კრიპტო-საფულეები

კრიპტო-საფულეები
22 მარტი 2024     290

კრიპტო-საფულეები

როგორ ინახება კრიპტო? ქეშისგან განსხვავებით, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით თქვენს ფიზიკურ საფულეშია, კრიპტო ციფრულ სისტემაში არსებობს, რომელსაც ბლოქჩეინი ქვია. იმისთვის, რომ ხელი მიგიწვდებოდეთ ან წარმართოთ თქვენი კრიპტო საკუთრებები, საჭიროა კრიპტო საფულე.

ანალოგია: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კრიპტო რაიმე ძვირადღირებული მანქანაა. კრიპტო საფულე ერთგვარი გარაჟია, სადაც მსგავსი მანქანებისთვის ხელსაყრელი იარაღები არსებობს და რომელიც ამავდროულად მისი სათავსოა.


ზუსტად რას ინახავს კრიპტო საფულე?

კრიპტო საფულეები უშუალოდ კრიპტოვალუტას არ ინახავენ. ინახავენ ე.წ. კრიპტოგრაფულ გასაღებებს, რომლებიც ორი ტიპისაა:

საჯარო: ანალოგიას, რომ მივყვეთ, თქვენი მანქანის ლოკაციასავითაა. ნებისმიერს შეუძლია მისი ნახვა, გამოიყენება რა ის კრიპტოს მისაღებად. ჩათვალეთ, რომ იარლიყია გარაჟის კარებზე - ნებისმიერ შეუძლია მასთან მანქანა მიიყვანოს (კრიპტო გადაამისამართოს).

ბიტკოინ ფოტო

პირადი: ეს მთავარი გასაღებივითაა, რომლითაც უშუალოდ იქოქება მანქანა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა. ნებისმიერს ვისაც ეს გასაღებია აქვს, ქოქავს მანქანას და ზოგადად აკონტროლებს მას, ე.ი., აკონტროლებს თქვენს კრიპტოს.


კრიპტო საფულეების ტიპები

კრიპტო საფულეებს სხვადასხვა ფორმა აქვთ, თითოეულს თავისი უპირატესობები და სპეციფიური მახასიათებლები:

ცხელი საფულეები: ეს ითვალისწინებს იმ აპლიკაციებს, რომლებიც შეგიძლიათ გადმოწეროთ კომპიუტერზე, მობილურზე ან სხვა მრხრივ გქონდეთ მათზე წვდომა ონლაინ. პლიუსი არის სიმარტივე და კომფორტულობა, რაც განსაკუთრებით ეხება ყოველდღიურ ტრანზაქციებს. თუმცა, რადგან ინტერნეტთან დაკავშირებულია ეს საფულეები, რისკიც მეტია.

ცივი საფულეები: ეს ითვალისწინებს ოფლაინ მოწყობილობებს. რაც ხელსაყრელია უსაფრთხოების გამო, იზოლირებულია რა ინტერნეტისგან თქვენი საკუთრება. შესაბამისად, გრძელვადიანი და მასშტაბური გეგმებისთვისაც მეტად ხელსაყრელია. თუმცა, კრიპტოს გაგზავნა და მიღება უფრო მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან ყოველ ჯერზე საჭიროა ნახსენები ოფლაინ მოწყობილობის ინტერნეტთან ხელახლა დაავშირება, რათა დაამუშაოთ ტრანზაქციები. სეიფივითაა, რომელიც მეტად უსაფრთხოა, თუმცა ნაკლებ კომფორტული.

დეკორაცია

სწორი საფულის ტიპის არჩევა

უსაფრთხოება: თუ თქვენ დაინტერესებული ხართ კრიპტო ინვესტორობის საქმიანობით და აპირებთ მნიშნელოვან თანხების გამოყენებას, ჯობს ცივი საფულე აირჩიოთ მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის.

სიმარტივე: თუ ყოველდღიური, პატარ-პატარა ტრანზაქციების განხორციელება გსურთ, მაშინ სატელეფონო საფულე (ცხელი საფულის ტიპი) ხელსაყრელია.

ბალანსი: სხვა ტიპის ცხელი საფულეები გარკვეული შუალედია, თუმცა ეცადეთ იპოვოთ პროვაიდერი, რომელიც სანდოობით გამოირჩევა და გთავაზობთ სხვადასხვა უსაფრთხოების ხელსაწყოებს. მაგალითად, რეგულარულ განახლებებს ან ორ-ფაქტორიან ავტორიზაციას.


Custodial vs Non-Custodial საფულეები

გახსოვთ წინა ანალოგია სეიფზე? ამ შემთხვევაში, სეიფი წარმოიდგინეთ, როგორც თქვენი კრიპტო საკუთრებების რეპრეზენტაცია.

Custodial საფულეები: მესამი პირი განაგებს თქვენს საფულეს და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. სეიფი ინახება ბანკში. ბანკს უჭირავს მისი გასაღები (ე.ი., თქვენი პირადი გასაღები) და ადმინისტრირებას უწევს მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს. რაც უფრო კომფორტულია, თუმცა ამავდროულად გიწევთ მათ უსაფრთხოების სტანდარტებზე დაყრდნობა და მათი ზოგადი წესებისთვის დამორჩილება.

Non-Custodial საფულეები: ეს საფულის სახლში დატოვების ვარიანტია. თქვენ გაქვთ სრული კონტროლი თქვენს კრიპტოზე და გასაღებზე, თუმცა ამას მოყვება უამრავი ტიპის პასუხისმგებლობა. თქვენი გასაღების დაკარგვა შესაძლოა თქვენი კრიპტოს სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავდეს.

მოკლე შეჯამება: Custodial საფულეები, როგორც წესი, მესამე პირის ხელშია, ხოლო Non-Custodial საფულეები გაძლევთ საშუალებას როგორც გსურთ ისე წარმართოთ თქვენი საკუთრება. ცხელი საფულეები ონლაინაა, ცივები ოფლაინ.

კრიპტო wallpaper

უსაფთხოების ძალიან მარტივი რეკომენდაციები:

- არასდროს გააზიაროთ თქვენი პირადი გასაღები ან seed ფრაზა! ჩათვალეთ, რომ მანქანის გასაღების გაცემის ტოლფასია.
- გამოიყენეთ ძლიერი პაროლები და ჩართეთ ორ-ფაქტორიანი ავტორიზაცია.
- ერიდეთ ფიშინგს. ნუ გადახვალთ საეჭვო ლინკებზე და ნუ გადმოიწერთ არაოფიციალურ software-ს. ფიშინგის სქემები, ლეგიტიმური ვებსაიტების იმპერსონიზაციით, ცდილობენ ხელი მიუწვდეთ თქვენს პირად გასაღებზე.
- ერიდეთ საზიარო wi-fi-ს გამოყენებას თუ მასშტაბური ტრანზაქციების გამოყენებას აპირებთ, რადგან ეს დამატებით რისკებთანაა დაკავშირებული.

იკა

იკა