შეცდომები ბლოგინგში II

შეცდომები ბლოგინგში II
09 ოქტომბერი 2023     777

შეცდომები ბლოგინგში II

ბლოგინგი ხელსაყრელი საშუალებაა საკუთარი ცოდნის, აზრების და გამოცდილებების სამყაროსთვის გასაზიარებლად. თან გვეხმარება ბრენდის ჩამოყალიბებაში, მომხმარებლების მიზიდვაში და ორგანიზაციის განვითარებაში. თუმცა ბლოგინგთან ცალკეული რიგი პრობლემებია დაკავშირებული. არაერთი სირთულე და დაბრკოლებაა გადასალახი ბლოგების ეფექტურად გამოსაყენებლად. ამ პოსტში გაგიზიარებთ ყველაზე ხშირ შეცდომებს და იმ გზებს, რომლებითაც შესაძლებელია მათთვის თავის არიდება.


1. ზედმეტი ლინკები, სურათები, გრაფიკები, ა.შ.

სიჭარბე ყოველთვის პრობლემებს ქმნის. ზედმეტი ლინკების, სურათების ან გრაფიკების დამატება ხშირად იწვევს მომხმარებლის კონცენტრაციის არასასურველ ელემენტებზე გადატანას. თან შესაძლოა გვერდიც შეანელოთ, რაც SEO-ზე და UX-ზეც მოქმედებს.

გამოიყენეთ მედია ფაილები იშვიათად და სტრატეგიულად. მხოლოდ დაამატეთ ისინი თუ რაიმე უშუალო კავშირი აქვთ თქვენ კონტენტთან ან თუ სხვამხრივ რაიმე ღირებულებას ჰმატებენ მას. მიაქციეთ ყურადღება ოპტიმიზაციას და ხელმისაწვდომობასაც. გამოიყენეთ სუბტიტრები, ალტ-ტექსტი, ჰედერები/საბჰედერები კონტექსტის და ინფორმაციის გამოსაკვეთათ.

დამატებით, შეხედეთ მთლიან გვერდს როგორც ერთობლივ სისტემას. როგორც ურთიერთობს ესა თუ ის ელემენტი დანარჩენებთან, როგორი გავლენა აქვს მას მათზე? ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მომხმარებლები თითო-თითო ელემენტს არ აღიქვამენ, არამედ მთლიანად ვებ-გვერდს.

ლეპტოპის ფოტო

2. არასაკმარისი CTA-ები

CTA ნიშნავს Call to Action-ს. აღნიშნავს ფრაზას ან ღილაკს, რომელიც უბიძგებს მომხმარებელს რაიმე კონკრეტული ქმედებისკენ. მაგ., ბლოგის წაკითხვის შემდეგ რაიმეს გამოწერისკენ, ფაილის გადმოწერისკენ ან პოსტის სოც-მედიაზე გაზიარებისკენ. მოკლედ, ისინი გამოსადეგია ბლოგ პოსტის ეფექტურობის განსასაზღვრათ და მომხმარებლის ინტერესის გასარკვევად.

ერთი ცენტრალური CTA მაინც ჩაამატეთ თითოეულ ბლოგში. გამოკვეთეთ ის სხვა ელემენტებისგან. ბოლოში ან სხვა მნიშვნელოვან ადგილას განათავსეთ ყურადღების მისაქცევად. გამოიყენეთ კონტრასტული ფერები, ფონტები, ფორმები, რათა ეს გააკეთოთ. გატესტეთ CTA-ები და შესაბამისად აირჩიეთ რომელიმე კომბინაციები.

თუმცა ზედმეტად აგრესიულები ან ფრთხილები ნუ იქნებით. თუ თქვენმა აუდიტორიამ იცის რასაც სთავაზობთ, გაუადვილეთ მათ საიტის ნავიგაცია. თუ პირიქით, 25 ლინკს ერთ გვერდზე ნუ დაურთავთ.


3. ღირებულების შეთავაზება

ზოგადად ბლოგი მხოლოდ გასართობად ან გასამხიარულებლად არ უნდა გამოიყენებოდეს, მიზანი ინფორმირებაც და სხვებისთვის ცოდნის მიწოდებაც უნდა იყოს. მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ რაიმე ისეთის წაკითხვა, რასაც თვითონაც გამოიყენებენ. ეს შეიძლება იყოს ახალი ინსაითი, პრაქტიკული რჩევა, გამოსადეგი რესურსი ან პირადი ისტორია. ასე უფრო დიდი შანსია დაამახსოვრდეთ მათ, დაბრუნდნენ თქვენს საიტზე ან რეკომენდაცია გაუწიონ თქვენს ორგანიზაციას.

დეკორაცია

რა არის თქვენი მთავარი სათქმელი ან მესიჯი? როგორ შეიძლება გახადოთ ის უფრო დამამახსოვრებელი ან ადვილად გამოსაყენებელი? ჩამოაყალიბეთ ლაკონურად ერთ ან ორ წინადადებაში ცალკეულ სექციაში, ბლოგის დასაწყისში ან ბოლოში. შეგიძლიათ ბულეთები, ციტატები ან კითხვები გამოიყენოთ მათ გამოსაყოფად.

შეეცადეთ ყოველთვის გამოიყენოთ 1-2 მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც მომხმარებელს რაღაც დონეზე მაინც გამოადგება. ასე უფრო ადვილია მათი დაინტრიგება და ხშირ მომხმარებლად გადაქცევა.


4. კონსისტენტურობა

ბლოგინგი მხოლოდ ინდივიდუალურ პოსტებს არ მოიცავს, არამედ ზოგადად ჩამოყალიბებული და კონსისტენტური ნამუშევრების ერთობლიობას. თქვენ ბლოგ პოსტებს რაიმე კავშირი უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან, ან თემით, ან სტილით, ან ტონით, ან აუდიტორიის სეგმენტებით. ეს კი თავისთავად ავტორიტეტის და ტონის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ. თან უფრო ადვილია მუდმივი მომხმარებლების ყოლა, როდესაც მათ იციან რას ელოდონ თქვენგან და ამ მხრივ გენდობიან.

დაგეგმეთ ბლოგ პოსტები წინასწარ. განსაზღვრეთ თქვენი ნიშა და სამიზნო აუდიტორია, საკითხებიც იმის მიხედვით შეარჩიეთ, თუ რომელია რელევანტური და საინტერესო მათთვის. გამოიყენეთ კატეგორიები და თეგები პოსტების ორგანიზაციისთვის საკითხის ან თემის მიხედვით. დალინკეთ დაკავშირებული პოსტები თქვენი ბლოგიდან ან გარეგანი წყაროდან მეტი კონტექსტისთვის.

ოფისის სურათი

5. პრიორიტეტების განსაზღვრა

განსხვავებულ აუდიტორიებს სხვადასხვა პრეფერენციები და მოლოდინები აქვთ, როდესაც საქმე ბლოგების წაკითხვას ეხება. ზოგს ურჩევნია მოკლე პასუხები და ინსტრუქციების; ზოგს კი სიღმისეული გამოკვლევები და ანალიზები; სხვებს ვიზუალური სთორითელინგი და ბევრი მაგალითები; თუ არ გესმისთ აუდიტორიის სურვილები და საჭიროებები გაგიჭირდებათ ბლოგების მასშტაბის განსაზღვრა, იმის გარჩევა ღირს თუარა დეტალების ჩამატება, დაკონკრეტება, ზედმეტად მოსაწყენად ჟღერს თუ პირიქით ვულგარულად.

გამოიყენეთ ანალიტიკური ხელსაწყოები და გამოკითხვები იმისათვის, რომ ინფორმაცია შეაგროვოთ თქვენი აუდიტორიისთვის არასასურველ ელემენტებზე, მიზნებზე, ინტერესებზე, პრეფერენციებზე. პერსონების შექმნაც შესაძლოა ხელსაყრელი გამოდგეს ისევე, როგორც სცენარების გამოყენება პროფილების და ისტორიების შესაქმნელად. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ დახვეწოთ სამუშაო პროცესი და გაარკვიოთ კონტენტის პოტენციალური მასშტაბი, სიღრმე, ფორმატი, ტონი, ა.შ.

იკა

იკა