შეცდომები ლინკბილდინგში

შეცდომები ლინკბილდინგში
20 იანვარი 2024     812

შეცდომები ლინკბილდინგში

ლინკბილდინგი სეო წარმატებისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ელემენტია. სწორი მიდგომა დაგეხმარებათ ვებსაიტის ავტორიტეტის გაზრდაში, ორგანული ტრაფიკის მიზიდვაში და უკეთეს დარანკვაში. თუმცა მისი მნიშვნელობის მიუხედავად, ლინკბილდინგი საკმაოდ ბევრ რისკთან ასოცირდება, რომლებმაც შესაძლოა დააზიანოს თქვენი სეო მაჩვენებლები და არამარტო. ნავიგაციის პრობლემებიც შეიძლება მოყვეს ლინკბილდინგის შეცდომებს, რაც აბნევს ან აღიზიანებს მომხმარებლებს. ამიტომ, გთავაზობთ ხუთ ხშირ შეცდომას, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ და გიზიარებთ სხვადასხვა დაკავშირებულ რეკომენდაციებს:


1. გაუგებრობა

Anchor ტექსტი, რომელიც ზედმეტად ბუნდოვანია მომხმარელებს და საძიებო სისტემებს არაფერს ეუბნება დალინკული გვერდის კონტენტზე. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ "დაკლიკეთ აქ," ან "იხილეთ." მსგავსი გადაწყვეტილებები ნაკლებად რელევანტურად წარმოაჩენს დაკავშირებულ კონტენტს, რაც სეოზე მოქმედებს. მომხმარებლები ან საერთოდ ყურადღებას არ მიაქცევენ ამნაირ ლინკებს, ან ვერ მიხვდებიან რისი თქმა გსურთ.

შეეცადეთ სპეციფიურები იყოთ საკვანძო სიტყვებთან და anchor ტექსტთან მიმართებაში. აღწერეთ თითოეული გვერდი რამდენადაც ლაკონურად შეგიძლიათ ისე, რომ ამან ძალიან არ იმოქმედოს მნიშვნელობაზე.

დეკორაცია

2. მკვდარი ლინკები

მოძველებული ან მკვდარი ლინკები საკმაოდ გამაღიზიანებელ ჩიხებს წარმოადგენენ მომხმარებლებისთვის და უარყოფითად მოქმედებენ თქვენი საიტის რეპუტაციაზე. თან მკვდარი ლინკები საკმაოდ ადვილი მოსაშორებელია, ამიტომ დიდი გამართლება არ არსებობს ამ თემის უგულებელყოფისთვის.

შეეცადეთ რეგულარულად გადაამოწმოთ ლინკების სტატუსი Google Search Console-ით ან W3C Link Checker-ით. შეცვალეთ არააქტიური ლინკები რელევანტური, ფუნქციური ალტერნატივებით ან სხვა ექსტერნალური რესურსებით, რამდენადაც სწრაფადაც შეგიძლიათ.


3. ზედმეტი ლინკები

როგორც ყველა სხვა ელემენტთან მიმართებაში, ზედმეტი ლინკების გამოყენება უბრალოდ ვიზუალურ ქაოსს ქმნის და მომხმარებელს ყურადღებას უფანტავს. ხშირად ეს იმით მთავრდება, რომ ისინი საერთოდ არაფერს ირჩევენ, რაც ბუნებრივია ლინკების დამატების მიზანს ძირს უთხრის.

ოფისი

შეეცადეთ ლინკები გადაანაწილოთ კონტენტში. საუკეთესო შემთხვევაში, თითოეული ლინკი უნდა პასუხობდეს კონკრეტულ საკითხს ან ღირებულების მატარებელი იყოს რაიმე თემასთან მიმართებაში. კონცენტრირდით ხარისხზე და არა რაოდენობაზე. 1000 სიტყვიან ბლოგში, შეეცადეთ 10-ზე მეტი ლინკი არ გქონდეთ, 5 უკეთესია, თუ ინფორმაციულობაზე არ გაქვთ ყურადღება გამახვილებული.


4. ხაზგასმა

ზედმეტად დიდი ნაწილის ხაზგასმა ვიზუალურადაც არასასიამოვნო აღსაქმელია და სეოზეც ცუდად მოქმედებს. სკანირებასაც ხელი ეშლება და ვაწყდებით იგივე პრობლემებს, რასაც ზედმეტ ლინკებთან მიმართებაში. არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ მთელი წინადადებები გახაზოთ, თუ რაიმეს კონკრეტულს არ ციტირებთ ან არ რეფერირებთ რომელიმე დებულებაზე, ა.შ.

ეცადეთ სხვადასხვა მიდგომები აარჩიოთ ლინკების ხაზგასმისას, რომ უფრო მარტივად გაამახვილებინოთ მომხმარებლებს ყურადღება. გამოიყენეთ ფერების ცვლილება, bold ტექსტი, ან რაიმე აიქონები იმისათვის, რომ ფოკუსი გადაიტანოთ ამა თუ იმ ლინკზე. მსგავსი რამეები დაგეხმარებათ ვიზუალური კომპონენტების მოწესრიგებაში ისე, რომ არ დააზიანებს სიცხადეს.

ლეპტოპი

5. არასაკმარისი ვარიანტები

მხოლოდ ერთი ლინკის შეთავაზება რომელიმე თემაზე საკმაოდ ზღუდავს თქვენს შესაძლებლობებს და არამარტო. მომხმარებლებიც ხშირად წინა გვერდებს უბრუნდებიან, რათა იპოვონ დაკავშირებული კონტენტი. ამიტომ, შეეცადეთ რამდენიმე ლინკი დაამატოთ, კონტექსტუალურად შესაბამის ადგილებში. თუ ვთქვათ სეო ხელსაწყოებს განიხილავთ, დალინკეთ სტატიები თითოეულ ხელსაწყოზე, რითიც შეთავაზებთ მომხმარებელს უფრო დიდ არჩევანს.

ასევე ყურადღება მიაქციეთ "no follow" ლინკებს. იმის მიუხედავად, რომ ისინი პირდაპირ არ მოქმედებენ სეო-ზე, მაინც რეფერალ ტრაფიკის და ბრენდის პოპულარიზაციის არც თუ ისე ურიგო წყაროებია. შეეცადეთ ჰოლისტური მიდგომა აარჩიოთ, რომელიც გაითვალისწინებს "dofollow" და "nofollow" ლინკებსაც.

თუ გსურთ ალგორითმის დატესტვა, რომელიც მსგავს საკითხებში დაგეხმარებათ და ინფორმაციას მოგაწვდით ლინკების გამოყენებაზე, შეგიძლიათ ჩვენ პლატფორმა Linkers გადახედოთ.

იკა

იკა