Alexa myGO

სიახლეები

5 მარტივი წესი თქვენი დიზაინის უფრო ეთიკურად მოსამზადებლად
09 ნოემბერი 2021     182

5 მარტივი წესი თქვენი დიზაინის უფრო ეთიკურად მოსამზადებლად

ყოველი დიზაინი კეთდება გარკვეული მიზნებისთვის და გარკვეული ადამიანისთვის ან ადამიანებისათვის. შესაბამისად დიზაინი არის მედიუმი რომელიც ამავდროულად გარკვეული კომუნიკაციაცაა (იმ შემთხვევაშიც კი თუ საკუთარი თავისთვის ვამზადებთ დიზაინს). დიზაინის ელემენტების არსებობა ან არ-არსებობა ერთგვარი ინფორმაციაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას დასკვნები გამოვიტანოთ ნამუშევრის ხარისხზე. არ არსებობს კარგი მიზეზი იმისა რომ უგულებელყოფილი იქნას ეს ეთიკური კომპონენტები. მითუმეტეს რომ თუნდაც პატარა დეტალები ბევრად მნიშვნელოვან გამოხატულებას იძენენ ესეთ მედიუმში.

პირველ რიგში ინფორმაცია არ უნდა ცდილობდეს მომხმარებლის მოტყუებას, ანუ არ უნდა იყოს ყალბად შელამაზებული, უფუნქციო ან მიზნისგან განსხვავებული ფუნქციებით. აუცილებელია იმის აღნიშვნა რომ მთავარია რა მოტივით აკეთებთ იმ საქმეს რასაც აკეთებთ.
ამ სტატიაში გთავაზობთ 5 გზას რომლის მეშვეობითაც გაუმჯობესდება თქვენი სამუშაო პროცესიც და თვითონ ნამუშევარიც.





1. ფოკუსი გააკეთეთ მიზანზე

თუ თქვენ მიზნად ისახავთ გარკვეული ინფორმაციის (ბრენდის ისტორია, სპეციალური შეთავაზებები, განცხადება) მიწოდებას მომხმარებლამდე მაშინ საშუალება, რომლითაც ამას აკეთებთ უნდა გადმოსცემდეს ამ მოტივს რაც შეიძლება ცხადად და აშკარად. შესაბამისად არასაჭირო დეტალები ან უკანა ფონზე უნდა გადავიდეს დიზაინში ან საერთოდ არ იყოს მისი ნაწილი.
ასეთი დეტალების მაგალითებია:

  • ინტრუზიული Pop-up-ები & sidebar-ები
  • მენიუს არასწორ ადგილას ან არასწორი გზით გამოყენება
  • დამალული ელემენტები
  • ინტრო (splash) გვერდები


2. აირჩიეთ სუფთა განლაგება

კარგი ვებ გვერდის დიზაინი უნდა გთავაზობდეთ ცოცხალ, ბალანსირებულ ინფორმაციის ცვლას - მაგრამ უადგილოდ მოთავსებული ხაზები, ტექსტები და ასოები ამ განხრით გარკვეულ რისკს წარმოადგენს. მაგ:

ზედმეტად დიდი ან პატარა ფონტი
ულინკოდ ხაზგასმული ტექსტი
ძალიან პატარა ღილაკები ეკრანზე
არასწორი ფერის კონტრასტი (მაგ ლურჯი ასოები შავ ფონზე)


3. აირჩიეთ სასიამოვნო ფონტები

ზედმეტად ბევრი ფონტის გამოყენება იწვევს კოგნიტურ პრობლემებს აღქმასთან დაკავშირებით. რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი დიზაინი უფრო არასასიამოვნო იერს მიიღებს. ეს განსაკუთრებით ეხება Script ფონტებს (ან "ხელით დაწერილ" ფონტებს) რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ გვერდის მნახველების რაოდენობაზე.


4. აარიდეთ ზოგ ანიმაციას თავი

ისეთი რაღაცეები როგრიცაა: დამალული ჩაკეცვის ღილაკები, მოციმციმე/მბჟუტავი შუქი და სიშიშვლე უარყოფითად მოქმედებენ მომხმარებლის გამოცდილებაზე. ეს ყველაზე მეტად ნახსენებს შუქს ეხება ეპილეფსიური შეტევების საშიშროების გამო.

წამში სამ განათებაზე მეტი უკვე სარისკოა ასეთი ადამიანებისთვის, შესაბამისად აუცილებელია რომ ეს გათვალისწინებული იქნეს დიზაინში.


5. გაამარტივეთ ნავიგაცია
ანალოგია რომ მოვიხმაროთ, თქვენი ვებ გვერდის დიზაინის სტრუქტურა უფრო უნდა გავდეს წყანრ მდინარეს ვიდრე ჭაობს. ზედმეტი ვარიანტის შეთავაზება მომხმარებლითვის დამაბნეველი და არასასიამოვნოა, შესაძლოა კი საერთოდ ინტერესის დაკარგვაც გამოიწვიოს.



საჭიროა ეთიკური დიზაინის პრაქტიკა

მორალური იმპერატივების სამყაროში აუცილებელია სწორი მიზეზებით და მიზნებით გაკეთება იმ ნებისმიერი საქმის რომელიც გევალებათ. მორალი არა მხოლოდ გარკვეული წესებია არამედ სამყაროსთან მიმართებაც, მისთვის შეხედვის საშუალებაც.

იკა

იკა