ეფექტური მუშაობა დისტანციურად კორონავირუსის პერიოდში

ეფექტური მუშაობა დისტანციურად კორონავირუსის პერიოდში
17 აპრილი 2020     7026

ეფექტური მუშაობა დისტანციურად კორონავირუსის პერიოდში

COVID-19 მთელ მსოფლიოში მძვინვარებს. ქვეყნებმა  შემოიღეს საკარანტინო ზომები, დახურეს საზოგადოებრივი ადგილები, სკოლები, უნივერსიტეტები და კომპანიები გადავიდნენ  დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე.  მრავალი კომპანიისთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, ისინი სრულიად მოუმზადებლები იყვნენ, ასეთი სიტუაციისთვის და პრობლემებს განიცდიან კომუნიკაციის, მართვის და კონტროლის საკითხებში. 

ამ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაონ თანამშრომლებმა ეფექტურად  დისტანციურ რეჟიმში. 


ის რაც მნიშვნელოვანია: 

იმისთვის, რომ სახლიდან დისტანციურად ვიმუშაოთ, რამდენიმე აუცილებელი რამ არის საჭირო. 

  • კომპიუტერი/ლეპტოპი;
  • კარგი ინტერნეტ კავშირი;
  • ჩეთისა და კონფერენციების პროგრამები;
  • კომპანიის ქსელზე და სისტემებზე წვდომა;   

რეკომენდირებულია:

  • გამოყოფილი სამუშაო ადგილი;
  • თვითმოტივაცია და დისციპლინა;
  • ხელმისაწვდომობის საათები;
მოდით განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არ უნდა იყოს უგულებელყოფილი დისტანციურად მუშაობის დროს.

უსაფრთხოება

კომპანია MyGO-ში და Server1-ში,  ჩვენ ვაკონტროლებთ ინტერნეტ უსაფრთხოების ყველა რისკს, რომლებიც, ასევე დაკავშირებულია დისტანციურ მუშაობასთან. ჩვენი თანამშრომლები იყენებენ, მხოლოდ კომპანიის მოწყობილობებს (კომპიუტერები და ნოუთბუქები) სახლიდან სამუშაოდ. მათი ყველა კავშირი, ინფორმაციები და ტექნიკა დაცულია გატეხვისა და ნებისმიერი ჰაკერული ქმედებისგან, რაც ითვალისწინებს დისკის სრულ დაშიფვრას, პაროლის ძლიერ დაცულობას, მრავალფუნქციურ ავტორიზაციას, ორგანიზაციის შიდა ქსელთან VPN კავშირს და ა.შ. არ დატოვოთ სამუშაო ტექნიკა უყურადღებოდ, აკონტროლეთ გარე მოწყობილობების გამოყენება, როგორიცაა USB საცავი და ა.შ. 
ჩვენი IT გუნდი ყოველთვის აკონტროლებენ სამუშაო პროცესს. ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რაღაც არასწორი ან უჩვეულო მოხდება კომპიუტერში, ქსელში თუ უსაფრთხოების სისტემაში.

საიტის დამზადება,ვებ საიტის დამზადება,მობილური აპლიკაციის დამზადება,სეო,ვებ საიტის უსაფრთხოება

გუნდის დისტანციური კომუნიკაცია

ტექნიკური საკითხების გარდა, ეფექტური დისტანციური მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია კომუნიკაცია. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ოფისში დასწრება და მუშაობა საკარანტინო რეჟიმით, კომუნიკაციის ერთადერთი გზა არის ჩათები, ვიდეო ზარები, სატელეფონო ზარები და ელ.ფოსტა. თანამშრომლები სამუშაო საათებში უნდა იყვნენ ონლაინ რეჟიმში, ან მინიმუმ ჰქონდეთ საუბრების "ხელმისაწვდომი დრო". 

საიტის დამზადება,ვებ საიტის დამზადება,მობილური აპლიკაციის დამზადება,სეო,ვებ საიტის უსაფრთხოება

მენეჯმენტი და რეპორტინგი

დისტანციური მუშაობა არ არის იგივე, რაც ოფისში მუშაობა. დისტანციურად,  პროექტის მენეჯმენტის ინსტრუმენტებისა და შეცდომების თვალყურის დევნის სისტემების მნიშვნელობა იზრდება. ეს აღარ არის "მე მოვალ და ავუხსენი",  დავალებები დაასახელეთ მაგ: "Bug1" JIRA- ში და ა.შ. სასურველია დავალების სრული აღწერილობა სურათებით და დამხმარე დოკუმენტაციით. ჩვენ  გირჩევთ გუნდის ინფორმირებას ყველა მოთხოვნისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. 

საიტის დამზადება,ვებ საიტის დამზადება,მობილური აპლიკაციის დამზადება,სეო,ვებ საიტის უსაფრთხოება

თვით-მენეჯმენტი და დისციპლინა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა თანამშრომელს ექნება "იდეალური" სამუშაო ადგილი და ატმოსფერო, როგორიც სამსახურში ჰქონდათ. შესაძლოა მათი ყურადღება, სხვა პირადმა საკითხებმა მიიპყროს, რაც გამოიწვევს სამუშაო საკითხების დაგვიანებას და თავის მხრივ გავლენას იქონიებს მთელი გუნდის მუშაობაზე. ეს ყველაფერი თვით დისციპლინასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

საიტის დამზადება,ვებ საიტის დამზადება,მობილური აპლიკაციის დამზადება,სეო,ვებ საიტის უსაფრთხოება

რჩევები, თუ როგორ ვიყოთ თვით ორგანიზებული დისტანციური მუშაობის პერიოდში:

გაიღვიძეთ იგივე დროს, როგორც ადრე;
დაიწყეთ მუშაობა იმავე დროს, როგორც ოფისში;
შექმენით სამუშაო გარემო, როგორც საკუთარი “ოფისი”;
შეადგინეთ სამუშაო დღის გეგმა;
დასვით კითხვები, ნუ უგულებელყოფთ თქვენს კოლეგებს, ჩაერთეთ სამუშაო პროცესში;


ინტერაქცია არის გუნდის ეფექტურობის გასაღები არსებულ ვითარებაში.

ფილოსოფიურად, COVID-19 შემდეგ, მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ადამიანების უმეტესობა, შეისწავლის იზოლირებულ ცხოვრებას და მუშაობას, ახალ გარემოებებთან ადაპტირებას და სირთულეების გადალახვას.  გარდა ამისა, გამოჩნდება უამრავი ახალი ბიზნესი, რომლებიც აწარმოებენ პროდუქტს და მომსახურებას დისტანციური ცხოვრებისთვის, ასევე გაიზრდება პროდუქტების შეკვეთის და მიტანის სერვისების აპლიკაციების რაოდენობა. დღეს  ჩვენ ვართ, ისეთი გამოწვევის წინაშე, რომელიც ჯერ არ გამოგვიცდია.

იყავით უსაფრთხოდ, იყავით ჯანმრთელი!
#დარჩისახლში

დეა

დეა