შეცდომები CTA-ებში

შეცდომები CTA-ებში
09 ოქტომბერი 2023     703

შეცდომები CTA-ებში

თუ გსურთ მომხმარებლები უფრო მარტივად მიიზიდოთ და ზოგადად დააინტერესოთ, მაშინ საჭიროა ეფექტური CTA-ების ქონა თქვენს ვებ-გვერდებზე. CTA არის ღილაკი, ლინკი ან ტექსტი, რომელიც უბიძგებს მომხმარებლებს სპეციფიური ქმედებისკენ, მაგალითად რაიმეს გამოწერისკენ, გადმოწერისკენ, ან პროდუქტის ყიდვისკენ.

რასაკვირველია ყველა CTA არაა ერთი და იგივე ფუნქციის და არც ერთი და იგივე პრინციპები მიესადაგება. ხარისხიც ბუნებრივია მარტივად ვარირებს, რაც აისახება კონვერსიების მაჩვენებლებზე. ამ ბლოგ პოსტში, გაგიზიარებთ ყველაზე ხშირ CTA შეცდომებს და საშუალებებს, რომლებითაც მოახერხებთ მათთვის თავის არიდებას.


1. დაგეგმვა

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეგიძლიათ დაუშვათ CTA-ებთან მიმართებაში, არის მათი როლის სპონტანურად განსაზღვრა იმის მაგივრად, რომ წინასწარ გათვალოთ ზოგადად როგორ ჩაჯდება ის გვერდის განლაგებაში და დიზაინში. შედეგი კი ის იქნება, რომ CTA-ების კონტექსტუალური როლი გაუარესდება, ელემენტი უფრო რთული საპოვნელი გახდება და არათანმიმდევრული იქნება დანარჩენ გვერდთან მიმართებაში.

საჭიროა CTA-ების სხვადასხვა ასპექტის განსაზღვრა, სანამ უშუალოდ გვერდის დიზაინზე დაიწყებთ ფიქრს. დაფიქრდით იმაზე, თუ რა ნაბიჯი გსურთ, რომ მომხმარებლებმა გადადგან, ან სად იქნება მეტად ხელსაყრელი ადგილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. მაგალითად, თუ გსურთ, რომ უფასო სერვისი ცადონ, მაშინ ჯობს CTA დასაწყისშივე გამოყოთ, რომ მომხმარებლებმა ზედმეტი დრო არ დახარჯონ ან სხვა ელემენტების გამო ინტერესი არ დაკარგონ. თუ გსურთ რაიმე ფუნქციებზე დეტალურად გადასცეთ რაიმე ინფორმაცია, მაშინ CTA სექციის ბოლოს უკეთესი ვარიანტია.

ჩანახატი

2. კონტექსტი

კიდევ ერთი ხშირი შეცდომა არის იმის ფიქრი, რომ ყოველი მომხმარებელს დაახლოებით ერთი დონის წარმოდგენა აქვთ თქვენს ორგანიზაციაზე. ანუ ვთქვათ, იციან რა სერვისებს სთავაზობთ, როგორ, ა.შ. ასეთი მიდგომა იწვევს CTA-ებს, რომლებიც ზედმეტად აგრესიული ან პასიურია იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად იცნობს ვიზიტორი თქვენს ორგანიზაციას.

ამიტომაც, საჭიროა აუდიტორიის სეგმენტებად დაყოფა და CTA-ების შესაბამისად განლაგება. სიტყვაზე, თუ მომხმარებლებმა უკვე იციან თქვენი პროდუქტის შესახებ და მზად არიან ყიდვაზე გადავიდნენ, მაშინ CTA-ები მალევე უნდა განათავსოთ და შედარებით ძლიერი ენა გამოიყენოთ: "ყიდვა," ან "გამოწერა." თუ პირიქითაა საქმე და მათ დამატებითი ინფორმაცია სჭირდებათ, მაშინ CTA-ც შესაბამისად კონტენტის ბოლოსკენ უნდა იყოს, უფრო ლაითი ენით: "იხილეთ," ან "შემოთავაზების ნახვა."


3. ზედმეტი CTA-ები

მესამე ხშირი შეცდომა ეხება ზედმეტი CTA-ების ჩატევას ერთ გვერდზე, იმ იმედით, რომ რომელიმე მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ეფექტი ძირითადად საპირისპიროა, მომხმარებლები იბნევიან და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ვარიანტების რაოდენობის გამო.

სკეჩი

კონცენტრირდით მთავარ მიზანზე. მაგალითად, თუ გსურთ ისინი უფასო სერვისზე დარეგისტრირდნენ, არაა საჭირო მათ სთხოვოთ სოციალური მედიის გვერდების ნახვა, ბლოგის გამოწერა ან ვიდეოს ყურება. მხოლოდ მთავარი CTA, რომელიც უფასო სერვისზე და შეიძლება დამატებით კიდევ ერთი, რომელიც ვთქვათ სხვა უფასო მატერიალს აწვდის მომხმარებელს მის წასახალისებლად.


4. ბუნდოვნება

მეოთხე შეცდომა ეხება ღილაკების განუსაზღვრელ ან უინტერესო იარლიყებს, რომლებიც ვერ აწვდიან მომხმარებლებს საკმარის ინფორმაციას იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ, ან რას მოითხოვს მისგან საიტი. ხშირად ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: "დაკლიკეთ აქ," "დადასტურება" ან "გაგრძელება" სწორედ ამ ხასიათისაა.

ერთი გზა ამ პრობლემებისთვის თავის ასარიდებლად, არის ტექსტის საშუალებით იმპლიციტურად ან ექსპლიციტურად CTA-ს ფუნქციისთვის ხაზის გასმა. ასე, თვით CTA-ს იარლიყი მოკლე და ლაკონური რჩება, მაგრამ ამავდროულად გეძლევათ საშუალება დამატებითი კონტექსტი დაანახოთ აუდიტორიას.

დეკორაცია

5. ვიზუალური ნიშნები

მეხუთე შეცდომა CTA-ების ისე გამოყენებაა, რომ არც ფერი, არც ფორმა და არც ზომა არ უწყობდეს ხელს CTA-ს გამოირჩეოდეს სხვა ელემენტებისგან. რაც, რასაკვირველია, იწვევს იმას, რომ CTA სხვა ელემენტებს ემსგავსება, მომხმარებლები კი ვერ ამჩნევენ მათ და აღარ კლიკავენ მათზე.

გამოიყენეთ ერთი სახის ვიზუალური ნიშანი მაინც იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს CTA-ს სწრაფად შემჩნევა. მაგ., ფერი, რომელიც მაღალ კონტრასტულია თქვენ გვერდებზე არსებულ დანარჩენ ფერებთან შედარებით. ფორმებსაც ანალოგიური მეთოდი ეხება, სიტყვაზე ისრის ან წრის გამოყენება. ან, არაპროპორციულობა ან ინტრუზიულობა შეგიძლიათ გამოიყენოთ ზომის კუთხით.

იკა

იკა