შეცდომები ბლოგინგში V

შეცდომები ბლოგინგში V
24 თებერვალი 2024     366

შეცდომები ბლოგინგში V

გამოცდილ ბლოგერებსაც და დამწყებებსაც ხშირად ექმნებათ პრობლემები, რომლებიც მოქმედებენ მათი მესიჯის ეფექტურობაზე. ეს მოკლე პოსტი მიმოიხილავს ხუთ გავრცელებულ შეცდომას და მარტივ რეკომენდაციებს იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ბლოგების ხარისხი. ეს საკითხი ჩვენ წარსულშიც ხშირად გაგვირჩევია. წინა პოსტები შეგიძლიათ ნახოთ აქ (1, 2).


1. ბუნდოვანი შესავალი

ბლოგის შესავალი უბრალოდ პირველი ნაწილი არ უნდა იყოს; არამედ ელემენტი, რომელიც დანარჩენს კონტენტს ფორმას აძლევს. ხშირი შეცდომაა ზედმეტად ღიად დატოვება საკითხის, რაც ბუნდოვანს ხდის მკითხველისთვის პოსტის ტრაექტორიას და მიზანს.

იმისათვის, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვათ, წინასწარ იფიქრეთ ბლოგის სტრუქტურაზე და გამოყავით ის მიდგომა და ეტაპები, რომლებსაც გაივლით. ეს ეხმარება მკითხველებს მოემზადონ და უკეთ გაარკვიონ ღირს თუ არა რაიმე პოსტის წაკითხვა, რამდენად ფრთხილად, ა.შ. ეს განსაკუთრებით რელევანტურია გრძელი პოსტების შემთხვევაში.

ლეპტოპის სურათი

2. ზედმეტი ვიზუალური ელემენტები

ვიზუალურ ელემენტებს საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შეუძლიათ თქვენი ბლოგის ესთეტიკაში. თუმცა, ზედმეტი სურათები ან სხვა ფორმატის ელემენტები ხშირად ქაოტურს ხდის ვებ-გვერდს და მომხმარებელს კონცენტრაციას აკარგვინებს. ბალანსის გამონახვა პრიორიტეტი უნდა იყოს. საჭიროა ყოველი ვიზუალური ელემენტი ჯდებოდეს თქვენს ნარატივში ან უბრალოდ გამოყენებული იყოს იმისათვის, რომ მომხმარებლები კითხვისგან დაასვენოთ. თუნდაც რამდენიმე წამით.

ხარისხი რაოდენობის მაგივრად უნდა იყოს თქვენი პრინციპი. იშვიათად ვინმე ნახულობდეს ბლოგებს სურათების გამო. ბუნებრივია, თუ ინფოგრაფიკები ან ძალიან მაღალი ხარისხის დიზაინებია, მაშინ შეიძლება ზუსტად ამ მიზეზით ნახულობდეს ხალხი ამა თუ იმ ბლოგს. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ არცერთის შეთავაზება არ შეგიძლიათ, ჯობს სიმრავლეს ერიდოთ.


3. კორპორატიული ტონი

პროფესიონალურობის გამო, ზოგი ბლოგერი ზედმეტად ფორმალურ ან კორპორატიულს ტონს ირჩევს პოსტებისთვის, რაც დისტანციას ქმნის მკითხველსა და მწერალს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ბლოგების ხასიათი უფრო პერსონალურია და დიალოგის დინამიკა აქვს.

ნოუთბუქზე წერა

ეცადეთ ისეთი ტონი შეარჩიოთ, რომელიც რეზონირებს აუდიტორიასთან და უფრო ყოველდღიურ ჩარჩოებში სვამს თქვენს სათქმელს. ავთენტურობა უფრო დაგაახლოებთ მკითხველებთან, არავის სურს უსიცოცხლო რეკლამების კითხვა.


4. პასუხგაუცემელი კითხვები

კარგად მომზადებული ბლოგი უნდა იყოს ერთი შეკრული მთლიანობა ისე, რომ მკითხველს არ დაუტოვოს არასაჭირო კითხვები. ამ პერსპექტივით მიუდექით თქვენს პოსტებს და ეცადეთ საჭირო საკითხები შესაბამისად მიმოიხილოთ.

რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს ყოველი კითხვის გამოკვლევას. გამოცდილებასთან, ან საკითხის უკეთ ცოდნასთან ერთად, უკეთესად მიხვდებით რომელ კითხვებს უნდა დაუთმოთ მეტი დრო და რომელს ნაკლები. რაც დაკავშირებულია შემდეგ საკითხთან.

დეკორაციული

5. პასუხების სიღრმე

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ინფორმაციის სიღმის განსაზღვრა არც თუ ისე მარტივია, და საჭიროებს თქვენი კონტენტის და აუდიტორიის უკეთესად ცოდნას. ზოგი საკითხი ჯობს დეტალურად გამოიკვლიოთ, ზოგი ლაკონურად შეაჯამოთ. ეს ბალანსი საჭიროა, რომ ბლოგი ფოკუსირებული იყოს.

სტრატეგიულად აარჩიეთ ის ნაწილები, რომლებსაც ჩაუღრმავდებით, რაც მოგცემთ თქვენი ექსპერტიზის ისე გამოხატვის საშუალებას, რომ მკითხველი არ დააბნიოთ. დანარჩენი საკითხებისთვის კი შეგიძლიათ ლინკები გამოიყენოთ, თუ რაიმეს გადმოცემა გსურთ.

იკა

იკა