ხშირი UX შეცდომები III

ხშირი UX შეცდომები III
13 აგვისტო 2023     806

ხშირი UX შეცდომები III

თუ UX დიზაინერი ხართ, მაშინ გეცოდინებათ თუ რამდენად რთულია მომხმარებლებისთვის კომფორტული და საინტერესო ვებსაიტის ან აპლიკაციის შექმნა. ხანდახან, რამდენად კარგი მოტივებიც არ უუნდა გქონდეთ, შესაძლოა დაუშვათ ისეთი შეცდომები, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედონ UX-ზე და დაგაკარგვინოთ მომხმარებლები. გთავაზობთ მორიგ სერიას ხშირ შეცდომებზე და იმაზე, თუ როგორ აარიდოთ მათ თავი. ამ საკითხზე ჩვენ უკვე ორი ბლოგი შემოგთავზეთ (1, 2).


1. სიმარტივე

ე.ი., სიმარტივის არ გათვალისწინება ყოველ ასპექტში. დამატებით და უფრო კონკრეტულად, ზედმეტად ბევრი რამის დართვა ერთ გვერდზე. მომხმარებლებს არ სურთ ზღვა ინფორმაციასთან უწევდეთ გამკლავება, არც ზედმეტ ვარიანტებთან ან დისტრაქციებთან. მათ უნდათ რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად იპოვნონ რაც სურთ, არასაჭირო ფიქრის გარეშე. მარტივი UX დიზაინი, შესაბამისად, უნდა იყოს ინტუიციური და მომხმარებლის მიზნებზე მორგებული.

თუმცა, ხშირად დიზაინერები მაინც ვერ იკავებენ თავს და ამატებენ ყველაფერს რასაც რაღაც დონეზე მნიშვნელოვნად თვლიან, იმ პრინციპით, რომ სულ არაფერს ჯობს მისი ჩამატებაც. ეს ხშირად ითვალისწინებს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა ბანერები, pop-up-ები, აიქონები, ღილაკები, ან ლინკები, რომლებითაც გვერდი ივსება ხდება და ამიტომაც აბნევს მომხმარებელს. სხვაგვარად შესაძლოა ზედმეტ ფერებთან, ფონტებთან, სურათებთან გვქონდეს საქმე, რომლებიც ვიზუალურ ხმაურს ქმნიან და გვერდიც ქაოტური ან არაპროფესიონალური ჩანს.

ზოგადად რეკომენდირებულია მინიმალისტური პრინციპების გათვალისწინება და მხოლოდ ისეთი რამეების დამატება, რაც ყველაზე პრიორიტეტულია. ასევე გამოიყენეთ white space, კონტრასტები, იერარქია, რათა უფრო სუფთა და ორგანიზირებული განლაგება ჰქონდეს საიტის სხვადასხვა ელემენტებს. რაც იმთავითვე დაეხმარება მომხმარებელს სასურველ ადგილას მიმართოს ყურადღება და ნავიგაციაშიც არ შეყოვდნენ.


დეკორაცია


2. ზედმეტი ანიმაციები

ზედმეტი ანიმაციები ანელებს ვებსაიტებს და აპლიკაციებს, განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობებზე ან დაბალი-bandwidth-ის კავშირებზე. მათ შეიძლება კონცენტრაცია დააკარგვინონ მომხმარებელს, ყურადღება გადაატანინონ CTA-ებიდან ან საერთოდ გააღიზიანონ ისინი მუდმივი მოძრაობის გამო. თან, თუ ეს ანიმაციები ზოგადად თქვენი დიზაინის სტილთან ან ტონთან თანმიმდევრული ან შესაბამისი არაა, ისინი დააბნევენ და შეაწუხებენ მომხმარებლებს.

გამოიყენეთ ანიმაციები მწირად და მიზანმიმართულად. მაგალითად, როდესაც უკუკავშირს სთავაზობთ სხვებს, ან პროგრესის მაჩვენებელზე უთითებთ, ან თუ თანამიმდევრული შეცვლის შთაბეჭდილების დატოვება გსურთ. დააკვირდით ანიმაციების ხარისხს, სისწრაფეს და რესპონსიულობას, ისინი უნდა ემთხვეოდეს ზოგად სტანდარტებს ისევე, როგორც დიზაინის ესთეტიკას და განწყობას.


3. უცნაური ფონტები

ფონტები ხშირად ვებსაიტების და აპლიკაციების ესთეტიკაში მნიშნელოვან როლს თამაშობენ. ერთი მხრივ, მათ შეუძლიათ დაგეხმაროთ ბრენდის პერსონალური მახასიათებლები და ტონი გადმოსცეთ ისევე, როგორც ხელი შეუწყონ ვიზუალური იერარქიის და კონტრასტის შექმნას.

დაფა

მეორე მხრივ საიტის ფონტი კი შესაძლოა ზედმეტად ჩახუჭუჭებული, თავისებური ან უცნაური იყოს. უცნაური ფონტები კი განსაკუთრებით რთული გასარჩევია პატარა ან დაბალი რეზოლუციის ეკრანებზე. თან შესაძლოა ნავიგაციაც უფრო რთული გახდეს, რადგან მომხმარებლები ვერ მიხვდნენ რაზე დაკლიკვა შეიძლება და რა არის მნიშვნელოვანი. ამოირჩიეთ ისეთი ფონტი, რომელიც მარტივად გასარჩევია, წასაკითხი და ხელმისაწვდომია ყოველი მომხმარებლისთვის, მათი მოწყობილობისა თუ პრეფერენციების მიუხედავად.


4. დისბალანსი დიზაინსა, ფუნქციებსა და კონტენტს შორის

UX დიზაინი არაა დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება საიტი. იმაზეცაა თუ რას აკეთებს და რას ატყობინებს მომხმარებელს. თქვენმა UX დიზაინმა უნდა დააბალანსოს შემდეგი სამი ასპექტი: დიზაინი, ფუნქციები და კონტენტი.

თუმცა, ხანდახან დიზაინერები ზედმეტად ეყრდნობიან ერთ ასპექტს, რაც უარყოფითად მოქმედებს სხვებზე. შესაძლოა დიზაინისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რისი შედეგიც ლამაზი თუმცა გამოუსადეგარი ან არარელევანტური აპლიკაცია ან ვებსაიტი იქნება. ან შესაძლოა ფუნქციები იყოს ცენტრალური, რაც საიტს ან აპლიკაციას კომპლექსურს მაგრამ არაესთეტიურს ან მოსაწყენს გახდის. სხვამხრივ, შესაძლოა კონტენტზე ფოკუსირება, რისი საშუალებითაც საიტი ან აპლიკაცია ინფორმატიული თუმცა გადავსებული ან უინტერესო გახდება.

რისი თქმაც გვინდა ისაა, რომ ეს ასპექტები დასაბალანსირებელია. მარტივად ჟღერს, თუმცა, დიდი ალბათობით, მაინც შეძლებთ სხვადასხვა პრობლემისთვის თავის არიდებას, თუ ამას დაიმახსოვრებთ.

დეკორატიული

5. ესთეტიკის ფუნქციონალზე პრიორიტიზირება

ზემოთხსენებულს უკავშირდება ესთეტიკის ფუნქციონალზე იერარქიულად უფრო პრიორიტეტულად ჩათვლა. ეს ყველაფერი ხშირად მთავრდება გამოყენებადობის პრობლემებით, მაგალითად ნელი ჩატვირთვის სისწრაფით, მკვდარი ლინკებით, დამაბნეველი ნავიგაციით, ან შეუსაბამო ფორმატით. რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეს თქვენი ვებსაიტი, გაგიჭირდებათ არ გააღიზიანოთ მომხმარებლები.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა ეთმობოდეს იმას, თუ რამდენად გამართულია საიტი და არა იმას, თუ როგორ გამოიყურება. გატესტეთ საიტის ან აპლიკაციის ფუნქციონალი ხშირად და ზედმიწევნით, გამოასწორეთ bug-ები და სხვა ტიპის შეცდომები რაც შეიძლება სწრაფად. თქვენი საიტის ესთეტიკა უნდა უკავშირდებოდეს და ამტკიცებდეს მის ფუნქციონალს და არა ეწინააღმდეგებოდეს ან ძირს უთხრიდეს მას, ამ პოტენციურ მიმართებას ყურადღება მიაქციეთ ყოველ დეტალზე დაკვირვებისას.

იკა

იკა