საუკეთესო და უფასო ინსტრუმენტები COVID-19–ის დროს დისტანციურად კომუნიკაციისთვის თქვენს გუნდთან
17 აპრილი 2020     7655

საუკეთესო და უფასო ინსტრუმენტები COVID-19–ის დროს დისტანციურად კომუნიკაციისთვის თქვენს გუნდთან

გლობალური კოროვირუსული სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესები ეძებენ დისტანციურად მუშაობის საუკეთესო საშუალებებს და გვჭირდება გამოსავალი: ვირტუალური გუნდების მენეჯმენტი, დროის მენეჯმენტი, პროექტის მენეჯმენტი, ვიდეო კონფერენციების ზარები და მრავალი სხვა.
ამ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ დისტანციური მუშაობისთვის ყველაზე სასარგებლო და უფასო საკომუნიკაციო საშუალებების რამდენიმე ვარიანტი. ბევრი ტექნიკური კომპანია და პლატფორმა პასუხობს ამ მოთხოვნილებას, სთავაზობს უფასო ვერსიებს ან ფასიან გეგმებს და დამატებით ფუნქციებს უმატებს დიზაინერებისა და დეველოპერების გუნდებს.  

LinkedIn: უფასო ონლაინ, დისტანციური სწავლების კურსები  

LinkedIn გთავაზობთ ონლაინ, დისტანციური სწავლების კურსებს Linkedin Learn- ზე, რომელიც მოიცავს: დროის მენეჯმენტს, პროდუქტიულობის რჩევებს, როგორ უნდა დაესწროთ ვიდეო კონფერენციებს/შეხვედრებს, სტრესის მენეჯმენტს, ვირტუალური გუნდის მენეჯმენტს, ვირტუალურ შეხვედრების მენეჯმენტს და სხვა დამატებით ინფორმაციას თუ, როგორ გამოვიყენოთ ყველაზე გავრცელებული პლატფორმები, როგორიცაა Zoom, Webex, Skype და Microsoft Teams.

saitis damzadeba,websaitis damzadeba,linkedin

Adobe Connect უფასოა ვებ კონფერენციებისთვის ივლისამდე 

Adobe გთავაზობთ 90 დღიან უფასო Adobe Connect-ის შეხვედრებისა და ტრენინგის პროგრამას. მისი ფუნქციები საშუალებას გაძლევთ შექმნათ ვირტუალური ოთახი და ითანამშრომლოთ გუნდის წევრებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით. იგი ხშირად გამოიყენება ვებინერებისთვის და შესანიშნავი რესურსია მაქსიმალური დასწრებისა და შედეგების კონტროლისთვის. შეგიძლიათ 25 მონაწილეს უფასოდ დააკავშიროთ. 

saitis damzadeba,websaitis damzadeba,adobe connect,საიტის დამზადება,ვებსაიტის დამზადება

Zoom: ასწავლის მომხმარებლებს, თუ როგორ გამოიყენონ Zoom-ი პროდუქტიულად, მათი საქმიანობისთვის

Zoom გთავაზობთ ვიდეოკონფერენციის ინსტრუმენტს უფასოდ.  გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფენ ტრენინგებს და სხვადასხვა რესურსებს ბიზნესებისთვის, რადგან მათ შეძლონ Zoom– ის გამოყენებით კოორდინირება გაუწიონ თავიანთ გუნდებს. თებერვლიდან კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლების მხარდაჭერას და ბიზნესის უწყვეტობას, ხოლო Zoom-ის კონფერენციების ლიცენზია უფასოა, რაც მომხმარებლებს 40 წუთამდე ონლაინ კავშირის საშუალებას აძლევს. მომსახურებაში შედის:

შეუზღუდავი ვიდეო კონფერენციები ასამდე ადამიანთან;

მაღალი ხარისხის HD ვიდეო და აუდიო;

პირადი და ჯგუფური ჩეთები;

შეხვედრების დარბაზები (Meeting rooms);

ონლაინ მხარდაჭერა;  

saitis damzadeba,web saitis damzadeba,zoom,საიტის დამზადება,ვებ საიტის დამზადება

Google G Suite Enterprise ვერსია ყველასთვის უფასოა 

G Suite Enterprise უფასოა ყველასთვის, 2020 წლის 1 ივნისამდე, სერვისი ითვალისწინებს: 

დიდ შეხვედრებს, 250-მდე მონაწილე თითო ზარზე; 

პირდაპირი ტრანსლაცია 100 000-მდე მაყურებლისთვის დომენში; 

შეხვედრების ჩაწერა და Google Drive- ში შენახვის შესაძლებლობა; 

saitis damzadeba,web saitis damzadeba

უფასო წვდომა Hootsuite Pro-ზე 1 ივლისამდე 

Hootsuite, სოციალური მედია მენეჯმენტის ინსტრუმენტია, რომელიც სოციალური მედიის პოსტების დასაგეგმად გამოიყენებოდა, ხოლო ახლა ეხმარება ბიზნესს, რომ მათ ფასიანი გეგმა უფასოდ შესთავაზოს 1 ივლისამდე, რომელიც მოიცავს დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა სარეკლამო კამპანიების წამოწყება და სტატისტიკის მართვა/კონტროლი. 

saitis damzadeba,web saitis damzadeba

Microsoft 365: "Teams" ყველასთვის ხელმისაწვდომია 6 თვის განმავლობაში 

Microsoft გთავაზობთ 6 თვით უფასო "Teams" ფუნქციას, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ Microsoft Office 365 Premium აბონენტებისთვის. გუნდებს შეუძლიათ ერთად აწარმოონ პროექტები, შეასრულონ დავალებები და თვალყური ადევნონ პროგრესს, ასევე, შეგიძლიათ შეხვედრების ჩაწერა და ამისთვის Microsoft 365 გთავაზობთ  1 ტერაბაიტ მოცულობის საცავს.

saitis damzadeba,web saitis damzadeba

Cisco WebEx:  90 დღით გთავაზობთ უფასო ლიცენზიას ბიზნეს სექტორებისთვის  

Cisco WebEx, შეხვედრების სერვერი შეიქმნა, როგორც SaaS, კერძო ღრუბლოვანი სისტემა, ხოლო სხვა ღრუბლოვანი სერვისებისგან განსხვავება ისაა, რომ მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის ინტეგრირება საკუთარ მონაცემთა ბაზაში, ასევე აერთიანებს ვიდეო და აუდიოს ვებ–კონფერენციებს კერძო ქსელში.

WebEx გთავაზობთ შემდეგ დამატებით ფუნქციებს:

უფასო ზარის ფუნქციას;

ულიმიტო გამოყენების დროს;

100-მდე ონლაინ მონაწილეს;  

saitis damzadeba,web saitis damzadeba

Jitsi Meet - ანგარიში არ არის საჭირო 

Jitsi Meet - უფასო პროგრამა ინსტალაციის გარეშე. მარტივი ვარიანტია მომხმარებლებთან ან დიდი ჯგუფებთან შეხვედრისთვის.



saitis damzadeba,web saitis damzadeba

დეა

დეა