Alexa myGO

სიახლეები

4 ვებ დიზაინის პრინციპი რომელიც არასდროს არ უნდა უგულებელყოთ
04 ნოემბერი 2021     194

4 ვებ დიზაინის პრინციპი რომელიც არასდროს არ უნდა უგულებელყოთ

ვებ დიზაინი ხელოვნებაცაა და მეცნიერებაც. რამდენადაც ნიჭიერი არ უნდა იყოთ და რამდენადაც განვითარებული არ უნდა იყოს თქვენი შემოქმედებითი უნარები ამ სფეროში, არის პრინციპები რომლის გვერდზე გადადება არ ღირს.
ამ ყველაფრის მაგალითად Snapchat-ი შეგვიძლია ავიღოთ. ხელახალი დიზაინის შემუშავების შემდეგ ამ კომპანიას ბევრი პრობლემა შეექმნა მომხმარებლის კომფორტთან დაკავშირებით, ზუსტად იმიტომ რომ ეს პრინციპები დაარღვიეს. მაგალითად, მნიშვნელოვანია, CTA ღილაკების ზუსტად შერჩევა (და არა, სიტყვაზე, ფერის გამო მათი შემუშავება); ასევე აუცილებელია გარკვეული წესების მიყოლა, რომ იდენტური პრობლემები არ შეგექმნათ.

რა თქმა უნდა ბევრი დიზაინერული პრინციპია რომლის გათვალისწინებაც ღირს თუმცა ჩვენ გთავაზობთ 4 პრინციპს, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გვგონია.


პრინციპი #1: ფიტის კანონი

მარტივი ენით, ფიტის კანონი გვეუბნება რომ დრო რომელიც საჭიროა ისრის საჭირო ადგილამდე მისატანად არის დისტანცია გაყოფილი საჭირო ადგილის ზომაზე. შესაბამისად პატარა სამიზნე დიდი დისტანციაზე არასასურველია. და პირიქით - დიდი სამიზნე პატარა დისტანციაზე კარგი პრაქტიკაა.

თუ თქვენი ელემენტების ზომის გადიდება არ შეგიძლიათ მაშინ ყველანაირად შეეცადეთ რომ შეამციროთ დისტანცია რომელიც საჭიროა რომ ისარმა "გაიაროს."




პრინციპი #2: ნევრალური ადაპტაციის კანონი

CTA-ს ფერები საკმაოდ საკამათო თემაა ვებ დიზაინის სამყაროში; ზოგი თვლის რომ წითელი ფერია მათთვის ზედგამოჭრილი, ზოგი ლურჯს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც სტაფილოსფერს. თუმცა უკეთ როცა გაიგებთ ნევრალური ადაპტაციის კანონს ამას ყურადღებას აღარ მიაქცევთ.

ორი სიტყვით, ეს კანონი გვეუბნება რომ დიდი ხანი გარკვეული სტილუს აღქმა იწვევს მის დაბლოკვას/უგულებელყოფას გონებაში. რაც ბუნებრივია თქვენი - როგორც დიზაინერის - საქმეზე მოქმედებს. მაგ: თუ თქვენი დიდი გაყიდვების გვერდი სავსეა შავი ფერის სქემით CTA-ს შავად გაკეთებაც არაა ჭკვიანური გადაწყვეტილება. ბუნებრივია მომხმარებელი ეჩვევა ფერს და CTA თვალში აღარ ხვდებათ, შესაბამისად მას აიგნორებენ.

გამოსავალიც მარტივია შეეცადეთ ძლიერი კონტრასტი შექმნათ ძირითად ელემენტებსა და CTA-ს შორის.


პრინციპი #3: ჰიკის კანონი

ამ კანონის სახელი ვილიამ ედმუნდ ჰიკისგან მოდის, ჰიკის კანონი კი გვეუბნება რომ ის დრო, რომელსაც მომხმარებელი ხარჯავს გარკვეული გადაწყვეტილების მისაღებად, შეთავაზებული ვარიანტების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. შესაბამისად ვარიანტების მომატება იწვევს დროის მომატებასაც.

ეს ცოტა ბუნდოვნად ჟღერს თუმცა შეგიძლიათ შემდეგ ფაქტებს დააკვირდეთ რომ უკეთ გაიაზროთ ამ კანონის მნიშვნელობა:

  • 1 წამიანი შეყოვნება იწვევს ბრუნვის (conversion) 7%-ით შემცირებას.
  • ერთი უჯრის მოშორება ბრუნვის 50%-ით მომატებას იწვევს
  • ონლაინ აპლიკანტების 60% თავს ანებებენ ანკეტის შევსებას მისი სიგრძის ან სირთულის გამო


შესაბამისად თუ გინდათ რომ ბრუნვა გაიზარდოს რაც შეიძლება მარტივად გასაგები უნდა იყოს ინფრომაცია და ზედმეტი ალტერნატივები არ უნდა ფიგურირებდეს. მხოლოდ ის ვარიანტები შესთავაზეთ მომხმარებლებს, რომლებიც პრიორიტეტულია.




პრინციპი #4: ვებერის ძლივს შესამჩნევი განსხვავების კანონი

Snapchat-ის დიზანის განახლება იმდენად დიდი კრახი იყო რომ Kylie Jenner-მა, მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მომხმარებელმა, დიდი პროტესტი გამოთქვა მის შესახებ, რაც კომპანიას 1.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

Snapchat-მა ზუსტად ვებერის ძლივს შესამჩნევი განსხვავების კანონი დაარღვია, რამაც გამოიწვია მსგავსი უარყოფითი რეაქციები.

ვებერის კანონში "ძლივს შესამჩნევი განსხვავება" გულისხმობს იმ ტიპის ერთეულს რომელიც საჭიროა რომ განსხვავება სენსორულად აღქმული იყოს. თუ განსხვავება ძლივს შესამჩნევია, მასზე შესაძლოა რეაქცია საერთოდ არ ქონდეს მომხმარებელს. თუ პირიქით - რადიკალურია ამას შეიძლება ძლიერი გამოხმაურება მოჰყვეს.

შესაბამისად, რეკომენდირებულია რომ თქვენი, როგორც დიზაინერის, კარიერაში, იმ შემთხვევაშიც თუ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავთ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა გააკეთოთ. ასეთი ეტაპობრივი მიდგომა მოგცემთ შემდეგი ნაბიჯების გაანალიზების საშუალებას, და ასევე მოგაწვდით იმ ტიპის უკუკავშირს, რომელიც შეგიძლიათ პროდუქტიულად მოიხმაროთ.

იკა

იკა