მორიგი 5 რჩევა უკეთესად წერაზე

მორიგი 5 რჩევა უკეთესად წერაზე
13 თებერვალი 2024     466

მორიგი 5 რჩევა უკეთესად წერაზე

წერის ყოველი ეტაპი, პირველი სქემებიდან შეჯამებამდე, საკმაოდ ჩახლართული პროცესია, რომელიც ითვალისწინებს მრავალი ელემენტის ერთად გათვალისწინებას. გამოცდილი მწერლებისთვისაც რთულია ერთდროულად თან ხარისხიანად გადმოსცენ ინფორმაცია, თან ლაკონურად და თან საინტერესოდ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამთრგუნველი ჩანს მათთვის ვინც ცოტა ხნის წინ დაიწყო წერა. ჩვენ ამ სერიის დაწყებაც სწორედ ამ კონკრეტული აუდიტორიის სეგმენტის გამო გადავწყვიტეთ. ეს მეორე ნაწილია, რომელსაც დამატებით სხვა ნაწილებიც მოყვება მომავალში. ამიტომ, თუ დაინტერესებული ხართ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენ ბლოგს.


1. მონახაზი

შეეცადეთ ყოველი ნაშრომი პატარა მონახაზით დაიწყოთ. შეიძლება გაგიკვირდეთ თუ რამდენად გამოსადეგია მსგავსი მონახაზის ქონა იმ შემთხვევებში, როცა რაიმე დამატებითი მატერიალი გჭირდებათ. შეხედეთ მონახაზს როგორც არქიტექტურულ სქემას.

მთავარი არგუმენტების, დამატებითი დეტალების და ლოგიკური კავშირების გამოკვეთით საფუძველს ჩაუყრით უფრო კოჰერენტულ და დამაინტრიგებელ ნამუშევარს. წინასწარი დაგეგმა მკითხველებისთვისაც გამოსადეგია. ეხმარება მათ შინაარსის წინასწარ განსაზღვრაში და იმის გარკვევაში იპოვიან თუ არა რაიმე საინტერესოს ბლოგში. თან გვერდის სკანირებისთვისაც გამოსადეგია. რაც უკავშირდება შემდეგ იდეას.

ლეპტოპი

2. ნათელი სტრუქტურა

გამართული სტრუქტურა კომუნიკაციის ფუნდამენტია. გამოიყენეთ ენის ელემენტები, რომლებიც ექსპლიციტურად დააკავშირებენ თქვენი ბლოგის სხვადასხვა სექციებს. ეს დაგეხმარებათ უპრობლემო და ინტუიციური გახადოთ კითხვის პროცესი.

გამოიყენეთ ტრანზიციული ფრაზები, როგორებიცაა "ამის გამო" ან "ამ ფაქტების გათვალისწინებით" იმისათვის, რომ მკითხველისთვის ცხადი გახდეს თქვენი აზრების ბმა. ეს ეხმარება მათ სათქმელის უკეთესად გაგებაში თან ისე, რომ კონცენტრაცია ცენტრალურ იდეებზეა.


3. გამოიყენეთ მაგალითები

ცნებების განსაზღვრასა და ყოველდღიურ მაგალითებზე გამოყენებას შორის ბალანსის დაჭერა მნიშვნელოვანია, რათა მკითხველს ინტერესი არ დააკარგინოთ. თეორია და აბსტრაქტული იდეები დაგეხმარებათ ბევრი რამის განმარტებაში, თუმცა ხალხს მაინც უფრო მაგალითები იზიდავს.

დეკორაცია

კონკრეტული შემთხვევების აღწერა ერთგვარი ხიდებია, რომლებითაც თეორიულ ცნებებს დაუკავშირებთ თქვენ ზოგად სათქმელს. ეს დაგეხმარებათ თქვენი არგუმენტების პრაქტიკული მნიშნელობის განსაზღრაში და ამავდროულად მას უფრო ხელმისაწვდომს და რელევანტურს გახდის.


4. ხმამაღლა წაკითხვა

ინფორმაციის გადმოცემა, როგორც წესი, წერის ცენტრალური მიზანია. თუმცა, ბლოგებში მეტია საჭირო - ყოველდღიური, სასაუბრო და ბუნებრივი ტონის გამოყენება. თქვენი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა დაგეხმარებათ ტონის განსაზღვრაში. იმის გარკვევაში თუ რა ჟღერს არაბუნებრივად, რომელ ფრაზებს არ ხმარობს ხალხი, ა.შ.

ესეთი მიდგომა დაგეხმარებათ რითმი, კოჰერენტულობისა და ზოგადი წყობის განსაზღვრაში. უცნაური ან უხერხული ფრაზები მოგხვდებათ ყურში, რაც დაგეხმარებათ პროზის დახვეწაში და ისეთი ნაშრომის შექმნაში, რომელიც რეზონირებს მკითხველებთან.

წერა

5. უკუკავშირი

წერის პროცესი ხშირად იზოლაციას იწვევეს, იზოლაციამ კი შეიძლება გამოიწვიოს სელექციური სიბრმავე საკუთარი ნაკლების მიმართ. აქტიურად ეცადეთ უკუკავშირის მიღება სანდო წყაროებისგან. კონსტრუქტიული კრიტიკა, ეს იქნება მენტორებისგან, თანატოლებისგან თუ წიგნებისგან, მნიშვნელოვანი საშუალებებია განსავითარებლად.

თუ ვერ ახერხებთ პირდაპირი უკუკავშირის მიღებას, შეეცადეთ სანდრო წყაროები, ე.ი., წიგნები და სტატიები იპოვოთ ონლაინ ამ თემაზე. თვენთვითონვე შეამოწმეთ დაწესებული სტანდარტებით თქვენი წერის მანერა. ამასობაში შეეცადეთ განსაზღვროთ ეს სტანდარტები ლეგიტიმურია თუ არა, რატომ და რა შემთხვევებში.

იკა

იკა