3 საშუალება რომლითაც დღესვე შეგიძლიათ კრეატიულ კარიერაში ინვესტირება დაიწყოთ

3 საშუალება რომლითაც დღესვე შეგიძლიათ კრეატიულ კარიერაში ინვესტირება დაიწყოთ
20 იანვარი 2022     2132

3 საშუალება რომლითაც დღესვე შეგიძლიათ კრეატიულ კარიერაში ინვესტირება დაიწყოთ

მუდმივი პროგრესი კრეატიული კარიერის შენების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ასპექტია.თუმცა, როგორც ამბობენ, რომი დღეში არ აშენებულა. კარიერული წარმატებისთვის, ახალი შემოქმედებითი სიმაღლეებისთვის, დრო, ძალისხმევა და მიზანდასახულობაა საჭირო
ამ სტატიაში გთავაზობთ 3 კარგ გზას რომლითაც ინვესტიცია დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ. ასევე, გაგიზიარებთ დამატებით საჭირო რესურსებს რომ თქვენ განვითარებას შევუწყოთ ხელი.

1. დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო პროექტებს

ყოველდღიური მოვალეობების გარდა აუცილებელია თქვენი ძლიერი მხარეების განვითარება და შემოქმედობითობის გაზრდა. ბევრი დიზაინერისთვის სწორედ დამატებითი პროექტებია წარმატებული.
"დამატებით პროექტებს ბევრი უპირატესობა აქვთ. კრეატიულობა ერთია, ხოლო პოტენციური სამსახურები მეორე. მე თვითონ ჩემი სამსახური Uber-ში სწორედ ამ გზით ვიშოვე." — Femke van Schoonhoven, პროდუქტების დიზაინერი Uber-ში
არ იცით საიდან დაიწყოთ? შეეცადეთ ისეთი პროექტები იპოვოთ, რომლებიც მართლა გაინტერესებს და გამოწვევებით სავსეა, რომ ამ მხრივ გაიუმჯობესოთ უნარები.
დაიმახსოვრეთ, რომ უფრო ფართო, ეკლექტიკური უნარების სპექტრით უფრო გამორჩეული და ადაპტირებადი გახდებით, რაც დაგეხმარებათ მომავალი როლების მორგებაში.

კრეატიული კარიერა, ინვესტირება, ინვესტიცია, სამსახური, სამუშაო, დიზაინერული სამუშაო, დიზაინი, შემოქმედებითი სამუშაო, პროექტები

2. ინვესტიცია სწორ ხელსაწყოებში

აუცილებელია სწორი ორგანიზაცია იქედან გამომდინარე რომ digital კრეატივებს სჭირდებათ განსაკუთრებული უნარები (ტიპური კომპიუტერული უნარებზე დამატებით). კარგი კომპიუტერული მოწყობილობა (hardware) ნებისმიერი მსგავსი სამუშაოს ფუნდამენტია. თქვენი ხელსაწყოების არსენალი განვითარებაში უნდა დაგეხმაროთ და არა შეგზღუდოთ.
დაუთმეთ დრო და გამოიკვლიეთ როგორი ტიპის კომპიუტერული მოწყობილობა (hardware) არის თქვენი საჭიროებებისთვის ზედგამოჭრილი. ზოგადად CPU-ს ძალა და ფერის სიზუსტე (color accuracy) ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია დიზაინერებისთვის. სწრაფი და ძლიერი CPU მოგცემთ საშუალებას რომ კომპლექსური დიზაინერული პროგრამით უპრობლემოთ ისარგბელოთ (software). ფერის სიზუსტე კი გვერდს აუვლის ისეთ პრობლემას როგორიცაა განსხვავებას დიზაინში და ეკრანზე.
გრაფიკული დიზაინერებისთვის Acer-ის ConceptD Ezel სერიის ლეპტოპები ძალიან კარგი არჩევანია. ConceptD 7 Ezel’s PANTONE® Validated 4K UHD ლეპტოპზე კი პირდაპირ ხატვაც შეგიძლიათ. იგი ასევე გთავაზობთ რამდენიმე სახის დისპლეის, რაც იდეალურია პროფესიონალი გრაფიკული არტისტებისთვის, რადგან აძლევს მათ საშუალებას რომ სკეტჩები და დასრულებული ნაშრომები ერთსა და იმავე ადგილას შეინახონ.
უფრო პორტატული ალტერნატივისთვის, ConceptD 3 Ezel შესანიშნავი ვარიანტია ისეთი კრეატივებისთვის, რომლებიც ერთ ადგილას იშვიათად ჩერდებიან.

კრეატიული კარიერა, ინვესტირება, ინვესტიცია, სამსახური, სამუშაო, დიზაინერული სამუშაო, დიზაინი, შემოქმედებითი სამუშაო, პროექტები

3. Networking

თუ სერიოზულად ხართ თქვენი კრეტიული კარიერით დაინტერესებულები, ახლავე აუცილებელია ხალხის გაცნობა, მათთან დაახლოება ანუ ე.წ Networking.
ურთიერთობები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობების პოვნაში, არამედ კარიერული რჩევების სანდო რესურსიც იქნება, ისევე როგორც თქვენს ნამუშევარზე უკუკავშირისთვის ან ტექნიკური დახმარებისთვის. ამას ემატება ის ფაქტიც რომ ამ ადამიანებმა შესაძლოა რეკომენდაცია გაგიწიონ ან საერთოდ სამუშაო შემოგთავაზონ.
"იქიდან გამომდინარე რომ გვიან დავიწყე ჩემი დიზაინერული კარიერა, სხვა დიზაინერებთან დაკავშირება სწავლის საუკეთესო გზა იყო" — Gabe Becker, Freelance პროდუქტის Designer

კრეატიული კარიერა, ინვესტირება, ინვესტიცია, სამსახური, სამუშაო, დიზაინერული სამუშაო, დიზაინი, შემოქმედებითი სამუშაო, პროექტები

დაიწყე შენს კრეატიულ კარიერაში ინვესტირება დღესვე!
მუდამ უნარების გაზრდა, სამუშაო სივრცეში ინვესტიცია და მნიშვნელოვანი კავშირების პოვნა არამარტო უფრო კონკურენტუნარიანს გაგხდით არამედ ზოგადადაც პროფესიონალურად დ პიროვნულად გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას.

იკა

იკა