2021 წლის ელექტრონული კომერციის განვითარების ტენდენციები (Ecommerce)

2021 წლის ელექტრონული კომერციის განვითარების ტენდენციები (Ecommerce)
09 დეკემბერი 2020     4327

2021 წლის ელექტრონული კომერციის განვითარების ტენდენციები (Ecommerce)

ჩვენ გადავედით ციფრულ ეპოქაში, სადაც ყველაფერი, რაც გვსურს შეგვიძლია მივიღოთ, მხოლოდ ერთი მოქმედებით. 2019 წელი ბრწყინვალე იყო ელექტრონული კომერციის ინდუსტრიისთვის, რადგან მისმა მსოფლიო შემოსავალმა 3.53 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და ახლა მისი პროგნოზით 2023 წლის ბოლოსთვის 6,54 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ელექტრონული კომერციის ზრდის თვალსაზრისით; ეს ციფრები ყველაფერზე მეტყველებს, ეჭვგარეშეა, რომ ელექტრონული კომერცია, ციფრულ ბაზარზე პოზიციებს დღითიდღე გაზრდის.

ელექტრონული კომერცია COVID-19-ის შემდეგ

COVID-19-მა უდავოდ მოახდინა ერთ – ერთი ყველაზე დიდი გავლენა ელექტრონულ კომერციაზე. მიუხედავად, იმისა, რომ ვირუსის ფონზე კომერციული ობიექტები დაიხურა, კრიზისის ფონზე მათზე მარტივი წვდომა იყო და ჩვენ ყველანი სულ უფრო და უფრო მეტ ონლაინ მაღაზიას ვიყენებდით. ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ კორონავირუსის გავლენა არ იქნება მოკლევადიანი  ელექტრონული კომერციის ზრდისთვის და COVID-19 დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს პოზიციებს ბაზარზე და გააგრძელებს ზრდას. 


ონლაინ მაღაზიის დამზადება, ონლინე მაღაზია, online shop, ecommerce

პროდუქციის ხმის საშუალებით ძიება

ჩვენ ვცხოვრობთ იმ  სამყაროში, რომელიც სავსეა ისეთი ელემენტებით, როგორიცაა Google ასისტენტი, Alexa და Siri. ეს მოწყობილობები  არსებითია და მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ, ამიტომ პროდუქციის ხმის საშუალებით ძიება არის  ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ტენდენცია ელექტრონული კომერციის დიდ სამყაროში. ხმით ძიება, არა, მხოლოდ მოსახერხებელი გახდება, არამედ სამომავლოდ SEO ოპტიმიზაციაშიც საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს. 

ონლაინ მაღაზიის დამზადება, ონლინე მაღაზია, online shop, ecommerce

მარკეტინგის ავტომატიზაცია

თქვენი დასახული შემოსავლების ზრდისა და მიზნების მისაღწევად, მარკეტინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან იარაღს ონლაინ ბიზნესის დასახმარებლად. ეს საშუალებას გაძლევთ მართოთ მარკეტინგული პროცესები და ავტომატურად აწარმოოთ კამპანიები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

ონლაინ მაღაზიის დამზადება, ონლინე მაღაზია, online shop, ecommerce, marketing, მარკეტინგი

ხელოვნური ინტელექტი (AI)

AI საერთოდ ახდენს რევოლუციას ბიზნესის სამყაროში. როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ ან უკვე აქვთ ამოქმედებული AI სტრატეგია, ან ამ ტექნოლოგიას განახორციელებენ მათი მრავალი ფუნქციის შემდგომი განვითარებისა და ცვლილებების შესატანად. 

ონლაინ მაღაზიის დამზადება, ონლინე მაღაზია, online shop, ecommerce, ხელოვნური ინტელექტი,AI

Chat-bots

ჩათ-ბოტები ციფრული ბაზრის ნაწილია უკვე რამდენიმე წელია, ის  საკმაოდ დაეხმარა როგორც საცალო ბიზნესებს, ასევე მომხმარებლებსაც. ისინი გარკვეულწილად პირად ასისტენტებად იქცნენ და მომხმარებელს ეხმარებიან სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმაში ან კითხვებზე პასუხის მისაღებად უსწრაფეს დროში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთხანს არც ისეთი სიზუსტით გამოირჩეოდნენ, AI–ით (ხელოვნური ინტელექტი) დაინსტალირებული ჩოთბოტების დამატება ხელს შეუწყობს სიზუსტეს და მოხერხებულობას, რადგან ისინი უფრო ზუსტ და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფენ მომხმარებელთან კომუნიკაციაში. პროგნოზირებულია, რომ მათი ზრდა მინიმუმ 1,25 მილიარდ დოლარს მიაღწევს 2025 წლისთვის. ჩათ-ბოტები გახდებიან მეტად ბიუჯეტურები, ჭკვიანები და უფრო ფართოდ გავრცელებულები.

ონლაინ მაღაზიის დამზადება, ონლინე მაღაზია, online shop, ecommerce, ხელოვნური ინტელექტი,AI.chat bot, ჩათ ბოტი


ელექტრონული კომერციის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და ამ ინდუსტრიის საცალო ვაჭრობისთვის აუცილებელია დამატებითი ზრუნვა უახლესი ტენდენციების შესაბამისად, რადგან მას შეუძლია ბრენდის შექმნა ან გაწყვეტა სამუდამოდ. უკეთესია მოერგოთ ამ ტენდენციებს ახლა და მომავალ წელს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყოველთვის უსწრებთ დროს.

დეა

დეა