Alexa myGO

სიახლეები

რა არის ბლოქჩეინი?
22 ნოემბერი 2021     148

რა არის ბლოქჩეინი?

ჩვენ უკვე განვიხილეთ ისეთი თემები როგორებიცაა: NFT & NFT ბაზრები, DeFi, ERC20 და ა.შ. ამ ბლოგში კი - გვსურს უფრო ფუნდამენტალურ ნაწილებს მივაქციოთ ყურადღება.

ბლოქჩეინის მახასითებლები

Bitcoin ქსელია რომელიც პროტოკოლზე მუშაობს, ამ პროტოკოლის სახელი კი - ბლოქჩეინია. ძირითადად თვითონ Bitcoin და ბლოქჩეინი სინონიმურად იყო აღქმული გარკვეული დროის განვმალობაში.

თუმცა პატარა დროის შემდეგ ბლოქჩეინი განვითარდა და ჩამოყალიბდა ცალკეულ კონცეფციად; რისი შედეგიცაა ათასობით ახალი ბლოქჩეინი რომელიც მგავს კრიპტოგრაფულ ტექნიკებზეა აგებული. როდესაც დღეს ხალხი ხმარობს ამ სიტყვას ისინი ან ზოგადად ბლოქჩეინის ცნებას გულისხმობენ ან რომელიმე კონკრეტულ ბლოქჩეინზე მიუთითებენ, მაგალითად, მასზე რომელზეც ეთერიუმი მუშაობს.

დევიდ ფლოიდის ანალიზის მიხედვით ბლოქჩეინის ტექნოლოგიის ელემენტარული საფუძვლები საკმაოდ მარტივი აღსაქმელია. ნებისმიერი ბლოქჩეინი შედგება დაყოფილი ინფორმაციის ერთი ჯაჭვისგან, რომელიც ქრონოლოგიურადაა დალაგებული. პრინციპში, ეს ინფორმაცია შესაძლოა იყოს ერთების და ნულების ჯაჭვიც, რაც ნიშნავს რომ ის შეიძლება შეიცავდეს იმეილებს, კონტრაქტებს, საქორწინო სერტიფიკატებს, აქციების გაცვლის შესახებ ინფორმაციას, ა.შ. ეს ნიშნავს რომ ორ პირს შორის გარიგება (თუ შეთანხმდებიან პირობებზე) შესაძლოა ისე მოხდეს რომ მესამე პირი საერთოდ არ იყოს საჭირო. პოტენციალს ზუსტად ამაში ხედავენ კრიპტო-ვალუტით დაინტერესებული პირები, რადგან ეს აძლევთ მათ შესაძლებლობას სერვისები და თანხები გაცვალონ სურვილისამებრ არასაჭირო ჩარევების გარეშე. რაც ბუნებრივია ხანხდახან აუცილებელიცაა. ზუსტად აქ არის როგორც დიდი პოტენციალი ასევე დიდი რისკიც.



მიუხედავად იმისა რომ Boitcoin-ის მიზანი როგორც ღირებულების შემნახველი სისტემის ასევე გადახდის სისტემის ფუნქციების შესრულებაა, ეს არ ნიშნავს იმას რომ მას დამატებითი სხვა გამოყენებები არ შეიძლება ქონდეს. ეთერიუმის პროექტის მთავარი მიზანი არის ისეთი პლატფორმის შენარჩუნება სადაც სმარტ კონტრაქტები ფუნქციონირებს; შესაბამისად ეს პლატოფრმა არის დეცენტრალიზირებული ფინანსური პროდუქტების სამყარო სადაც არც მესამე პირები არც დამატებითი გადასახადები ან პოტენციური ინფორმაციის პრობლემები ხშირად არ ფიგურირებს.

ამ კომპონენტებმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების ყურადღებაც მიიპყრეს (ისევე როგორც კომპანიების); ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მთელ კრიპტო-სამყაროში მათთვის წესით ბლოქჩეინის ტექნოლოგია უნდა ითვლებოდეს.

Bitcoin-ის შემთხვევაში ინფორმაცია ბლოქჩეინზე უბრალოდ გაცვლებს შეეხება. ეს ერთგვარი სიაა. X პირმა გადაურიცხა კოინები Y პირს რომელმაც Z-ს გადაურიხცა და ასე შემდეგ. ასეთი აღრიცხვების შედეგად ყველამ აქვს სიტუაციაზე წარმოდგენა. მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც რომ არაა საჭირო ეს გაცვლები ადამიანებს შორის ხდებოდეს.

ყველას და ყველაფერს შეუძლია ქონდეს Bitcoin-ის ქსელზე წვდომა ნებისმიერი მახასიათებლის ან ნიშან-თვისების მიუხედავად (რომელიც თვითონ დაკავშირებას არ ეხება). ეს თავისთავად ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას ქმნის.



არის თუ არა ბლოქჩეინი უსაფრთხო

ბლოქჩეინის ტექნოლოგია რამდენიმე კუთხით ახერხებს დეცენტრალიზირებული უსაფრთხოების მიღწევას. პირველ რიგში ახალი ბლოკები მუდამ თანმიმდევრულად და ქრონოლოგიურად ინახება, ანუ ისინი ყოველთვის ბოლოში ემატებიან ბლოქჩეინს. მას შემდეგ რაც ბლოკი დამატებულია ძალიან რთულია მისი ინფორმაციის შეცვლა თუ ქსელის მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი კონსესუსს არ აღწევს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ რომ თითოეული ბლოკი შეიცავს საკუთარ hash-ს, რომელიც წინა ბლოკის hash-თან არის დაკავშირებული ისევე როგორც დროის მონაცემებთან. Hash კოდები მათემატიკური ფუნქციის მიერ შემქნილი ხელსაწყოებია, რომლებიც ციფრულ ინფორმაციას გარდაქმნიან ციფრებისა და ასოების ჯაჭვში. თუ ეს ინფორმაცია რამენაირად მაინც იცვლება hash კოდიც ავტომატურადვე იცვლება.

ჰაკერების საშიშროება

თუ, ვთქვათ, ჰაკერი მოინდომებს node-ის გააქტიურებას ბლოქჩეინზე და კრიპტო-კოინების მოპარვას სხვებისგან, ეს ცვლილება აისახება მთლიან ბლოქჩეინზე. დანარჩენ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და შეადარონ ჰაკერის ბლოქჩეინი დანარჩენებისას.

ასეთი ჰაკერი წარმატებული რომ იყოს მას მოუწევს ერთდროულად ბლოქჩეინის 51%-ის (ან მსგავსად დიდი პროცენტული მაჩვენებელის) გაკონტროლება იმისთვის რომ დანარჩენების დათანხმება შეძლოს რომ მისი ასლი არის ლეგიტიმური. ამგვარი შეტევა მოითხოვს ძალიან ბევრ დროს და რესურსებს, რადგან შესაცვლელი იქნება უმარავი ბლოკი ისევე როგორც დროის მონაცემები.

ნახსენები ცვლილების დაფიქსირება მაინც დიდი შანსია რომ არ გამორჩებოდა ხალხს, ეჭვი არაა რომ ისინი "hard fork-ს" გაუკეთებენ მსგავს ვერსიას. რაც დამთავრდება იმით რომ ახალი ვერსიის ღირებულება საგრძნობლად დაეცემა და აღარც ჰაკერს გამოადგება. Bitcoin-ი სპეციალურად არის შემდეგნაირად აგებული რომ ინდივიდუალ პირებს უფრო მეტი მოტივაცია ქონდეთ ქსელში ჩაბმის ვიდრე ფულის მოპარვის (თუმცა ფინანსური მანიპულაცია მაინც ხშირია).



ინფორმაციის დაცულობა

ბლოქჩეინის სხვა სახელი "distributed ledger-ია" (ანუ განაწილებული ანგარიში) რომელიც ხაზს უსვავს განსხვავებას ასეთ ტექნოლოგიასა და კარგად შენახულ Word დოკუმენტს შორის. Bitcoin-ის ბლოქჩეინი განაწილებულია, ანუ ყველას შეუძლია მისი გადმოწერა, საჯაროა. თუმცა ეს ცოტა პრობლემური ხდება როდესაც საქმე გვაქვს ბლოქჩეინის განახლებასთან, რადგან არ არსებობს ცენტრალური ავტორიტეტი რომელიც თვალს ადევნებს სხვადასხვა გაცვლებს. ამიტომ თვითონ მონაწილე პირები ქმნიან გაცვლის მონაცემების ბლოკებს.

მაგალითად მომხმარებელმა 112HJG2H233UI4HHJHR334 გაუგზავნა 0.0021637 კოინი მომხმარებელ 1276WYEDG3ED3737788 11 ნოემბერს, 12:00-დან 12:10-მდე. ეს ასოების და ციფრების კომბინაცია არის მისამართების შემცვლელი. თუ თქვენ უშიშროებიდან ხართ ან უბრალოდ ძალიან ინფორმირებული ბრძანდებით შეგიძლიათ გაიგოთ ვინ არის ამ შიფრის უკან. არასწორია ის ზოგადად აღიარებული აზრი რომ Bitcoin-ის ქსელი ანონიმურია, თუმცა ზოგი გაცვლა და წინასწარ მომზადება მათთვის ბევრად რთულს ხდის ამ ყველაფერს.

იკა

იკა