მთავარი გვერდის სხვადასხვა ასპექტები II

მთავარი გვერდის სხვადასხვა ასპექტები II
02 დეკემბერი 2023     570

მთავარი გვერდის სხვადასხვა ასპექტები II

როგორც წინა ბლოგში ავღნიშნეთ, მთავარი გვერდი თქვენი ონლაინ რეპრეზენტაციის ფასადივითაა. ჩვეულებრივ პირველი შთაბეჭდილება მომხმარებლებზე სწორედ მისგანაა, შესაბამისად ყურადღების განაწილების მხრივაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეხმარება რა იგი მომხმარებლებს საიტის ნავიგაციაში, პოტენციურად რაღაცის ყიდვაშიც.


1. ჰედლაინი და სუბჰედლაინი

მთავარი გვერდის ჰედლაინი რეკლამის აბრასავითაა - პირველი რამაა რასაც მომხმარებლები ხედავენ და ხშირად მათი შთაბეჭდილებაც სწორედ მასზეა დამოკიდებული. კონცენტრაცია ჯობს იყოს ლაკონურობაზე, აზრის ცხადად გადმოცემაზე, დამაინტრიგებელი ელემენტების გამოყენებასა და თქვენი ბრენდის და ვებსაიტის აკურატულად რეპრეზენტაციაზე. შესაბამისად გამოიყენეთ აღწერითი ენა, გაამახვილეთ ყურადღება value proposition-ზე.

საბჰედლაინი კი დამატებითი კონტექსტისთვისაა და აძლიერებს ჰედლაინის ფუნქციას. აქ ყურადღება ინფორმატიულობაზე და მოლოდინების აკურატულად დასახვაზე უნდა იყოს. გამოიყენეთ საკვანძო ფრაზები, რომლებიც შეესაბამება თქვენს სამიზნო აუდიტორიას, ღირებულება ანახეთ სხვებს და შეეცადეთ მთლიანი ნარატივი შეკრათ.

ლეპტოპი

2. Whitespace

ზოგისთვის whitespace უბრალოდ ცარიელი ადგილია, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი როლის დანახვა, როგორც უშუალოდ დიზაინს ელემენტის, რომელიც სტრატეგიულად უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ კონტენტი უფრო ადვილი წასაკითხი იყოს და ამავდროულად იქცევდეს ყურადღებას. ამის გათვალისწინებით, ერიდეთ ზედმეტ სურათებს და ტექსტს. კონცენტრირდით ბალანსზე, იერარქიაზე და ვიზუალურ ორგანიზირებულობაზე.

Whitespace-ის სწორი გამოყენება ქმნის მიზანმიმართულ ნავიგაციურ ჯაჭვებს და გადააქვს ყურადღება იმ ელემენტებზე, რომლებზეც საიტის დიზაინერს სურს. ვიზიტორებს კი ეხმარება უფრო მარტივად ფოკუსირებაში, ნავიგაციაში და უპრობლემოდ საიტის დათვალიერებაში.


3. სიმარტივე

გადატვირთული ან ზედმეტად ჩახლართული დიზაინი ხშირად აბნევს და ინტერესს უკარგავს მომხმარებლებს. კონცენტრირდით სიმარტივესა და სიცხადეზე, როგორც დიზაინში, ასევე კონტენტშიც. განლაგება უნდა იყოს მოწესრიგებული, ნავიგაცია ინტუიციური და მესიჯები მიზანმიმართული.

პრიორიტეტი მთავარი სათქმელი, ზედმეტი ელემენტების გარეშე, რომელსაც სხვა რამეებზე გადააქვთ ყურადღება. მინიმალისტური მიდგომა ხშირად უფრო ეფექტურია ბრენდი იდენტობის ელემენტების წარმოსაჩენად ისევე, როგორც value proposition-ის გამოსაკვეთად.

ნოუთბუქი

4. ლაკონურობა

გრძელი აბზაცები და ტექსტის ბლოკები მალე აბეზრებს თავს მომხმარებლებს და ყურადღებას უფანტავს მათ. ლაკონური ტექსტი ისედაც ხშირად უფრო ეფექტურია აზრის გადმოსაცემად.

გამოიყენეთ ბულეთები, მოკლედ წინადადებები, პირდაპირი ენა, რომ გახადოთ კონტენტი უფრო ადვილად სკანირებადი და მეტად დამაინტრიგებელი. ხარისხი და არა რაოდენობა. განსაკუთრებით როდესაც საქმე მთავარ გვერდს ეხება.


5. ბლოგის ჰაილაითები

თუ თქვენს ვებსაიტს ბლოგი აქვს, მაშინ ჯობს მისი ჰაილაითები დაურთოთ მთავარ გვერდს. მარტივი და ეფექტური გზაა ყურადღების მისაქცევად, სიახლეების წინა პლანზე წამოსაწევად და მომხმარებლებისთვის ბიძგის მისაცემად, რომ საიტი დაათვალიერონ.

დეკორაცია

ძლიერი ვიზუალები და ლაკონური ქოფი დაგეხმარებათ ყურადღების მიზიდვაში და მომხმარებლების დარწმუნებაში. ბლოგებმა მალევე უნდა მიიქციონ ყურადღება, ამიტომ შეგიძლიათ რამდენიმე ბლოგი ამ მიზნით და ამის გამო დაწეროთ.


6. სიახლეები

გაყინული ვებ-გვერდები მალევე აკარგვინებენ მომხმარებლებს ინტერესს და შესაბამისად აზიანებენ ბრენდსაც. რეგულარულად განაახლეთ იგი რელევანტური, ახალი კონტენტით, რომ მისცეთ მომხმარებლებს პერიოდულად დაბრუნების მიზეზი.

იფიქრეთ სეზონალური თემები გამოყენებაზე, ახალი პროდუქტების ან სერვისების გაპიარებაზე, ან, ისევ, ბლოგების გაზიარებაზე. რეგულარული სიახლეები დაგეხმარებათ დინამიური და დამაინტრიგებელი ჰაბი შექმნათ, რომელიც უფრო აქტიურ მომხმარებელთა ბაზის შექმნაში დაგეხმარებათ.

იკა

იკა