ონ-ფეიჯ სეო რანკინგის ძირითადი ფაქტორები
08 მაისი 2020     5061

ონ-ფეიჯ სეო რანკინგის ძირითადი ფაქტორები

On-Page საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის დარანკვის ძირითადი ფაქტორები

ონ-ფეიჯ სეო ვებ-საიტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საძებო სისტემებში ოპტიმიზაციისთვის.

ონ-ფეიჯ სეოს ოპტიმიზაციის დროს, აუცილებელია უშეცდომოდ შესრულდეს გუგლის და სხვა საძიებო სისტემების მიერ განსაზღვრული სტანდარტები, რომლებზეც ვისაუბრებთ ამ პოსტში.

რა არის ონ-ფეიჯ სეო (On-Page Seo)?

ვებ საიტზე არსებული გვერდების და კონტენტის ოპტიმიზაცია ისე, რომ შეესაბამებოდეს საძიებო სისტემის/ების განსაზღვრულ სტანდარტებს.

ონ-ფეიჯ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მაღალი პოზიციების მოპოვების ძირითადი ფაქტორები:

გვერდის შინაარსი

ვებ საიტის კონკრეტული გვერდის შინაარსი არის ის, რაც საძიებო შედეგის მაღალი პოზიციის დაკავების საშუალებას გვაძლევს, გუგლი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კარგ კონტენტს, რაც განისაზღვრება მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე, თქვენი საიტის მიმართ.

რა არის კარგი კონტენტი?

სეო-დან გამომდინარე, კარგ კონტენტს ორი ატრიბუტი აქვს.

  1. კარგმა კონტენტმა უნდა უზრუნველყოს მოთხოვნა;
  2. კარგი კონტენტი უნდა შედგებოდეს საიტის ბმულებისგან, რომლებიც აკავშირებენ ვებ-საიტს სხვადასხვა კონტენტთან;

ისევე, როგორც მსოფლიოს ბაზრებზე, საძიებო სისტემებზე გავლენას ახდენს მოთხოვნა და მიწოდება.

საუკეთესო შინაარსის კონტენტი ისაა, რაც ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს ყველაზე დიდი მოთხოვნის მიწოდებით.

 

სათაურის და აღწერის თეგი

სათაურის და აღწერის თეგი არის მე-2 მნიშვნელოვანი ფაქტორი საძიებო სისტემაში ოპტიმიზაციისთვის.

 

სათაურის და აღწერის თეგი ნაჩვენებია საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე  (SERP), სათაურის და აღწერის თეგს მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს, როგორც გუგლის საძიებო სისტემა, ასევე სოციალური ქსელები.

იხილეთ საძიებო სისტემის შედეგის გვერდის მაგალითი, სადაც მოცემულია ვებ-საიტის სათაურის თეგი და აღწერის თეგი.
საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის სათაურის მაგალითი

როგორც წესი, გუგლი აჩვენებს სათაურის თეგის პირველ 50-60 სიმბოლოს, თუ თქვენ იყენებთ სათაურში 50-60 სიმბოლოს, ჩვენი კვლევის თანახმად 93%-თ სწორ შედეგს გამოიტანს გუგლის საძიებო სისტემის გვერდი.

აღწერის თეგში შესაძლებლობა გვეძლევა გამოვიყენოთ 155-160 სიმბოლო.

 

ბმულის სტრუქტურა

ბმულის სტრუქტურა ონ-ფეიჯ სეოსთვის არის მე-3 მნიშვნელოვანი ფაქტორი, სადაც წარმოჩენილი უნდა იყოს კატეგორიის იერარქია. მაგალითი იხილეთ სურათზე;
საძიებო სისტმის ბმულის იერარქიის სტრუქტურა

ბმულში გამოყენებული სიმბოლოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-60 სიმბოლოს.

ბმულის სტრუქტურა საძიებო სისტემას აწვდის ინფორმაციას გვერდის კონტენტთან შესაბამისობის დასადგენად.

საძიებო სისტემებს ეძლევათ საშუალება დაასაბუთონ, რომ ეს გვერდი არის ბლოგი და ეხება ონლაინ მაღაზიის რეკლამირებას გუგლში.

 

 

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის საუკეთესო პრაქტიკა

ნაჩვენები ვებ-გვერდი აკმაყოფილებს საძიებო სისტემების განსაზღვრულ კრიტერიუმებს:

  1. სათაურის თეგი;
  2. აღწერის თეგი; + კონტენტი გვერდზე;
  3. ბმულის სტრუქტურა;
  4. სურათის ალტ თეგი;
გთავაზობთ ჩვენი ერთ-ერთი შესრულებული პროექტის მაგალითს სეოს თვალსაზრისით.

რემონტი, ბინის რემონტი

გივი

გივი