ნავიგაციის პრაქტიკები

ნავიგაციის პრაქტიკები
11 ოქტომბერი 2023     843

ნავიგაციის პრაქტიკები

დღეს გავარჩევთ საკითხს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ხშირად უგულებელყოფილია დიზაინში - ნავიგაციას. უკვე ბევრი დავპოსტეთ ამ თემაზე, დღეს კი სხვადასხვა პრაქტიკებზე ვიმსჯელებთ. რაც, დიდი ალბათობით, სერიად იქცევა, დავიწყებთ მარტივი თემატიკიდან და უფრო და უფრო რთულზე დროის განვმალობაში გადავალთ.


1. დაგეგმვა

პირველ რიგში, ყველაფრის დაგეგმაა მნიშვნელოვანი. სანამ დაიწყებთ კოდზე ფიქრს, აიღეთ პასტა და ფურცელი და შექმენით ვებსაიტის სკეჩი. იფიქრეთ იმ გვერდებზე, რომლებიც გექნებათ, იმ კონტენტზე, რომელსაც დაპოსტავთ და იმ კავშირებზე, რომლებიც შეაერთებს ამ ორს. ეს უფრო ცხად გზებს გამოგაძებნინებთ და დიზაინის პროცესიც გამარტივდება.

ეცადეთ გაითვალისწინოთ ზუსტად როგორი ტიპის ნაბიჯების გადადგმა მოგინდებათ მომხმარებლებისგან და ამის გათვალისწინებით, უფრო ინტუიციური გახადეთ მათი ნავიგაცია. გადაამოწმეთ, რომ ყველაფერი შეკრულია და, რომ აუდიტორიის სეგმენტებისა და მათი მიზნების მიხედვით სხვადასხვა გააზრებული გზებია გამოყოფილი ნავიგაციისთვის.

ლეპტოპი

2. გამარტივება

ნავიგაციას როცა ეხება საქმე, მინიმალიზმი არაა ურიგო მიდგომა. მოერიდეთ გვერდების გადატვირთვას ზედმეტი ელემენტებით და შესაბამისად, მომხმარებლების დაბნევას. კონცენტრირდით ცენტრალურ კომპონენტებზე და შექმენით ცხადი პატერნები. ასე, მომხმარებლები უკეთ გაარკვევენ როგორ უნდა მიუდგნენ ნავიგაციას თქვენს საიტზე, რაც მას უფრო სასიამოვნოს გახდის.

ასევე ეცადეთ დიზაინ პატერნებიც და ნავიგაციური მენიუებიც თანმიმდევრული იყოს, რაც დაეხმარება მომხმარებლებს უკეთ გაერკვნენ რომელ გვერდზე არიან და სად უნდა გადავიდნენ. სწრადი და უპრობლემო პატერნების ამოცნობა სასიამოვნო ნავიგაციის დიდი ნაწილია.


3. მოკლე და აღწერითი იარლიყები

იარლიყები ერთგვარი ნიშნებია, რომლებიც მიმართავენ მომხმარებლებს თქვენი ვებსაიტის სხვადასხვა ნაწილებისკენ. საჭიროა მოკლე, აღწერითი და პირდაპირი იარლიყების გამოყენება. ხაზი გაუსვით მნიშნელოვან ელემენტებს ან calls-to-action (CTAs), თუმცა ზედმეტი რაოდენობაც არ დაამატოთ.

მიზანი უნდა იყოს მომხმარებლების ნავიგაციის წარმართვა და არა მათი რაოდენობით დაბნევა. გამოიყენეთ ნათელი, ლაკონური ენა და ერიდეთ ჟარგონს. თქვენი ვებსაიტი ნებისმიერი ტიპის ადამიანმა შეიძლება ნახოს, ზოგს კი არ ესმის ინდუსტრიული ჟარგონი.

დეკორაცია

4. ვიზუალური დაშორება

ვიზუალური დისტანციის შექმნა საკმაოდ ხელსაყრელი იარაღია ვებ დიზაინში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეხმარება მომხმარებლებს სხვადასხვა სექციების გარჩევასა და საიტის სტრუქტურის უკეთ აღქმაში. გამოიყენეთ ფერები, ფონტები, და დისტანცია, რომ სტრატეგიულად გამოყოთ ვიზუალური ჩარჩოები. ზედმეტი ელემენტების არსებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ უჭირთ მომხმარებლებს ნავიგაცია. White space დაგეხმარებათ ელემენტების პრიორეტიზირებასა და იერარქიულად განლაგებაში ისე, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი გახდეს საიტი მათთვის, ვინც მას მიუჩვეველია.

თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საიტის ვიზუალური და ფუნქციონალური ასპექტები შეეცადეთ თანმიმდევრული იყოს სხვადასხვა ადგილებში. რაც არამარტო პროფესიონალიზმისთვის, არამედ უფრო სასიამოვნო UX-სთვისაცაა.


5. ლინკების პრიორეტიზირება

ყველა ლინკი ბუნებრივია ერთი ხასიათის არაა. ზოგი უფრო მნიშვნელოვანია და შესაბამისად პრიორიტიზირებულიც უნდა იყოს. ფოკუსირდით სიის დასაწყისზე და ბოლოზე, სწორედ აქ უნდა იყოს განლაგებული ყველაზე მნიშნელოვანი ლინკები, დანარჩენები კი სადღაც შუაში. ასე, უფრო ადვილად დასასკანს გახდის ყველაზე რელევანტურ კონტენტს.

ოფისი

აგრეთვე, დააკვირდით კონტექსტსაც. ლინკის მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რომელ გვერდზეა მომხმარებელი.


6. კატეგორიზაცია

და ბოლოს, იფიქრეთ კატეგორიების გამოყენებაზე მენიუებში. ასე უფრო ადვილად იპოვნიან მომხმარებლები რასაც ეძებენ თქვენს საიტზე. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ კატეგორიები ლოგიკური და ინტუიციური უნდა იყოს. დააჯგუფეთ რელევანტური გვერდები ერთად და შეამცირეთ კატეგორიების რაოდენობა, რომ არ დააბნიოთ მომხმარებლები.

კარგი ნავიგაცია დეტალური რუკასავით უნდა იყოს. ის უნდა ეხმარებოდეს თქვენს მომხმარებლებს მიმართულების არჩევაში ისე, რომ ადვილად პოულობდნენ რასაც ეძებენ.

იკა

იკა