასაკმარისად სპეციფიურია. ხალხს ბუნებრივია კითხვები გაუჩნდება იმაზე, თუ რას სთაბაზობთ მათ, რატომ გსურთ მათთან საუბარი ან როდის დაუკავშირდებით შემდეგში.

შესაბამისად, დიდი დრო დაუთმეთ იმას, რომ გადაამოწმოთ რამდენად კონკრეტულია თქვენი იმეილების შიგთავსი. გამოიყენეთ სპეციფიური დეტალები, მაგალითები, ციფრები ან თარიღები, რათა უკეთ გააგებინოთ მომხმარებელს სათქმელი. მაგალიათად, იმის მაგივრად, რომ მისწეროთ "რაღაც მაქვს შენთვის," შეგიძლიათ მისწეროთ "უფასო ელ-წიგნი მაქვს შენთვის, რომელიც დაგეხმარება უკეთესი იმეილების დაწერაში." "მალე გავისაუბროთს" ჯობს "სამშაბათს დილის 10 საათზე დავგეგმოთ ზარი."

დეკორატიული

4. იმეილების მხოლოდ არბიტრარულ დროს გაგზავნა

დროის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე იმეილებს ეხება. თუ უბრალოდ არბიტრარულ დროს აირჩევთ იმეილების გადასაგზავნად, დიდი ალბათობით იმ ფანჯარაში ვერ ჩაეტევით, რომელშიც ისინი უფრო მეტი მზაობით გამოირჩევიან. რასაკვირველია იმეილების ზედმეტად ხშირად გაგზავნა ამ პრობლემას გვერდს ვერ უვლის. თუმცა, მხოლოდ ასეთ დროს მათი გაგზავნის მცდელობა, თუ ზედმეტად იშვიათად ითვალისწინებს მათ გაშვებას, თვითონაც არახელსაყრელია.

ამიტომ, მიაქციეთ ყურადღება აუდიტორიის პრეფერენციებს და ქცევებს და მათი მიხედვით შეეცადეთ დაახლოებით განსაზღვროთ პოტენციური მონაკვეთები. შეგიძლიათ Google analytics ან რომელიმე იმეილ მარკეტინგ software გამოიყენოთ, რომ შეამოწმოთ, როდის არიან თქვენი მომხმარებლები ყველაზე აქტიურები ონლაინ, შესაბამისად როდის გაქვთ მეტი შანსი მათგან მიიღოთ პასუხი, ან თუნდაც წააკითხოთ თქვენი იმეილი. დამატებით Boomerang ან Mailchimp შეგიძლია იმეილების დასაორგანიზირებლად და მათი გარკვეული განრიგის მიხედვით ავტომატურად გადასაგზავნათ.

იკა

იკა