რჩევები ბლოგების სტრუქტურირებაზე

რჩევები ბლოგების სტრუქტურირებაზე
16 იანვარი 2024     824

რჩევები ბლოგების სტრუქტურირებაზე

მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა და ფოკუსირება პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტებია. ამისთვის კი, ხშირ შემთხვევაში, საჭიროა გადმოცემის უნარის დახვეწა. ჩვენ ამ ბლოგში ვისაუბრებთ სტრუქტურირებაზე, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ასპექტია გადმოცემის უნართან მიმართებაში. განვიხილავთ ზოგად სტრატეგიებს ინფორმაციის მარტივად პრეზენტაციის შესახებ.


1. განთავსება

ინფორმაციის განთავსება ბლოგში უბრალოდ ლოჯისტიკური თემა არაა. ეს მეტად დაკავშირებულია მომხმარებლის ნავიგაციის წარმართვასთან. მათთვის, ვინც სწრაფად სკანავს გვერდს, ჯობს ინფორმაციის დასაწყისშივე ამოკითხვა, რაც მნიშვნელოვანს ხდის ძლიერ სტარტებს ბევრი ორგანიზაციისთვის.

ამასთანავე, ვინც ფრთხილად კითხულობს, მათთვის ხელსაყრელია ძლიერი შეჯამებები. თან ნავიგაციასაც ეხმარება, რადგან მკითხველებს სთავაზობთ დამატებით გვერდს და გადაწყვეტილება სხვა გვერდზე გადასვლის შესახებ სწორედ ამ ბოლო მომენტში უნდა მიიღონ. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებია შანსი სხვა ვებსაიტზე გადავიდნენ. რაც მეტად საალბათოა, რომ მოხდეს, თუ მათ ვარიანტებს არ შესთავაზებთ cta-ების სახით ბლოგის ბოლოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ იქნება ურიგო დაამატოთ რელევანტური ლინკებიც საწყის და ბოლო ეტაპებზე, რომ დახვეწოთ ux და უფრო მარტივი გახადოთ ნავიგაცია.

დეკორაცია

2. სკანირებადობა

ონლაინ სივრცეები გადავსებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით—მეტწილად მის—მკითხველები ხშირ შემთხვევაში წინასწარ სწრაფად სკანავენ საიტს სანამ დეტალურად შეეცდებიან რაიმეს წაკითხვას. რომც გადავიდნენ უშუალოდ კითხვაზე, აქაც ხშირ შემთხვევაში სკანირებას დაეყრდნობიან.

შეგიძლიათ უფრო ადვილი დასასკანი გახადოთ კონტენტი ისეთი ვიზუალური ელემენტების გამოყენებით, როგორებიცაა ბულეთები და სიები. ასევე არაა ურიგო იდეა bold და italics-ის გამოყენებაც, რომ მომხმარებლებს გაამახვილებინოთ ყურადღება ცენტრალურ დეტალებზე, ე.ი., მეტად ხელმისაწვდომი და საინტერესო გახადოთ ვებ-გვედი სკანის დროს. ამგვარი მიდგომა ბევრ მკითხველს უადვილებს საქმეს, მითუმეტეს თუ თქვენი ორგანიზაცია არაა საჯაროდ ცნობადი. ასეთ შემთხვევებში ინფორმაცია სხვებს ბევრად სწრაფად და მარტივად უნდა გადასცეთ.


3. სპეციფიურობა

მკითხველის მოტივის უკეთ გაგება ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყოა ეფექტური ჰედერების დასაწერად. ვისაც რაიმე კონკრეტული ტიპის ინფორმაცია აინტერესებს, სპეციფიური ჰედერები ერთგვარი ნიშნებია, რომ საჭირო ინფორმაცია ამ სექციაში უნდა ეძებონ. კონსტრასტისთვის, ვინც უბრალოდ გასართობად კითხულობს, მისთვის უფრო საინტერესო იქნება ზოგადი ჰედერები, რადგან ცნობისმოყვარეობისთვის და ინტრიგისთვის ესენი უფრო ხელსაყრელია.

მერხი

ამიტომ, სპეციფიურობის და ზოგადობის გარკვეული ბალანსია დასაჭერი, რომ თქვენი ჰედერები შეესაბამებოდეს მომხმარებლების ინტერესებს და მიზნებს. თუმცა, ჯობს გარკვეული ტიპის აუდიტორიას განიხილავდეთ, როგორც თქვენს სამიზნეს, სანამ ბლოგის წერას დაიწყებდეთ, ჰედერის ტიპიც ამის მიხედვით ჯობს შეარჩიოთ.


4. პაუზები

მეტად მოწადინებული მკითხველებიც ადრე თუ გვიან იღლებიან მონოტონური ტექსტის ბლოკებით. სტრატეგიული პაუზები, წყვეტები ხელსაყრელია კონტენტში რითმის ჩამოსაყალიბებლად. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს როგორც აბზაცების ზომას, მიმობნეულ სურათებს ან ინფოგრაფიკებს.

White space-იც გამოსადეგია ამ მხრივ, თუ ზომიერადაა გამოყენებული. ვიზუალური ეფექტი არამხოლოდ აძლიერებს თქვენს მესიჯს, არამედ ზოგადად პოზიტიურად მოქმედებს ux-ზე.

მერხი და ნოუთბუქი

5. დასკვნები

დასკვნებს არ უნდა მიუდგეთ, როგორც უბრალოდ შეჯამებებს, თუ არ გსურთ, რომ ბევრმა მკითხველმა საერთოდ უგულებელყოს იგი. რაიმე დამატებითი უნდა შესთავაზოთ მათ, თუ გსურთ, რომ ავტომატურად არ გადავიდნენ ისინი სხვა სექციაზე.

შეგიძლიათ საინტერესო კითხვით, დამაინტრიგებელი cta-ით ან რაიმე მინიშნებით დაასრულოთ ბლოგი.ამგვარი მიდგომა დასკვნასაც ნარატივის ნაწილად ხდის, რაც უფრო ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს მომხმარებლებზე.

იკა

იკა