ორგანიზაციული კულტურის პრაქტიკული კომპონენტები II

ორგანიზაციული კულტურის პრაქტიკული კომპონენტები II
22 სექტემბერი 2023     723

ორგანიზაციული კულტურის პრაქტიკული კომპონენტები II

თუ ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესება გსურთ, შეიძლება გიჭირდეთ იმის განსაზღვრა, თუ საიდან და როგორ უნდა დაიწყოთ. კულტურა უცბად რთულია შევცვალოთ, თუმცა თქვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები გამოსადეგი ხელსაწყოებია მასზე გავლენის მოსახდენად. სწორედ ამ მიზნით, გთავაზობთ რამდენიმე საწყისი ნაბიჯის მოკლე განხილვას. წინა ბლოგი იმავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ


1. უკუკავშირი

პირველ რიგში, საჭიროა უკეთესი გაგება. ანონიმური კითხვარები ან ზოგადი უკუკავშირის წყაროები მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ნებისმიერ ორგანიზციაში. თუმცა, ბევრი მაინც შეეცდება სხვადასხვა გზით აარიდოს თავი გულახდილ უკუკავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგიწევთ სხვადასხვა სოციალური ნიშნებზე და უარყოფით ქცევით პატერნებზე ყურადღების გამახვილება. ვერ გააუმჯობესებთ იმას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ადეკვატური შთაბეჭდილებების ჩამოყალიბება.

ჰკითხეთ მათი აზრები ზოგადად სამუშაო გარემოზე, პირობებზე, კოლეგებზე, მენეჯერებზე, მიზნებზე და სირთულეებზე. ერიდეთ წინასწარ დასკვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საყურადღებო შეცდომები გაგეპაროთ.

ოფისი

2. გეგმის შემუშავება

უკუკავშირის მიხედვით, პრიორიტეტილი გახადეთ ყველაზე საგანგაშო პრობლემები და შეეცადეთ რაც შეიძლება კონკრეტულები იყოთ შესაძლო რეაგირებებში. მოახსენეთ სხვებსაც შესაძლო ნაბიჯებზე და მათი დანერგვის პროცესში, ისინიც ჩართეთ. კარგათ გააგებინეთ ცვლილებების პლიუსები და ის, თუ როგორ შეუძლიათ მათ წვლილის შეტანა.

ხალხი ძირითადად ერიდება ცვლილებებს, ამიტომაც შესაძლოა განსაკუთრებული ექსპლიციტურობა იყოს საჭირო, როდესაც უპირატესობებზე ისაუბრებთ. ერთი მიდგომა ყველას მიმართ შესაძლოა უნაყოფო იყოს, ამიტომ, ხანდახან, უკეთესია იმ უპირატესობებსაც გაუსვათ ხაზი, რომლებიც რომელიმე კონკრეტული პირის კერძო ინტერესებშია.

კომუნიკაცია ხშირი და მკაფიო უნდა იყოს ცვლილების მიზეზებზე და გადასადგმელ ნაბიჯებზე. გამოიყენეთ სხვადასხვა მედიუმები, ფორმატები, იმისათვის, რომ სხვადასხვა პირს სასურველად გადასცეთ ინფორმაცია. ყურადღებით მიუდექით მცირე უკუკავშირსაც ან ფარულ მინიშნებებსაც. ერთმა გარიყულმა პიროვნებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანად იმოქმედოს გუნდის დინამიკაზე. ამიტომ, ნუ მოერიდებით კონსტრუქტიულ კონფლიქტს, რადგან ის დაგეხმარებათ წინასწარი არაზუსტი დასკვნების იდენტიფიკაციაში, ალტერნატივების მოძიებაში და უკეთესი გამოსავლების პოვნაში.


3. ღირებულებების გამოხატვა

საჭიროა მათზე საუბარი, მათი დაცვა, სხვების ღირებულებების უკეთ გაგება, გარკვევა, რომელი ღირებულებები უპირისპირდება ერთმანეთს და რომელს იზიარებენ სხვები. იმუშავეთ იმაზე, რომ საერთო ცენტრალური ღირებულებები გქონდეთ. ისინი წარმოადგენენ კულტურის მთავარ ბირთვს, ამიტომ მკაფიოობა და თანმიმდევრულობაა საჭირო თითოეული გუნდის წევრისგან.

სამუშაო გარემო

გადაწყვეტილებები, ქცევები და ინტერაქციებიც სწორედ მათზე უნდა იყოს დაფუძნებული. საჭიროა ორგანიზაციული ხედვის და მიზნების თანხვედრა ამ ღირებულებებთან. თან ეს ხშირი და პირდაპირი კომუნიკაცია, ეხმარება დანარჩენებსაც უკეთ გაიგონ რა მოეთხოვებათ. თუ გარკვეული ქმედება წახალისებულია ან მოსალიდნელი, ხალხიც შესაბამისად უფრო მოტივირებული იქნება.


4. ორმხრივი ნდობა & გაგება

მკაცრად ნუ მიუდგებით შეცდომებს, იყავით მაგალითი სხვებისთვის და მკვეთრად განსაზღვრეთ პასუხისმგებლობები. შეუწყეთ ხელი ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ჩამოყალიბებას. ნდობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სამუშაო გარემოში. სწორედ მისი საშუალებით ხდება შესაძლებელი კოლაბორაციული და ინოვაციური მცდელობების დახვეწა.

მაგრამ იმისათვის, რომ ნდობა კულტურული ნიშანი გახდეს, საჭიროა უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც მხარდაჭერა და აზრის გამოხატვა წახალისებულია, სადაც ხალხს შეუძლია გონივრულ რისკზე წასვლა, შეცომებისგან სწავლა და განვითარება. თან თუ ჯგუფის წევრები იზიარებენ ან უმიზნებენ ერთსა და იმავე ღირებულებებს, ნდობის გაჩენის ალბათობაც მეტია, რადგან უკეთესი წარმოდგენა ექნებათ იმაზე, თუ როგორ უდგებიან თანამშრომლები სხვადასხვა თემებს. თქვენ კი თავისთავად გამჭვირვალეები უნდა იყოთ მოლოდინების დაწესებისას და უკუკავშირის მიწოდებისას.

დეკორაცია

5. სწავლა

სწავლის წახალისება, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ძალიან მნიშვნელოვანია უკეთესი კულტურის ჩამოსაყალიბებლად. საშუალებების შეთავაზებით, იყოს ეს გინდ ტრენინგი, ქოუჩინგი, მენტორობა, ზოგადად უკუკავშირი თუ უბრალოდ ხელსაწყოების გაცემა. აღნიშნეთ მათი მონდომება და წაახალისეთ ის თანამშრომელები, რომლებიც ცდილობენ სწორი ნაბიჯები გადადგან. საწყის ეტაპებზე, ხალხს ხშირად სჭირდება ექსტერნალური ვალიდაცია იმისათვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაგან.

თუმცა, კრიტიკაც საჭიროა. ჯგუფები, რომლებიც ერიდებიან კრიტიკას, ხშირად ვერ ვითარდებიან, რადგან არ აქვთ საშუალებები დახვეწონ საკუთარი ღირებულებები და ნამუშევრები. უბრალოდ, ეს ტაქტიანად და ზრდილობიანად უნდა გააკეთოთ.

იკა

იკა