რა არის DeFi?
20 იანვარი 2022     2971

რა არის DeFi?

თუ თქვენ დიანტერესებული ხართ კრიპტო-ვალუტით მაშინ აუცილებელია იცოდეთ DeFi-ს შესახებ, რომელიც კრიპტოს პოპულარულობის მატებასთან ერთად უფრო აქტუალური საგანი ხდება.

დეფინიცია

DeFi დეცენტრალიზირებული ფინანსების შემოკლებაა. თავისთავად მოიცავს peer-to-peer (ანუ მესამე პირის გარეშე ორ პირს შორის) ფინანსურ სერვისებს საჯარო ბლოქჩეინზე, ძირითადად ეთერიუმზე.

DeFi-თი შესაძლებელია დაახლოებით იმავე საქმის კეთება რასაც ტრადიციულად ბანკები აკეთებენ, მაგ: პროცენტის დაგროვება, სესხება, სესხის მიცემა, დაზღვევა, დერივატივების და საკუთრებების გაცვლა. თუმცა ეს ბევრად სწრაფად და დამატებითი ბიუროკრატიული მოთხოვნილებების გარეშე კეთდება; არც მესამე პირია საჭირო.



რატომ არის DeFi მნიშნელოვანი?

DeFi Bitcoin-ის შაბლონს იღებს და მას დამატებით ანვითარებს, ქმნის Wall Street-ის ციფრულ ვერსიას, თუმცა ზედმეტი რესურსების გარეშე (ოფისები, გადასახადები, ხელფასები). DeFi ცდილობს გამოიყენოს უფრო ღია და ნაკლებად რეგულირებადი გარემო იმისთვის რომ მას გარკვეული ფორმა მისცეს, შეინარჩუნოს ამ მიდგომის პლიუსები ისე რომ არ დააზარალოს მომხმარებელი.


რა უპირატესობები აქვს DeFi-ს?

  • საჯაროობა: არაა საჭირო დამატებითი საბუთები რომ ანგარიში გახსნათ. შეგიძლიათ პირდაპირ გქონდეთ სერვისებზე წვდომა საფულის შექმნით.
  • ანონიმურობა: არ გესაჭიროებათ თქვენი სახელის, იმეილის ან პერსონალური ინფორმაციის გაზიარება
  • მოქნილობა: შეგიძლიათ თქვენი საკუთრება სადაც გინდათ იქ გადაიტანოთ დამატებითი ლოდინის, მოთხოვნების, დადასტურების ან თანხის გადახდის გარეშე.
  • სისწრაფე: საპროცენტრო განაკვეთი და ბონუსები სწრაფად და ხშირად იცვლება ტრადიციულ ბანკებთან შედარებით.
  • გამჭვირვალობა: ყველას შეუძლია ტრანზაქციების მთელი სიის ნახვა (კომპანიები ამის საშუალებას იშვიათად იძლევიან)




როგორ მუშაობს იგი?

DeFi-სთან შეხება მომხარებელს ძირითადად dapps-ით (დეცენტრალიზირებული აპლიკაციებით) აქვს, რომლებიც ეთერიუმის ბლოქჩეინზე არის. ტრადიციულ ბანკთან შედარებით არაა საჭირო ფორმის შევსება ან ანგარიშის გახსნა.

OSSCHain Multi-Chain Crypto Wallet გთავაზობთ DeFi-ს რამდენიმე ტიპის გამოყენებას:

  • სესხის მიცემა: შეგიძლიათ თქვენი კრიპტო გადასცეთ სხვას იმისთვის რომ პასიური შემოსავალი გქონდეთ. ყოველ წუთს და არა ყოველ თვეს
  • სესხის აღება: შეგიძლიათ სესხი დამატებითი საბუთების გარეშე იმწამსვე აიღოთ; რაც ბუნებრივია არ გვხვდება ბანკებში
  • გაცვლა: Peer-to-peer ტიპის გაცვლა შეგიძლიათ სხვადასხვა კრიპტო საკუთრებების დაახლოებით ისევე როგორც აქციების, ისე რომ ბროკერების დაქირება არ ხდება საჭირო
  • ანაბარები: თქვენი კრიპტოს ანაბარად გადაქცევა შეგიძლიათ პასიური მოგებისთვის, რაც სწორ დროს, სწორი კრიპტო-ვალუტის არჩევით უკეთეს პროცენტებს გთავაზობთ ვიდრე ბანკი
  • დერივატივების ყიდვა: მოკლე ან გრძელვადიანი ფსონები შეგიძლიათ დადოთ სხვადასხვა საკუთრებებზე.

რა მინუსები აქვს DeFi-ს?

  • ტრანზაქციის ცვალებადი პროცენტული მაჩვენებელი ნიშნავს რომ თქვენი აქტიური ტრეიდინგი შესაძლოა ძვირი დაჯდეს
  • ძირითად შემთხვევებში, მცირე გამონაკლისების გარდა, თქვენი ინვესტიცია საკმაოდ მერყევი იქნება. პროცენტული მაჩვენებელი მუდამ მოძრაობს
  • აუცილებელია საგადასახადო აღრიცხვის თქვენს მიერვე წარმოება იურიდიული მიზნებისთვის.
  • ეს სფერო ნაკლებად რეგულირებადია ამ ეტაპზე, შესაბამისად მეტ რისკთან არის დაკავშირებული ლეგალური გარანტიის გარეშე.



DeFi საკმაოდ თავისებურია თავისი რისკებით და უპირატესობებით. ჩვენ, MyGo, კი ვცდილობთ დაგეხმაროთ უკეთესად გამოიყენოთ სხვადასხვა კრიპტო სერვისები იმისთვის რომ რამდენადაც შესაძლებელია თავი აარიდოთ მასთან დაკავშირებულ პრობლემებს

იკა

იკა