კონვერსიების პრობლემები II

კონვერსიების პრობლემები II
14 სექტემბერი 2023     1128

კონვერსიების პრობლემები II

ზოგ ვებსაიტს საკმაოდ ბევრი მნახველი და ძალიან ცოტა მყიდველი ყავს. ზოგ მომხმარებელს შესაძლოა აინტერესებდეს თქვენი სერვისები ან პროდუქტები, თუმცა მაინც მალევე დატოვონ საიტი. ბევრი ფაქტორია, რომელსაც შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, როდესაც ვცდილობთ ამგავრი პროცესები ავხსნათ. რასაკვირველია გარანტიები არ არსებობს, თუმცა მაინც შეგიძლიათ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგათ კონვერსიების გასაუმჯობესებლად. ამ ბლოგში მიმოვიხილავთ 5 სხვადასხვა ხშირ შეცდომას, რომლებსაც ორგანიზაციები უშვებენ კონვერსიებთან მიმართებაში. ეს ჩვენი მეორე ბლოგია ამ თემაზე, ამიტომ თუ დაინტერესებული ხართ, შეგიძლიათ წინაც იხილოთ.


1. კალათა

ერთი ხშირი პრობლემა რასაც ვაწყდებით ეხება ონლაინ კალათებს. აქ ყველაფერი რაც შეიძლება მარტივად უნდა იყოს, მეტი ბარიერი ან გადასადგმელი ნაბიჯი პრაქტიკულად ყოველთვის მიუღებელია, რადგან მომხმარებლები მალევე ტოვებენ საიტს.

წარმოიდგინეთ, რომ ფიზიკურად მაღაზიაში იმყოფებით და რაიმეს ყიდვას გეგმავთ. მიდიხართ კასასთან, მაგრამ იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გადაიხადოთ, გიწევთ ინფორმაციის შეყვანა, პროფილის შექმნა, მეილის დადასტურება, კუპონის შეყვანა, შიპინგ მეთოდის არჩევა, ა.შ. ზოგი ასეთ შემთხვევაში უბრალოდ დატოვებდა მაღაზიას. იგივე ეხება ონლაინ სივრცეებსაც. გამოიყენეთ ერთგვერდიანი კალათა, შესთავაზეთ სხვადასხვა გადახდის საშუალება მომხმარებელს, დართეთ სტუმრებს ყიდვის საშუალება და პირდაპირი ინსტრუქციები და უკუკავშირი დაუბრუნეთ, ზედმეტი ელემენტები კი მოაშორეთ.

კომპიუტერის ფოტო

2. ზედმეტი აგრესიულობა

კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კონვერსიებზე ზედმეტი ჩაციება და აგრესიულობაა. შეიძლება იფიქროთ, რომ მეტი მცდელობა მომხმარებლის დარწმუნების, ნიშნავს მეტ შანსაც რომ ის დაარწმუნოთ. იშვიათადაა ასე საქმე. ძირითადად მინიმალისტური მიდგომა უკეთესია. თუ მომხმარებლებს გაუვსებთ გვერდს pop-up-ებით, ბანერებით, რეკლამებით და CTA-ებით, უბრალოდ გააღიზიანებთ ან შეავიწროვებთ მათ. თან შეიძლება ჩათვალონ, რომ მსგავსი ქმედებები სასოწარკვეთილების და არასაიმედობის აღმნიშვნელია და საიტის რაიმეზე დაკლიკვის გარეშევე დატოვონ.

ნუ შეაწყვეტინებთ მათ ნავიგაცია ინტრუზიული ელემენტებით. ამის მაგივრად, გამოიყენეთ ლაითი ბიძგები და ხელსაყრელი მინიშნებები, რომ მიმართოთ მათი ყურადღება რაიმე ქმედებისკენ, მაგ., რეკომენდაციების, შეფასებების, რეიტინგების გამოყენებით, რომ აჩვენოთ მათ რამდენად სანდოა თქვენი ორგანიზაცია. ასევე შეგიძლიათ დეფიციტზე ან დროზე გაამახვილოთ ყურადღება. შეატყობინოთ, რომ რაიმე სერვისი ან პროდუქტი მალე აღარ გაიყიდება, ან, რომ დროებითი ფასდაკლებაა. თუმცა ეს მეთოდები ლეგიტიმური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ნდობას დაკარგავთ, რადგან მალევე გასაგები გახდება, რომ იტყუებით.


3. ბრენდის დახვეწა

ბრენდი არის რაც გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან და რაც დამამახსოვრებელს ხდის თქვენს ორგანიზაციას. თუ ვებსაიტს არ აქვს გამოკვეთილი იდენტობა, უინტერესო და მოსაწყენი გამოჩნდება ბევრისთვის. მომხმარებელი ვერ გაარკვევს ვინ ხართ, რას საქმიანობთ და რატომ უნდა იყიდონ თქვეგან რამე.

კონვერსიების გვერდი

ამიტომაც მიაქციეთ სახელს, ლოგოს, ფერების პალიტრას, ტონს და თანმიმდევრულობას ყურადღება, რათა დაამახსოვროთ სხვებს თავი. ვებსაიტიც უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის სხვადასხვა მახასიათებელს, მაგ., თუ ბრენდი ორიენტირებულია ხარისხზე და სანდოობაზე, მაშინ საიტიც სწრაფი, უსაფრთხო და ადვილი სახმარი უნდა იყოს.


4. არასაკმარისი ინფორმაცია

თქვენი საიტის ვიზიტორებს უნდა გააგებინოთ რას ყიდულობენ, როგორ მუშაობს სერვისი თუ პროდუქტი, რა უპირატესობები აქვს, რა ღირს, ა.შ., სანამ რაიმეს იყიდიან. თუ ვებსაიტი ამ კითხვებს იოლად და დამარწმუნებლად არ პასუხობს, არ იქნება გასაკვირი, რომ ის კონვერსიებში მოიკოჭლებდეს.

გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ფოტოები, ვიდეოები, დემოები, ა.შ., რომ მოახერხოთ პროდუქტების თუ სერვისების სათანადოთ ექსპონირება. გამოიყენეთ მკვეთრი და დამაინტრიგებელი ჰედლაინები, საბჰედერები და ბულეთფოინთები საჭირო ფუნქციების და უპირატესობების გამოსაკვეთათ. ასევე გამოიყენეთ FAQ, რეკომენდაციები და შეფასებები ზოგადი ეჭვების გასაქარწყლებლად.

დეკორაცია

5. დაბნეულობა

როდესაც ვიზიტორები შემოდიან თქვენს საიტზე, მაშინვე აშკარა უნდა იყოს რისი გაკეთებაა საჭირო. თუ ვებსაიტი ზედმეტად დატვირთულია ელემენტებით, დამაბნეველია ან არაა ფოკუსირებული სწორ ასპექტებზე, შესაძლოა საერთოდ ვერ მიხვდნენ რა ნაბიჯის გადადგმას ითხოვთ მათგან. ალბათ ერთ ან ორ გვერდს შეხედავენ და შემდეგ დატოვებენ საიტს.

ამიტომაც, გასათვალისწინებელია შემდეგი: დახვეწეთ თქვენი ჰედლაინები იმისათვის, რომ value proposition უფრო ნათელი იყოს. CTA-ები უფრო გამოკვეთილ ადგილას მოათავსეთ და გაუსვით ხაზი მის მნიშვნელობას. ხარისხიანი ნავიგაცია საკმაოდ ხელსაყრელია ამისთვის. ასევე, მომხმარებლებს ყოველთვის დაუტოვეთ ერთი ან ორი ღილაკი მაინც, რომ ნავიგაციური ჯაჭვი გააგრძელონ. ერიდეთ ჩიხებს რამდენადაც შეგიძლიათ და დაუტოვეთ მომხმარებელს შანსი, რომ რაიმე ახალი შეიტყოს თქვენი ორგანიზაციის შესახებ.

იკა

იკა