ნავიგაციის პრაქტიკები II

ნავიგაციის პრაქტიკები II
27 დეკემბერი 2023     599

ნავიგაციის პრაქტიკები II

საინტერესო ux-ის შემუშავება როგორც წესი ნავიგაციასთან საკმაოდ ფრთხილ მიდგომას მოითხოვს, ითვალისწინებს რა სხვადასხვა ასპექტებს, რომლებიც ძირითადად ნავიგაციის ფორმალურ ასპექტებს ეხება. ჩვენ რამდენიმე პრაქტიკაზე წარსულში უკვე ვისაუბრეთ, თუმცა რადგანაც ეს თემა ვებ-დიზაინში საკმაოდ მნიშვნელოვანია, პერიოდულად გავაგრძელებთ პოსტების თქვენთვის შემოთავაზებას.


1. კატეგორიები

კატეგორიების მნიშვნელობის უკეთ გასაანალიზებლად შესაძლოა დაგეხმაროთ მათზე, როგორც მომხმარებლის უკეთ შესასწავლ ხელსაწყოებზე ყურება. ერთმანეთთან დაკავშირებული კონტენტის გაერთიანება უბრალოდ ორგანიზაციას არ ითვალისწინებს, არამედ ზოგადად აუდიტორიის მენტალურ მოდელებთან დამთხვევასაც, შეთანხმებულობასაც. არააქვს მნიშვნელობა თქვენი საქმე პროდუქტების ჯგუფის მენეჯმენტი თუ ინფორმაციული კონტენტის სელექციაა, ეს მიდგომა დაგეხმარებათ მენტალური რუქის შექმნაში, რაც თავის მხრივ მომხმარებლებს გაუადვილებს ინტუიციურად ნავიგაციას.

ამ კატეგორიების შიგნით რეკომენდირებულია გარკვეული ტიპის იერარქია. პრიორეტიზირებული უნდა იყოს გარკვეული ქმედებების და ინფორმაციის მნიშვნელობა თვითონ კატეგორიის შიგნით. კარგად განსაზღვრული იერარქია ხვეწს მომხმარებლის გამოცდილებას, აძლევს რა მათ საშუალებას საკუთარ მიზნებს უფრო მარტივად მიაღწიონ.

ოფისი

2. მთავარი გვერდები

ლინკების და ღილაკების განლაგებას მნიშნელოვან გვერდებზე სტრატეგიული სავარჯიშოსავით შეგიძლიათ შეხედოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი ჯობს იყოს ესა თუ ის ნავიგაციური ჯაჭვი, როგორ შეიძლება გახადოთ ის უფრო მარტივი და შესაბამისად გაანაწილეთ ლინკები და ღილაკები. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ რამდენიმე ცენტრალური გვერდი მომხმარებლისთვის რეკომენდირებულია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს, რითიც დიდი ალბათობით აარიდებთ თავს დაბნეულობას და გაღიზიანებას მომხმარებლების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომობა დესკტოპებს ცდება. გადაამოწმეთ, რომ თქვენი ვებსაიტის გვერდები ასევე ხელმისაწვდომია მობილურ და სხვა ტიპის მოწყობილობებზე.


3. გვერდის სტუქტურის თანმიმდევრულობა

თანმიმდევრულობა გვერდის სტრუქტურაში მომხმარებლებისთვის ნაცნობი და პროგნოზირებადი გარემოს შეთავაზების მსგავსია. მათ ინსტინქტურად უნდა შეეძლოთ მთავარი ელემენტების პოვნა, მათ შორის ნავიგაციის მენიუსი, ძიების ველი ან კომპანიის ლოგოსი. ეს პროგნოზირებადობა სტაბილურობის შეგრძნებას ქმნის, რაც მომხმარებლებს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს თავს თქვენი საიტის ნავიგაციის დროს.

დეკორაცია

გვერდის სტრუქტურის მიღმა, თანმიმდევრულობა თქვენს ბრენდსაც უნდა ეხებოდეს. ფერის სქემებიდან დაწყებული, ტიპოგრაფიით დამთავრებული, თანმიმდევრული ვიზუალური ენის გამოყენება გააუმჯობესებს ნავიგაციის სხვადასხვა ასპექტს. ეს თანმიმდევრულობა ეხმარება ვიზიტორებს კონცენტრირდნენ კონტენტზე და არა სხვა რაიმე მეორეხარისხოვან ელემენტებზე, რომლებიც მათ ყურადღებას უდროო დროს გადაატანინებენ. რასაც მივყავართ შემდეგ თემამდე.


4. პატერნების დარღვევა

თანმიმდევრულობა ვებ-დიზაინში პოზიტიური რამაა, თუმცა პატერნების ფრთხილად დარღვევაც შესაძლოა გამოსადეგი ხელსაწყო აღმოჩნდეს. გამოიყენეთ ლაითი, თუმცა მიზანმიმართული რღვევები, რომ ყურადღება გადაიტანოთ რაიმე ელემენტზე. ეს შეიძლება მოხერხდეს, ვთქვათ, ფერის სქემის შეცვლით cta-სთვის ან ახალი დიზაინ ელემენტის შემოღებით.

იფიქრეთ A/B ტესტირების გამოყენებაზე, რომ უკეთესად გათვალოთ პატერნების დარღვევის შესაძლო შედეგები. სხვადასხვა ელემენტებზე ექსპერიმენტირება დაგეხმარებათ ისეთი რღვევები შეიმუშავოთ, რომლებიც იქცევენ ყურადღებას, თუმცა არ აზიანებენ ux-ს.

დეკორაციული

5. ღილაკები და ლინკები

ღილაკებს და ლინკებს საკუთარი სპეციფიური როლები აქვს მომხმარებლებთან ინტერაქციასთან მიმართებაში. ღილაკები მეტად იქცევენ ყურადღებას რადგან მათი ვიზუალური ასპექტები უფრო გამოკვეთილია, ამიტომაც უფრო ეფექტური cta-ებია. როგორც წესი, მყისიერადვე იქცევენ ყურადღებას და უბიძგებენ მომხმარებელს ისეთი ქმედებებისკენ, როგორებიც რაიმეს ყიდვა ან გამოწერაა. ამ ღილაკების გააზრებულად გადანაწილება დაგეხმარებათ მათი ინტერაქციების უფრო აკურატულად წარმართვაში. რადგან ისინი უფრო აშკარად ჩანან და მათი ფორმების თუ სტილის ცვლილება უფრო მარტივი და მიზანშეწონილია, ისინი უფრო ადაპტირებადია ვიდრე ლინკები.

თუ ღილაკები უფრო მარტივად იქცევენ ყურადღებას, ლინკები აკავშირებენ სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან თქვენს ვებსაიტზე. გამოიყენეთ ლინკები ნავიგაციური ჯაჭვების შექმნისა და ნაკლებად კრიტიკული ქმედებებისთვის. ლინკების გონივრულად ინტეგრაცია კონტენტში ქმნის უფრო შეკავშირებულ გამოცდილებას და აძლევს მომხმარებელს საშუალებას მარტივად გადავიდეს გვერდიდან გვერდზე.

თუ გსურთ ლინკების უფრო ეფექტურად გამოყენება დაიწყოთ, შესაძლოა ჩვენი პლატფორმით, Linkers-ით დაინტერესდეთ, რომელიც გთავაზობთ ლინკების გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის მონაცემებებს და არამარტო.

იკა

იკა