რა არის NFT?
20 იანვარი 2022     2775

რა არის NFT?


ალბათ უკვე გსმენიათ NFT-ის შესახებ (არა-ურთიერთშემცვლელი ტოკენები), მაგრამ ზუსტად არ იცით რას ნიშნავს ან რატომ უნდა გაინტერესებდეთ როგორც დიზაინერს. ამ სტატიაში ციფრული ხელოვნების სფეროს კონტექტსტში განხილავთ NFT-ებს და იმას თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ნაშრომები მათ გადააქციოთ.

NFT ვალუტის ერთეული, რომელიც ბლოკჩეინზეა შენახული და შეიცავს უნიკალურ ციფრულ ფაილს (მაგ: სურათს, აუდიო ჩანაწერს, ვიდეოს, თამაშს, ა.შ)

როდესაც NFT-ს ყიდულობთ ეს ციფრული კონტენტი მაინც არის ინტერნეტზე განთავსებული თუმცა თვითონ ორიგინალური, "ნამდვილი" ფაილი თქვენი საკუთრება ხდება. რაც მეტად პოპულარულია ეს ციფრული კონტენტი ღირებულებაც, ბუნებრივია, მეტი აქვს.

ურთიერთშემცვლელი & არა-ურთიერთშემცვლელი

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა განსხვავებაა ამ ორს შორის სანამ უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს. ურთიერთშემცვლელია ელემენტი/საკუთრება თუ მისი გადაცვლა სხვა მსგავსი ღირებულების ელემენტებზე/საკუთრებებზე შესაძლებელია მფლობელისთვის. მაგალითად 100 ლარი იგივე ეღირება თუ მას გადაცვლით ხუთ 20 ლარიანში.

ტიპური ვალუტისგან გავსხვავებით, არა-ურთიერთშემცვლელი საკუთრება უნიკალურია და არ იცვლება არაფერში. მაგალითად ლუვრში მოთავსებული მონა ლიზას ნახატი შეგვიძლია ავიღოთ. ორიგინალი მხოლოდ ერთია, თუმცა მისი ძალიან ბევრი ასლი არსებობს მსოფლიოში, რომლებიც, ბუნებრივია, ბევრად დაბალ ფასად გვხვდება. შესაბამისად, ორიგინალური მონა ლიზა არა-ურთიერთშემცვლელი საკუთრებაა.


nft, crypto, digital, tokens, web development, m,obile app, web design, uiux, google,


როგორი გამოყენება აქვს NFT-ს ციფრული არტისტებისთვის

ძირითადად, როდესაც ხელოვნების ნიმუში იყიდება პირველადი ტრანზაცქიის შემდეგ ის და მასთან დაკავშირებული ფულადი მოგებები აბსოლუტურად მყიდველის საკუთრებაა. NFT-ის შემთხვევაში კი პირველადი ტრანზაქციის შემდეგაც ერგება თავდაპირველ მეპატრონეს ყოველი გაყიდვის წილი.

NFT-ები აძლევენ შემქმნელებს საშუალებას რომ დამატებითი ღირებულება & საჭიროება გამოიმუშაონ; ისევე როგორც თვალი ადევნონ მომავალ გაყიდვებს და მიიღონ მათგან გარკვეული წილი.
ეს კონცეფცია ჰონორარის სისტემას გავს, მაგრამ განსხვავებული ფაქტორი ავტომატური ტრექინგია, ე.ი საჭირო აღარაა მესამე პირის ჩართვა. NFT-ების შემთხვევაში ეს პროცენტული განაკვეთი ავტომატურად გროვდება და იგზავნება ყოველი გაყიდვისას დეცენტრალიზირებული ბლოქჩეინით.


როგორ დავიწყოთ NFT-ის ხმარება

თუ გრაფიკული დიზაინერი ხართ ალბათ გაინტერესებთ როგორ გარდაქმნათ თქვენი ნამუშევრები NFT-ებად, რა პროცესის გავლა მოგიხდებათ და რამდენი დაგიჯდებათ.

პირველ რიგში გჭირდებათ ETH (კრიპტო-ვალუტა რომელიც ყველა ტრანზაქციისთვის საჭიროა Ethereum-ზე) და ethereum-ის საფულის დამზადება. შემდეგ უნდა გამოიკვლიოთ NFT ბაზრები, იმისთვის რომ გაარკვიოთ რომელი მათგანია თქვენი პროდუქციისთვის ზედგამოჭრილი.

როცა პლატფორმას აირჩევთ, NFT-ის მოჭრა დაგიჯდებათ დაახლოებით 70-100 დოლარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუ თქვენი NFT გაიყიდება დამატებით "gas" გადასახადი დაგეკისრებათ, რომელიც მუდამ ცვალებადია.

მას შემდეგ რაც NFT-ს მოჭრით უნდა გაარკვიოთ რა საწყის ფას დაადებთ და როგორი იქნება იმ ჰონორარის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც მიიღებთ. ამის შემდეგ NFT-ის ონლაინ რეკლამირება "drop"-ით თქვენზეა. ამ ყველაფრის შემდეგ კი შეგიძლიათ უბრალოდ აუქციონის შედეგებს დაელოდოთ.





რატომ ყიდულობს ხალხი NFT-ებს?

ხალხი უკვე დიდი ხანია ყიდულობს ისეთ ურთიერთშემცვლელ საკოლექციო ნივთებს როგორებიცაა: ნახატები, სპორტული სუვენირები, კლასიკური მანქანები და ა.შ. თუ თქვენც დაინტერესებული ყოფილხართ ასეთი აქტივობებით გეცოდინებათ რომ მედიატორი ექსპერტებისთვის გიწევთ სერვისის მოთხოვნა რომ შეამოწმონ ამა თუ იმ საკუთრების ვალიდურობა.

NFT-ები სწორედ მსგავსი ინტერესის ხალხისთვისაა. ასეთი სივრცე ციფრულ სამყაროში აქამდე არ არსებობდა. NFT-ებმა კი, როგორც საკოლექციო ნივთების ციფრულმა ვარიანტებმა, შეცვალეს სიტუაცია. მათ შემთხვევაში ბლოქჩეინი დამატებით მოქმედებს როგორც ვერიფიკაციის სისტემა და მყისიერადვე შესაძლებელია ამა თუ იმ საკუთრების წარმომავლობის გაგება. იმის გათვალისწინებით რომ მათ შეუძლიათ ხელოვნური საჭიროება შექმნან ბაზარზე კოლექციურ ხასიათსაც იძენენ მომხმარებლის გადმოსახედიდან. პლიუს შეიძლება მათი, როგორც პროგრესულად მზარდი ღირებულების ელემენტის, გამოყენება.


დარჩება თუ არა NFT რელევანტურად?

ამ სტატიაში მოკლედ მოგახსენეთ იმ უპირატესობების შესახებ, რომლებიც NFT-ებს აქვთ ციფრულ ბაზარზე. მათი მახასიათებლების გამო ეს მთლიანი სისტემა მომხმარებლების ინტერესებზეა აგებული. შესაბამისად ზუსტად არავინ იცის ეს მორიგი კრიპტო ინოვაციაა რომელიც დროებითაა მოდაში თუ საკუთრების მიმოცვლის ცალკეული სისტემა, რომელსაც მუდამ ექნება თავისი ვრცელი ბაზა.

იკა

იკა