NFT ბაზრები
24 იანვარი 2022     2982

NFT ბაზრები



რითი გამოირჩევა NFT? პირველ რიგში, როგორც წინა ბლოგში ავღწერეთ, NFT არის უნიკალური ციფრული ელემენტი, რომელსაც მხოლოდ მისი ფლობელი ფლობს. ეს კონკრეტული NFT მთელი მისი ისტორიით blockchain-ზე ინახება; მასზე მოხვედრის შემდეგ შეუძლებელია NFT-ს კოპირება ან მისით მანიპულაცია, თუმცა გაცვლა შესაძლებელი რჩება

განუყოფელი: ასევე, NFT-ს უფრო პატარა ნაწილებად დაშლა შეუძლებელია, მხოლოდ არის მთლიანი NFT-ს შეძენის ვარიანტი.
ძირითადად ეს NFT-ები პატარა ნაკრებებშია ერთად თუმცა იმისათვის, რომ ორიგინალურობა შენარჩუნებული იყოს ბევრი NFT არ გხვდება ერთსა და იმავე ნაკრებში.

NFT-ს ისტორია
პირველი NFT-ს ფორმა 2012 წელს გამოვიდა, მისი მიზანი კი Bitcoin-ის ფუნქციონალის გაზრდა იყო ტოკენების შეთავაზებით, რომლებიც ბლოქჩეინზე საკუთრების პროცენტული წილის რეპრეზენტატიულები იყვნენ.

- მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი Counterparty-ს შექმნა იყო 2014 წელს, რომელიც Bitcoin-ის იმ პლატფორმაზე დაშენებული P2P ფინანსური პლატფორმაა (open source), რომელზეც ციფრული საკუთრებების გაცვლა არის შესაძლებელი.

NFT-ების ბუმი 2017 წელს CryptoPunk-ების გამოშვებას მოყვა Ethereum-ის ბლოქჩეინზე. CryptoPunk-ები სხვადასხვა პერსონაჟები არიან (სულ 10 000 ცალი), რომლების ყიდვაც თავისფულად შეგეძლოთ მათი შექმნის შემდეგ. დღეს ყველაზე იაფი მათგანი დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ღირს, ყველაზე ძვირი კი 7 მილიონი.

-2017-ში ამ დროისთვის, NFT-ების ახალი კომპლექტი გახდა პოპულარული (Cryptokitties); ეს არის თამაში სადაც შეგიძლიათ კნუტების აყვანა, გამრავლება და გაცვლა.



ტოპ NFT ბაზრები

NFT მარკეტი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, კერძოდ, 2021 წლის პირველ ტრიმესტრში 2.5 მილიარდი დაგროვდა გაყიდვებში.
მარკეტებზე ციფრული ხელოვნების კოლექციური ნივთები, თამაშების ელემენტები, ვიდეოები და მსგავსი ცვლადები იყიდება.


NFT-ები და მათი გამოყენება

NFT-ები გამოიყენება ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: ხელოვნება, მოდა, გეიმინგი, დაზღვევა, ფინანსები, უძრავი ქონება

- ხელოვნება: მარკეტი ციფრული ნახატებისთვის
NFT-ები აძლევენ საშუალებას მფლობელებს რომ ციფრული ხელოვნების ნიმუშს დაუკავშირონ მფლობელობის დამადასტურებელი მოწმობა. ნელ-ნელა ეს სფერო იმდენად პოპულარული გახდა რომ JPEG ფორმის საკუთრება მარტში (2021 წელს) 69 მილიონ დოლარად დაიყიდა.

- მუსიკა: მუსიკოსების ახალი შემოსავლის წყარო
NFT-ის მიმაგრება სიმღერაზე ან ალბომზე შესაძლებელია ციფრული ვერსიის შექმნით. ეს ბუნებრივია მუსიკოსებს დამატებით ფსეუდო-მედიუმს სთავაზობს პასიური შემოსავლის გამოსამუშავებლად. მაგ: ერთ-ერთმა ჯგუფმა 2 მილიონი მიიღო გაყიდვებით NFT-ების გამოყენებით (Kings of Leon).

- გეიმინგი: NFT-ების ძალიან პოპულარული ინდუსტრია
ბლოქჩეინზე სხვადასხვა ტიპის თამაშების ნახვა შეგიძლიათ, მაგალითად Cryptokitties რომელიც ვახსენე. მათ შორის ყველაზე პოპულარული პოკემონის მსგავსი Axie Infinity არის. თამაშის დასაწყებად საჭიროა მინიმუმ 3 axie (ანუ პატარა არსებები). ყოველ მათგანს განსაკუთრებული ძალები და თვისებები აქვს. მათი შეგროვება და გაზრდა შეგიძლიათ ისევე როგორც ერთმანეთთან შებრძოლება ან გაცვლა. თამაშის პროცესში აგროვებთ ტოკენებს, რომლების გაყიდვაც მომავალში შეგიძლიათ. Axie-ს დაახლოებით ასი ათასი აქტიური საფულე აქვს დარეგისტრირებული.
NFT-ები ტიპურ თამაშებშიც გამოიყენება; რამდენიმე კომპანია აძლევს მოთამაშეებს საშუალებას რომ გარკვეული skin-ები იყიდონ NFT-ს სახით. ამ სფეროში NFT-ებს შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ სიტუაცია და მომავალში არ იქნება გასაკვირი ისეთი AAA თამაშების გამოსვლა, რომლებიც NFT-ებზე აწყობილები იქნებიან.



- მოდა: გამოიყენეთ NFT-ები ტრანსპარენტულობისთვის და მიკვლევადობისთვის, რომ უფრო სანდო ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ თქვენსა და თქვენს მომხმარებელს შორის
მოდაში NFT-ები ერთგვარ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენება. მიწოდების ხაზების აკურატულობის დადგენა ზუსტად ჩანიშნული მონაცემების ხარჯზე ხდება შესაძლებელი. კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ ციფრულ პასპორტებს პროდუქტის ყიდვისთანავე. ეს პასპორტები ავთენტურობის & საკუთრების დამადასტურებელი მოწმობებია. ასეთი ელემენტი აძლევს კომპანიას საშუალებას რომ თითოეულ მყიდველთან უფრო სპეციფიური ურთიერთობა წამოიწყოს ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი.


NFT-ს რისკები

სხვადასხვა ბაზრების ფილოსოფიური/ეთიკური კომპონენტები უფრო და უფრო აქტუალური საკითხი ხდება, ჩვენ შემოგთავაზეთ როგორც შესავალი ამ სფეროში, ასევე რამდენიმე პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობა შეგეძლებათ პროექტის განვმალობაში.

თქვენთვის არ იქნება გასაკვირი რომ ამ პოპულარულობას თან სდევს სკამერების მომრავლებაც. "Evolved ape", 10 000 ციფრული პრიმატის კოლექცია (რომელიც 2.7 მილიონ დოლარად გაიყიდა) ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. შემქმნელმა როგორც კი თანხა მიიღო მაშინვე გაუჩინარდა.



ასევე პრობლემებია ეკოლოგიურობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად NFT-ები ძალიან ბევრ ნახშირბადს გამოყოფენ თითო ჭრაზე (კონკრეტულად მთლიან ციკლზე 210 კილოგრამი გამოიყოფა დაახლოებით რაც მანქანით 800-ზე მეტი კილომეტრის გავლის ტოლფასია). NFT-ს ეს ასპექტი უმნიშვნელოვანესია იმის გათვალისწინებით რომ კლიმატურ კატასტროფასთან გვაქვს საქმე.


შესაძლებლობებით სავსე ბაზარი

NFT-ს ძალიან ბევრი გამოყენება არსებობს უკვე და მომავალშიც ეჭვი არაა სხვადასხვა სფეროებში განვითარების და ფესვების გადგმის. NFT-ის კომერციალიზაციის საშუალებები უამრავია თუმცა მას თან ახლავს სერიოზული პრობლემები, რომლებიც ჯერ-ჯერობით უფრო სახიფათოს ხდის მათ გამოყენებას ვიდრე დასაშვებია.

იკა

იკა