შეცდომები სოც-მედიის პლატფორმებზე II

შეცდომები სოც-მედიის პლატფორმებზე II
19 ოქტომბერი 2023     664

შეცდომები სოც-მედიის პლატფორმებზე II

სოციალური მედიის პლატფორმები თქვენ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად საკმაოდ ხელსაყრელი საშუელებებია, თუმცა პოტენციალური შეცდომები საკმაოდ ბევრია. ამ ბლოგში სწორედ ნახსენებ საკითხს განვიხილავთ. ყოველი მათგანი მაინც და მაინც ყოველთვის შეცდომად შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგრამ მაინც ჯობს მათი გათვალისწინება. თუ გსურთ წინა პოსტების ნახვა ამ საკითხზე. ისინი შეგიძლიათ იხილოთ აქ (1, 2).


1.ზედმეტი კორპორატიულობა

ერთი მხრივ, დასაშვებია პროფესიონალური ტონის ქონა, თუმცა კორპორატიული ჟარგონის გამოყენება შესაძლოა უარყოფითად აისახოს თქვენს ბრენდზე. სოციალური მედია კონვერსიებზე და კავშირებზეა, ამიტომ ეცადეთ ზედმეტად არ ჩახლართოთ სათქმელი.

ჩვეულებრივ, ინდუსტრიისთვის სპეციფიური ჟარგონის მაგივრად, ეცადეთ საკუთარი იდეები ისე ახსნათ, რომ ყველას შეეძლოს მისი გაგება. ეს არამარტო გახდის კონტენტს უფრო ხელმისაწვდომს, არამედ უფრო ადამიანურს გახდის თქვენს ბრენდს. თქვენი აუდიტორია ნამდვილი ადამიანებისგან შედგება, ნამდვილი ღირებულებებით და არა კორპორატიული ელემენტებისგან.

ასევე კორპორატიული ენის გამოყენებაში შეიძლება იგულისხმებოდეს ისეთი ტიპის სიტყვები ან ფრაზები, რომლებსაც არავინ იტყოდა სამუშაო გარემოს მიღმა. თუ ისე ჟღერს გეგონება LinkedIn-ზე წაიკითხეთ, მაშინ ჯობს ამოშალოთ.


2. ზედმეტი ტრენდულობა

ზოგადად ტრენდების გარკვევაზე უარესი აქტივობებიც არსებობს, თუმცა ზედმეტი კონცენტრაცია ტრენდულობაზე, იუმორზე და სლენგზე ხშირად ძალიან უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს მომხმარებლებზე. ავთენტურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია სოც მედიაზე, ამიტომ ჯობს თქვენი ბრენდის იდენტობა ხუმრობების გამო არ შეცვალოთ.

ლეპტოპი

ფოკუსი უნდა იყოს ისეთი კონტენტის შექმნაზე, რომელიც ბრენდის იდენტობასთან და ღირებულებებთან თანხვედრაშია და არა ახალ-ახალი პოპულარული ტრენდის გამონახვაზე. ბევრი მათგანი ისევე სწრაფად კვდება, როგორც ჩნდება, ამიტომ ჯობს უფრო მეტი შესთავაზოთ თქვენს აუდიტორიას.


3. ზედმეტი რეკლამირება

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია შესანიშნავი ადგილია თქვენი პროდუქციის ან სერვისების პოპულარიზაციისთვის, ჭარბმა რეკლამირებამ შეიძლება გააღიზიანოს თქვენი აუდიტორია. სოციალური მედია არის ჩართულობისა და საუბრის სივრცე და არა მხოლოდ რეკლამის მედიუმი. დარწმუნდით, რომ დააბალანსეთ სარეკლამო შინაარსი ღირებული, მიმზიდველი პოსტებით.

90/10 წესი არაა ურიგო: თქვენი შინაარსის 90% უნდა იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული, ხოლო დანარჩენი 10% შეიძლება იყოს თვითრეკლამირებისთვის. ეს ბალანსი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ აუდიტორიას არ მოუწევს ზედმეტი სეილს კონტენტის კითხვა.


4. CTA-ების ნაკლებობა

CTA-ების არ დართვა ხშირი შეცდომაა. CTA-ები ცენტრალურ როლს თამაშობენ აუდიტორიისთვის ნაბიჯების გადადგმაში დახმარებისას. იქნება ეს საიტის ნახვა, რაიმეს გამოწერა თუ პროდუქტის შეძენა.

ოფისი

ნათელი CTA-ების გარეშე, თქვენმა აუდიტორიამ შეიძლება ვერ გაარკვიოს რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რაც ბუნებრივია დაკარგული შესაძლებლობებით და კონვერსიებით მთავრდება. სწორად გამოყენებულმა CTA-მ შესაძლოა პასიური მკითხველი აქტიურ მომხმარებლად აქციოს.


5. მომაბეზრებელი კონტენტი

ერთი და იგივე ტიპის კონტენტმა შესაძლოა ძალიან მალე დაღალოს თქვენი აუდიტორია. შეეცადეთ კონტენტის ტიპი ან ტონი ცვალოთ, რომ სიახლეც დაანახოთ მომხმარებლებს. შესაძლოა ეს ითვალისწინებდეს კონტენტის განსხვავებული ფორმატის გამოყენებას. მაგ: ვიდეოების, ინფოგრაფიკების ან გამოკითხვების. პატარ-პატარა ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ იმის გასარკვევად, თუ რა იქცევს ყველაზე მეტად აუდიტორიის ყურადღებას.


6. ზედმეტი პლატფორმები

ზედმეტ პლატფორმებზე ყოფნა ან რამდენიემ პროფილის ქონა ერთსა და იმავე პლატფორმაზე შეიძლება გაგაფლანგვინოთ რესურსები და დრო ისევე, როგორც დააბნიოს ან გააღიზიანოს ხალხი. ბუნებრივია უარყოფითი რეაქცია, როცა ერთი ბრენდი მთლიანად ავსებს თაიმლაინს.

მერხი

უკეთესია რამდენიმე პლატფორმაზე კონცენტრაცია, სადაც მაღალი ხარისხის კონტენტს დადებთ და აუდიტორიასთანაც ეფექტურ კომუნიკაციას მოახერხებთ. თითოეულ პლატფორმას თავისი უნიკალური მახასიათებლები და აუდიტორია ყავს, ამიტომ მნიშნელოვანია სტრატეგიის მათზე მორგება. ხარისხზე უნდა იყოს კონცენტრაცია და არა რაოდენობაზე.


7. პოსტების არ დაბუსტვა

თუ გიდევთ პოსტები, რომლებიც იქცევენ ხალხის ყურადღებას, მათი რეკლამირება შესაძლოა ურიგო იდეა არ იყოს. ბუნებრივია მნიშვნელოვანია სტრატეგიულად აარჩიოთ რომელიმე პოსტი; ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა პოსტის რელევანტურობა, ნახვები და კონვერსიების პოტენციალი. დაბუსტულ პოსტებს ახალი გამომწერების და მომხმარებლების მიზიდვის არც თუ ისე მცირე შანსი აქვთ.

სოც-მედია მეტწილად ექსპერიმენტებზეა დამოკიდებული. რაც ერთი ბრენდისთვის გამოსადეგია, შესაძლოა მეორეს არ გამოადგეს. მნიშვნელოვანია ახალ-ახალი რამეების სწავლა და სტრატეგიის შესაბამისად შეცვლა.

იკა

იკა