შეცდომები ვიზუალურ კომუნიკაციაში II

შეცდომები ვიზუალურ კომუნიკაციაში II
28 აგვისტო 2023     674

შეცდომები ვიზუალურ კომუნიკაციაში II

ვიზუალური კომუნიკაცია საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა საკუთარი სათქმელის გადმოსაცემად, აუდიტორიის დასაინტერესებლად და პოზიტიური შთაბეჭდილების მოსახდენად. თუმცა, მხოლოდ ლამაზი სურათების, ფერების და ფონტების დართვით ბევრი არაფერი იცვლება. საჭიროა მიზნობრივი, სტრატეგიული და თანმიმდევრული მიდგომების გამონახვა ვიზუალური კომუნიკაციისას. ამ ბლოგში გაგიზიარებთ ხშირ შეცდომებს, რომლების პრობლემურს ხდიან ამ ყველაფერს.


1. თანმიმდევრულობა

თანმიმდევრულობა ვიზუალური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გავლენას ახდენს ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაზე, იმაზე თუ რამდენად დამამახსოვრებელია იგი და რამდენად პროფესიულად ან სუფთად არის წარდგენილი. მარტივ დონეზე, თანმიმდევრულობა ითვალისწინებს ერთი და იგივე სტილის, ტონის, ფერების, ფონტის, აიქონების, სურათების და განლაგების გამოყენებას თქვენს გვერდებზე. ისევე, როგორც პატერნების და მოლოდინების ჩამოყალიბებას, იმ მიზნით, რომ აუდიტორიას უკეთ ესმოდეს რას უნდა მოელოდეს თქვენგან და როგორი ნავიგაციაა უკეთესი საიტზე.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ითვალისწინებს მოსაწყენ ან უინტერესო მიდგომებს. თანმიმდევრულ სისტემაში მაინც შესაძლებელია ორიგინალურობის და კრეატიულობის გამომჟღავნება. პატერნების და მოლოდინების დარღვევაც არაა ურიგო თუ რაიმე მნიშვნელოვანის გამოკვეთა გსურთ კონტრასტით. მაგ., შეგიძლიათ სხვა ფერი ან ფონტი გამოიყენოთ CTA-სთვის, ჰედლაინისთვის ან ციტატისთვის. თუმცა ზედმეტად ხშირად ან არბიტრარულად მოერიდეთ ამის გაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დააბნევთ მომხმარებლებს და მათ ნდობასაც დაკარგავთ.

ოფისის სურათი

2. დისბალანსი

კიდევ ერთი ხშირი შეცდომა ზედმეტი კონცენტრაციაა ნამუშევრის დასაწყისზე ან ბოლოზე. ასეთ შემთხვევებში კონტენტი დაუსრულებელი ან წყვეტილი ჩანს. კარგი დასაწყისის უაზროდ გაფლანგვა არასდროსაა სახარბიელო. ისევე, როგორც ვთქვათ ძლიერი დასასრულის ქონა, მაგრამ ისე, რომ ზოგადი შთაბეჭდილება საკმაოდ სუსტია.

საჭიროა მკვეთრი სტრუქტურა და flow, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს ზუსტად მიყვნენ გვერდის სტრუქტურას. ვიზუალური ელემენტებიც სწორედ ამ სტრუქტურას უნდა მოერგოს ისე, რომ სხვა არასაჭირო ელემენტებზე არ გადაიტანონ ყურადღება. ვიზუალური ტექნიკის ვარირებაც საჭიროა ისევე, როგორც ზოგადად მეთოდების იმისათვის, რომ მომხმარებლებმა ყურადღება მარტივად არ დაკარგონ. ეს ყველაფერი ისე, რომ ტონი იყოს თანმიმდევრული.


3. უკუკავშირი

ვიზუალური კომუნიკაცია ცალმხრივი პროცესი არაა. საჭიროა დიალოგი თქვენსა და თქვენ აუდიტორიას შორის. შესაბამისად, საჭიროა უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზიც. უკუკავშირში ვგულისხმობთ როგორც ფორმებს, ასევე კომენტარებსაც, რეიტინგებს, ლაიქებს, გაზიარებებს, კლიკებს, კონვერსიებს, ა.შ. ამ ყველაფრის გადამუშავებით შეგეძლებათ უფრო აკურატული მონაცემებით მსჯელობა იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი ნამუშევარის ხარისხიც.

ოფისის ფოტო

აღსანიშნავია, რომ უკუკავშირი მხოლოდ ციფრებს და ემპირიულ მონაცემებს არ ეხება. ის ითვალისწინებს შთაბეჭდილებებსაც და შეგრძნებებსაც. საჭიროა ვებსაიტის აფეტქური კომპონენტების შეფასება, პირველ რიგში უარყოფით ელემენტებს, რათა მათ თავი აარიდოთ. შეგრძნებებში არ ვგულისხმობთ იმას, რომ ზედმეტად ემოციურად დაწეროთ ტექსტი ან პათეტიკური ფრაზები გამოიყენოთ. არაა საჭირო ზედმეტი ფამილიარობა, უბრალოდ ვებსაიტზე საბოლოო ჯამში საუბარი.


4. ვიზუალურ ასპექტებზე ზედმეტად დაყრდნობა

ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია, თუმცა მისით არ ამოიწურება ვიზუალური კომუნიკაცია. მხოლოდ მათი საშუალებით შეუძლებელია თქვენი სათქმელი გააგებინოთ სხვას. ტექსტს შეუძლია ვიზუალის დახვეწა და განმტკიცება, დამატებითი კონტექსტის მიმაგრება, ისეთი ინფორმაციის გადმოცემა, რომელიც მხოლოდ ვიზუალურად ვერ გადმოიცემა.

თუმცა, აქ ტექსტში გრძელ პარაგრაფებს და ტექსტის ბლოკებს არ ვგულისხმობთ. უფრო კონკრეტულ და თვალისმომჭრელ ფრაზებს, რომლებიც ლაკონურად აწვდიან მომხმარებელს თქვენს მთავარ სათქმელს. რასაკვირველია გამოსაყენებელია ჰედერები, საბჰედერები, ბულეთები, სიები, ციტატები, ა.შ., ტექსტის ორგანიზაციისთვის. ენა უნდა იყოს პირდაპირი, მარტივი და აქტიური.

დეკორაცია

5. ზედმეტი ელემენტები

ბოლო შეცდომა ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს, მესიჯებს, ელემენტებს, რომლებიც ხასიათდება სიჭარბით, არასასურველი რაოდენობით. მაგ., ფერების გამოყენება, რომლებიც რთულია ერთმანეთს შეუხამოთ ან რომლებიც არ ჯდება თქვენს სტილში და ტონში. ან თუნდაც, ზედმეტი ვიზუალური ტექნიკები ან ეფექტები, რომლებიც უკარგავენ კონცენტრაციას მომხმარებლებს ან რომლებიც ზედმეტად არაპროფესიონალური ჩანს. ასევე ერიდეთ ერთი და იგივეს ხშირად გამოეორებას, თუ საჭიროა რაიმე ახალი ინფორმაციაც დაურთეთ.

ზოგადად სიფრთხილეა საჭირო იმასთან დაკავშირებით, თუ რას დაამატებთ თქვენს ნამუშევრებში. რეკომენდირებული უფრო მინიმალისტური მიდგომა აარჩიოთ: დაამატეთ და გამოიყენეთ მხოლოდ რაც ცენტრალურია და რელევანტურია თქვენ სათქმელთან მიმართებაში. ასევე ბუნებრივია კონცენტრირდით ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

იკა

იკა