Alexa myGO

სიახლეები

  • მთავარი
  • სიახლეები
  • 3 მარტივი სეო რჩევა საკუთარ დიზაინერულ პორტფოლიოზე მომხმარებლების ინტერესის მოსაზიდად
3 მარტივი სეო რჩევა საკუთარ დიზაინერულ პორტფოლიოზე მომხმარებლების ინტერესის მოსაზიდად
12 ოქტომბერი 2021     92

3 მარტივი სეო რჩევა საკუთარ დიზაინერულ პორტფოლიოზე მომხმარებლების ინტერესის მოსაზიდად

თქვენი დიზაინის პორტფოლიო , არა მხოლოდ პორტფოლიო უნდა იყოს, არამედ გაყიდვების საშუალებაც. SEO სპეციალისტი დანიელა ფურტადო გვიზიარებს 3 რჩევას რომ უკეთესად გამოიყენოთ თქვენი საიტი.
გრაფიკულ დიზაინერებს - ან ნებისმიერი სახის შემოქმედებს - აქვთ ყველაზე საოცარი პორტფოლიოები რომლებიც მინახავს. თითოეული ნაშრომი ფრთხილად შერჩეულია თუმცა ონლაინ ყურადღებას ვერ იპყრობს. არანაირი ინტერესი, პრესა, ან გამოკვლევა. გეცნობა ეს ყველაფერი?
თქვენს დიზაინის პორტფოლიოს სჭირდება მარკეტინგული სტრატეგია რომ ისეთი ყურადღება მიიპყროს, როგორსაც ეძებთ. არაა საკმარისი უბრალოდ ნაშრომის ატვირთვა და იმედის ქონა რომ მნახველები ეყოლება.
თქვენს სასურველ კლიენტს ყოველდღე ხვდება უამრავი ტიპის ინფორმაცია სხვადასხვა რეკლამებით, სოციალური მედიით და იმეილებით. როგორაა შესაძლებელი ამ ყველაფრისთვის გვერდის ავლა ისე რომ მოხვდეთ მათ ეკრანზე და გადაიტანოთ მათი ყურადღება თქვენს დიზაინურ პროექტებზე? როგორაა შესაძლებელი თქვენი სამუშაოს და ექსპერტიზის კონტენტის მარკეტინგის მატერიალად გარდაქმნა?
ჩემი სპეციალიზაციის სფეროა SEO დიზაინერებისთვის. მაქვს სამი რჩევა რომელსაც ვაძლევ ყველა დიზაინერს იმისთვის რომ მეტი ყურადღება მიიპყრონ თავისი პორტფოლიოსთვის ისეთი საიტებისგან როგორიცაა Google. Bing და Pinterest.
არააქვს მნიშვნელობა გრაფიკული დიზაინერი ხარ, ანიმატორი თუ დეველოპერი, ამ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) რჩევები შენთვისაც გამოსადეგი იქნება.

seo,სეო,google,საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაცია,saitis damzadeba, mobile app

1. სახელები გადაარქვი შენი პორტფოლიოს ნამუშევრებს რომ უფრო ადვილი იყოს მათი მოძებნა. 
პირველი ნაბიჯი იმისთვის რომ ყურადღება მიიპყროთ საკუთარ პორტფოლიოზე არის უფრო ადვილი გახადოთ მათი აღმოჩენა ისეთი საიტებიდან, როგორიც Google-ია საკვანძო სიტყვების საშუალებით.
რა არის საკვანძო სიტყვა?
საკვანძო სიტყვებია ისეთი სიტყვები, ფრაზები ან კითხვები რომლებსაც Google-ის, Yahoo-ს ან Bing-ის მსგავს საიტებში ვწერთ იმისთვის რომ ვიპოვოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე.
საჭირო ადგილას საჭირო საკვანძო სიტყვების გამოყენება ზრდის წინა გვერდებზე თქვენი მოხვედრის შანს, ისევე როგორც იმის ალბათობას რომ მიზნობრივმა აუდიენციამ გიპოვოთ.
მაგალითად:
ვთქვათ. თქვენ რესტორნისთვის შექმენით მენიუს დიზაინი. იმისთვის რომ ამ დიზაინის პოვნა უფრო ადვილი იყოს სამძებრო სისტემების საშუალებით, აარიდეთ თავი ზედმეტად დაკონკრეტებას და ფეიჯისთვის ისეთი სახელის შერჩევას როგორიცაა „მენიუს დიზაინი ლორენცოს რესტორნისთვის, პატარა იტალია.“
მხოლოდ ის ხალხი, ვისთვისაც უკვე ნაცნობია ეს რესტორანი და სამეზობლო, გამოიყენებს მითუთებულ ტერმინებს და სახელებს რომ თქვენი ფეიჯი იპოვოს.
ამის მაგივრად, დაარქვით ისეთი სახელი რომელიც უფრო ხელმისაწვდომი იქნება მეტად ფართო აუდიენციისთვის. მაგ: შეგიძლიათ შემდეგი სახელი გამოიყენოთ „მინიმალისტური რესტროსნის მენიუს დიზაინი მონრეალში.“
ხედავთ განსხვავებას? ამ შემთხვევაში თქვენი საძიებო სიტყვა ან ფრაზა იქნება „მინიმალისტური რესტორნის დიზაინი.“

seo,სეო,google,საძიებო სისტემებთან ოპტიმიზაცია,saitis damzadeba, mobile app

იმისთვის რომ ამ საძიებო სიტყვამ მეტი ყურადღება მიიპყროს თქვენი პორტფოლიოსთვის, დაამატეთ იგი ნამუშევრებში, საჭირო ადგილებში. საუკეთესო ვარიანტები შემდეგნაირია:
• გამოიყენეთ სათაურში (H1)
• გამოიყენეთ URL-ში
• გამოიყენეთ პირველ აბზაცში
• გამოიყენეთ ქვესათაურებში (H2 & H3) სადაც მისაღებია
• ზოგადად, 8-10ჯერ იხმარეთ ყოველ 1,000 სიტყვაში თქვენს სტატიაში
• გამოიყენეთ (მეტა) აღწერაში
• გამოიყენეთ სურათის სახელში და ალტერნატიული ტექსტის თეგში (Alt text), სადაც შესაფერისია
SEO სპეციალისტთან მუშაობა დაგეხმარებათ ისეთი საკვანძო სიტყვების სიების მოძებნაში, რომლებსაც თქვენი პოტენციური კლიენტები ხმარობენ Google-ზე, იმისათვის რომ გაარკვიოთ ზუსტად რომლები იხმაროთ თქვენს ნამუშევრებში და როგორ.
რადგან უკვე დაინტერესებული ხართ SEO საკვანძო სიტყვებით, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

აპლიკაცია, ძიება, გუგლი, google, SEO, apps, georgia, tbilisi, web development, პროფესიული რჩევა, ფინანსები

2. გამოიყენეთ პორტფოლიო ისტორიის მოსაყოლად
ყველაზე გავრცელებული შეცდომა რომელსაც დიზაინერები უშვებენ არის მხოლოდ ფოტო გალერიის ატვირთვა საკუთარ პორტფოლიოში. თუმცაღა, Google-ს არ შეუძლია სურათების წაკითხვა ისე კარგად როგორც ტექსტის (ჯერ-ჯერობით, ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა მიდის!).
მეტი ყურადღებისთვის, ყოველი პორტფოლიოს ნამუშევრს თან უნდა ახლდეს ტექსტი რომლიც კონტექს სთავაზობს მკითხველს. პორტფოლიო გამოიყენეთ ისტორიის მოსაყოლად; როგორი იყო მათი ბრენდინგი აქამდე? როგორი იყო ხედვა? განავრცე და გვანახე ნამუშევრის როგორც პროცესი ისე განვითარება. ანუ, როგორ მიმდინარეობდა თითოეული ფაზა?
თან შეგიძლიათ დაურთოთ როგორც სკეჩები, mood board-ები და mock-up-ები. მხოლოდ იმას ნუ გვაჩვენებთ როგორი იყო განვითარებამდე, მის დროს და მის შედეგად. თქვენი თვალით დანახული პატარა თავგადასავალი გვანახეთ.
დამატებითი ნამუშევრების დამატებას თან ახლავს პოტენციური საკვანძო სიტყვებიც. გამოიყენეთ ისინი სურათის ფაილის სახელში და alt tag-ში რომ უფრო ადვილი გახდეს თქვენი პოვნა Google-ში. საკვანძო სიტყვების სწორად გამოყენება დაგეხმარებათ Google-პირველ გვერდებზე მოხვედრაში და თქვენი ნამუშევრებისვის ინტერესის მოზიდვაში.
ასევე გირჩევთ კლიენტების რეკომენდაციების თან დართვას. თქვენი პორტფოლიო შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კონტენტის მარკეტინგის ან ბრენდის საკუთრების საშუალებად ასევე გაყიდვებისთვისაც.
რჩევა: ჩემი პროფესიული რჩევაა ისეთი კონტენტის სტრუქტურის ან შაბლონის შემუშავება რომელიც შეგიძლიათ ნებიმისერი პორტფოლიოს ნამუშევრისთვის გამოიყენოთ. ასე, ყველაფერი უფრო მიზანმიმართულად და ადვილად გასაგებად ჩანს.
მოდი შევხედოთ ჩემ მესამე და ბოლო ნაბიჯს:

ქართული საიტები, ვებ გვერდი, დიზაინი, ვებ დიზაინი, დიზაინერი, მარკეტინგი

3. გარდაქმენით თქვენი პორტფოლიო ბლოგ პოსტებად.
დიზაინერის აყვანის გადაწყვეტისას ხშირად ეძებენ საკვანძო სიტყვებს იდეებისთვის, ინსპირაციისთვის ან ექსპერტის აზრისთვის ონლაინ იმისთვის რომ უფრო ზუსტად გაარკვიონ რა უნდათ. საკვანძო სიტყები ამ „გამოკვლევის“ ფაზაში ხშირად ხასიათება სერჩების უფრო მეტი სიხშირით, შესაბამისად უფრო დიდი შანსია ყურადღების მიპყრობის.
ვთქვათ თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა გრაფიკული დიზაინი რესტორნებისთვის და თქვენი პორტფოლიო სავსეა დიზაინერული ნამუშევრებით რესტორნებისთვის, კაფეებისთვის და ფასტ-ფუდის დაწესებულებებისთვის. აქ განვიხილავთ რამდენიმე იდეას იმისთვის რომ თქვენი პორტფოლიო და ექსპერტიზა გადავაქციოთ ისეთ ბლოგ პოსტებად, რომლებიც დიდ ყურადღებას მიიპყრობენ.
მაგალითი პირველი: 10 იდეა და ინსპირაცია კაფეს მენიუს დიზაინისთვის
შეაჯამე შენი რჩევები დიზაინთან დაკავშირებით და დაამატე შენი ნამუშევრები მაგალითებად შენს ბლოგ პოსტში. შემდეგ ნაბიჯი კი ბლოგ პოსტის ოპტიმიზაციაა ისეთი საკვანძო სიტყვებისთვის, როგორებიცაა „მენიუს დიზაინები კაფეებისათვის.

aplikacia, web dizaini, dizaini, dizaneri, web dizaini tbilisi, web design georgia, search tools, საძიებო სისტემა

“SEMRush-ის, საკვანძო სიტყვების გამოკვლევის საშუელების,  მიხედვით ამ საკვანძო ფრაზას საშუალოდ 140 სერჩი აქვს თვეში.მაგალითი მეორე: ფსიქოლოგია რესტორნის ბრენდინგის მიღმაკიდევ ერთი მაგალითია რესტორნების ბრენდინგის მეთოდოლოგიის ახსნა იმისთვის რომ ის უფრო გასაგები გავხადოთ. და ისევ გამოიყენეთ ნამუშევრები თქვენი სათქმელის ხაზგასასმელად. მოახდინეთ თქვენი ბლოგ პოსტის ოპტიმიზირება ისეთი საკვანძო სიტყვებით როგორებიცაა: „რესტორნის ბრენდინგი“ „ან როგორ მოვახიდნოთ რესტორნის ბრენდირება.

ვაკე, პროფესიონალი, რჩევები, დიზაინული, ვებ დეველოპერი ქალაქში, დეველოპმენტ, hiring, developers, design,

“SEMRush-ის მიხევდით, ამ საკვანძო ფრაზას საშუალოდ 710 სერჩი აქვს თვეში. ეს კონკრეტული საკვანძო ფრაზა საკმაოდ კონკურენტუნარიანია ამიტომ თქვენი კონტენტი გამორჩეული უნდა იყოს რომ Google-ის პირველ გვერდზე მოხვდეს. რაც შესაძლოა ითვალისწინებდეს მის უფრო დაგრძელებას, ან გაუმჯობესებას, მეტ PR-ს, ან ინდუსტრიისთვის/რეგიონისთვის სპეციფიკურად გახდას.
როდესაც ვინმე სერჩავს ამ საკვანძო ფრაზებიდან ერთ-ერთს, თქვენ არამხოლოდ იმას სთავაზობთ რასაც ეძებენ (დიზაინის იდეებს და ექსპერტიზას) არამედ ამავდროულად გაქვთ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტირების საშუალება. იმ შემთხვევაში თუ კი ისინი ვინმესგან მოწონებას დაიმსახურებენ, თქვენ მათ პირველები გაახსენდებით როდესაც პროფესიონალის აყვანას გადაწყვეტენ.
შემდეგი ნაბიჯები
ამ ყველაფრის შემდეგ 2 დამატებითი რჩევა რჩება:
• პორტფოლიოს დისტრიბუცია. გადააქციეთ ისინი სოციალური მედიის პოსტებად, ან იმ შემთხვევაში თუ ნამუშევარი ძალიან ორიგინალურია შესთავაზეთ ის ჟურნალისტებს, პოდკასტერებს და პუბლიცისტებს.
• ყურადღება მიაქციეთ და გაზომეთ თქვენი პროგრესი. შემდეგი 3-6 თვის განვალობაში, ამოწმეთ და აკონტროლეთ ნახვები იმისთვის რომ შეადაროთ ძველ რეზულტატებს.




იკა

იკა