5 მთავარი დეტალი ონლაინ მაღაზიისთვის

5 მთავარი დეტალი ონლაინ მაღაზიისთვის
10 მაისი 2020     6136

5 მთავარი დეტალი ონლაინ მაღაზიისთვის

დღევანდელ სამყაროში ონალინ მაღაზიის არსებობა ერთგვარი ფუფუნებაა მომხმარებლისთვის, რომელსაც ხელეწიფება სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი, მისთვის სასურველი ნივთის შეძენა. 
მოგეხსენებათ, ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენცია ონლაინ მაღაზიის კუთხით, ზოგი ახალი ვებ გვერდია, ზოგიც ძველი, ზოგს თავისი კონრეკტული ხაზი გააჩნია, რომელსაც არაფრის დიდებით არ უხვევს, აქედან გამომდინარე, მფლობელისთვის გამართული ვებ საიტის ქონა, რომელიც არამცთუ კონკურენტუნარიანი იქნება სხვა ონლაინ მაღაზიების, არამედ მათზე აღმატებულიც, მთავარი ფაქტორია წარმატებისთვის. ჩვენი გამოცდილი ჯგუფი წარმოგიდგენთ 5 მთავარ რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის, რომ გქონდეთ წარმატებული ონლაინ მაღაზია, სოლიდური შემოსავლებით.
არის ისეთი დეტალები, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით, ეს დეტალები შეიძლება გახდეს მომხმარებლის "გაქცევის" საბაბი ისე, რომ მფლობელმა ვერ შეძლოს ამ მიზეზების დადგენაც კი. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ეს 5 ძირითადი ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული ონლაინ მაღაზიის შექმნისას.

1. ჩატვირთვის სისწრაფე 

ჩატვირთვის სისწრაფე

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კლიენტს ესაჭიროება, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს მისთვის საინტერესო პროდუქტის მოძიება, ყოველგვარი ზედმეტი წამების ლოდინის გარეშე.

2. ვებ გვერდის ადაპტირებულობა
 

ვებ გვერდის ადაპტირებულობა (responsive)

დღევანდელი მომხმარებლების ფართო ნაწილი იყენებს სმარტფონებს, ვინაიდან ეს ნივთი, ჩვენი ცხოვრების თითქმის განუყოფელი ნაწილია. ონლაინ მაღაზიის მფლობელი ვალდებულია მაქსიმალურად დახვეწილი, სწრაფი და ადაპტირებული ვებ გვერდი შესთავაზოს უშუალოდ კლიენტს.

3. UX ( გამოყენებადობა )

Ux დიზაინი (გამოყენებადობა)

 ძირითადი ფაქტორი წარმატებული ონლაინ მაღაზიის არის, სწორად შერჩეული სტრუქტურა, თუ სად იქნება განთავსებული ონლაინ მაღაზიის კატეგორიები, წამყვანი ღილაკები, პროდუქციის კატალოგი და ა.შ

4. უნიკალური და ხარისხიანი კონტენტი
 

უნიკალური კონტენტი

ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების დროს საჭიროა უნიკალური და ხარისხიანი კონტენტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს, მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე პროდუქტის დასახელების მითითებას, ასევე დახასიათების, განსაკუთრებით დიდ ყურადღება კი, ფოტო მასალას უნდა მიექცეს, სასურველი ვიდეო მიმოხილვების არსებობაც საიტზე, რომელიც სანდოობის ნიშანს რადიკალურად გაზრდის. ასევე სასურველია, მომხმარებლის ინტეგრაცია ვებ გვერდზე, კომენტარების და შეფასების სისტემის არსებობა.

5. უნიკალური სამართავი სისტემა (CMS)

უნიკალური სამართავი სისტემა (CMS)

ადმინისტრაციისთვის მოწესრიგებული, სწრაფი და უნიკალური მართვის სისტემა სასიცოცხლოდ აუცილებელი საგანია, ვინაიდან, არა მხოლოდ მომხმარებლებს უნდა შეეძლოთ სწრაფად სარგებლობა ვებ გვერდით, არამედ ადმინისტრაციასაც. წვდომა თითოეულ დეტალზე, რათა მოხდეს სწრაფი, კომპლექსური მუშაობა.

ონლაინ მაღაზიის შექმნით, რა თქმა უნდა, ვებ გვერდზე მუშაობა არ სრულდება, ის საკმაოდ დინამიური პროცესია და საჭიროებს მუდმივ განვითარებას, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და კომფორტზე.

ნიკა

ნიკა