როგორ გამოვიყენოთ ლინკები უკეთესად?

როგორ გამოვიყენოთ ლინკები უკეთესად?
14 სექტემბერი 2023     1017

როგორ გამოვიყენოთ ლინკები უკეთესად?

როგორც წინა ბლოგებში გავარჩიეთ, ლინკების მარჯვე გამოყენება მნიშვნელოვანია ონლაინ-ბიზნესებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ SEO მაჩვნებლები. პატარა ცვლილებებს საკმაოდ დიდი ეფექტი აქვთ ამ სფეროში, რაც დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს იმისათვის, რომ მას ყურადღება, დრო და რესურსები დაუთმოთ.

თუმცა, ლინკების გამოყენებას ბევრი ისეთი პლიუსი აქვს, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული Google-ის (ან სხვა საძიებო სისტემის) დაწესებულ კრიტერიუმებთან, ე.ი., ზოგადად SEO-სთან. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფუნქცია გავლენას ახდენს ნავიგაციაზე, ნდობაზე, ბრენდინგზე, ა.შ.

ბუნებრივია აქ უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი და ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ინდუსტრიაში ხართ და თუ როგორ გსურთ აუდიტორიის ყურადღების წარმართვა.

ამისდა მიუხედავად, რეკომენდირებულია გარკვეული რამეების გადაწყვეტა სანამ აირჩევთ რა არის საჭირო და რა ზედმეტი. ამ ბლოგში მოგცემთ გარკვეულ რჩევებს იმისათვის, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ იმაზე, თუ რა არის შედარებით საყურადღებო.

დეკორაცია

ნავიგაცია და ფუნქციონალური მხარე

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ლინკების გამოყენებასთან მიმართებაში, მათი სტრუქტურული განლაგებაა. ლინკები, რომელიც მალევე, გვერდის დასაწყისშივე ხვდება მომხმარებელს, მეტი ყურადღების ქვეშაა, ვიდრე ისინი, რომლებიც ბოლოშია.

ასევე გასათვალისწინებელია კონტექსტიც. ლინკები, რომლებიც მიმაგრებულია რაიმე საინტერესო კონტენტს ბუნებრივია საშუალოდ მეტ კლიკს დააფიქსირებენ, ვიდრე ლინკები, რომლებიც სიაში ან გვერდზე გამოტანილ ფანჯარაშია.

ასევე არ დაგავიწყდეთ საიტ map-ი, რომელიც საიტზე არსებული ყოველი გვერდის აღმრიცხველი ფაილია. ის ეხმარება crawler-ებს გაანალიზონ საიტი და კონტენტიც შესაბამისად ინდექსირებული იყოს.

ლეპტოპის ფოტო

და ბოლოს, ლინკების ხელმისაწვდომობაც აღსანიშნია. გადაამოწმეთ, რომ ლინკები ვიზუალურად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სხვა ტიპის ტექსტისგან (მაგ., კონტრასტით) და, რომ მათი პირდაპირ კლავიატურით გამოყენება მარტივია. ეს ეხმარება იმ მომხმარებლებს (მაგ., ქმედუუნარო ინდივიდებს), რომლებიც მხოლოდ კლავიატურას ხმარობენ საიტის ნავიგაციისას.


ბრენდინგი

ასევე მნიშვნელოვანია ლინკების ხარისხის გათვალისწინებაც. მაღალი ხარისხის ლინკების გამოყენება დაგეხმარებათ საიტის ავტორიტეტის გაუმჯობესებაში და საიტის უკეთესად დარანკვაშიც. დაბალი ხარისხის ლინკები ან ლინკებით სპამინგი კი პირიქით სრულიად გააქრობს ნებისმიერ პროგრესს ამ სფეროში.

დამატებით, გასათვალისწინებელია დალინკული გვერდის ენა და ტონიც. თუ ეს ორი შეესაბამება თქვენი ორგანიზაციის ენას და ტონს, მაშინ ბრენგის კუთხით, გაგიადვილდებათ საქმე.

ასევე, შეგიძლიათ Linkers-ის მიერ გენერირებული მოკლე და ბრენდირებული ლინკები გამოიყენოთ. ჯერ-ჯერობით, დამწყები პაკეტები სრულიად უფასოა.

და ბოლოს, სოც-მედია ლინკები აძლევენ მომხმარებლებს საშუალებას თქვენი კონტენტი გააზიარონ საკუთარ პროფილზე. რაც ბუნებრივია დაგეხმარებათ წვდომის გაუმჯობესებასა და ტრაფიკის მომეტებაში. ამიტომ, რეკომედირებულია შესაბამისი აიქონები, თანდაყოლილი ლინკით, დაურთოთ სხვადასხვა გვერდებს.

ლეპტოპის სურათი

მკვდარი ლინკები

როდესაც ექსტერნალურ ლინკებს იყენებთ, მნიშვნელოვანია იმის გადამოწმება, რომ დალინკული გვერდი ისევ რელევანტური და განახლებულია. მკვდარი ან მოძველებული ლინკები უარყოფითად მოქმედებენ საიტის სანდოობაზე და ნავიგაციაზე. შესაბამისად, მნიშნელოვანია პერიოდულად ექსტერნალური ლინკების გადამოწმება და სხვადასხვა განახლებების შეტანა.

მკვდარი ლინკები SEO-ზე უარყოფითად მოქმედებენ, თან ისედაც ბევრი ხელსაწყო არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ მკვდარი ლინკების პოვნაში და წაშლაში - არ იქნებოდა მათი პერიოდულად გამოყენება ცუდი იდეა.

თუ სხვა SEO-სთან დაკავშირებული რამეები გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩვენი პლატფორმა, mySEO, გამოიყენოთ, რომელიც ყოველთვიური რეპორტების მომწოდებელ ალგორითმს გთავაზობთ. ისევე, როგორც რეკომენდაციებს შეცდომების გამოსწორებაზე.


დასკვნა

როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი პლიუსი აქვთ ლინკებს - თუნდაც ზედაპირ დონეზე. ბევრი ვებსაიტი მათ არ იყენებს, რაც შესაძლოა დამატებითი სტიმული იყოს თქვენთვის.

რამდენიმე ასპექტიც შესაძლოა დიდი მნიშნელობის აღმოჩნდეს, თუ მათ აქამდე უგულებელყოფდით. ამიტომ, არ იქნებოდა ურიგო ნელ-ნელა დაიწყოთ მათზე ფოკუსირება. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ მკვდარი ლინკები უნდა წაშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტი სამუშაოს გაკეთება გიწევთ ისე, რომ SEO მაჩვნებელებსაც იფუჭებთ.

იკა

იკა