როგორ ხდება Bitcoin-ის მაინინგი?
20 იანვარი 2022     3457

როგორ ხდება Bitcoin-ის მაინინგი?



რა არის Bitcoin-ის მაინინგი?

Bitcoin-ის მინინგი არის ახალი bitcoin-ის შექმნის პროცესი პაზლების ამოხსნით. ის შედგება კომპიუტერული სისტემებისგან რომელიც სპეციალიზირდებიან მათემატიკური თავსატეხების ამოხსნაში. პირველი Bitcoin-ის მაინერი, რომელიც ამოხსნის ამ თავსატეხს, საჩუქრდება შესაბამისი კოინებით. მაინინგი ასევე ადასტურებს ტრაზაქციებს კრიპტო-ვალუტის ქსელში და ხდის მათ უფრო სანდოს.
თავდაპირველად მაინინგი ძირითადად CPU-ს მეშვეობით ხდებოდა ჩვეულებრივ დესკტოპ კომპიუტერებზე; თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების გამო ეს პროცესი ძალიან ჭიანურდებოდა. ამის გამო დღესრეობით მაინინგი ხდება დიდი მაინინგ მარაგების მეშვეობით რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზეა გადანაწილებული. აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ ეს პროცესი საშინლად არაეთიკურია გარემოს მნიშვნელოვნად დაბინძურების გამო. ამიტომ Bitcoin-ის მაინერები ცდილობენ ისეთი ადგილებიდან სადაც წიაღისეული საწვავის მეშვეობით სრულდება საქმე გადავიდნენ ისეთ ადგილებში სადაც მწვანე ენერგია მოიხმარება. იმ კლიმატური კატასტროფის გამო რომელიც ადამიანებმა გამოვიწვიეთ და მოგველის თუ არაფერი შეიცვლება (მეცნიერების 99% თანხმდება ამაზე) აუცილებელი ხდება ახალი საშუალებების პოვნა.



ჯეიკ ფრანკენფილდის ანალიზის მიხედვით, როგორც ოქროს ვიღებთ სხვადასხვა საბადოებიდან ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით ბიტკოინის მაინინგიც მასშტაბიანი სისტემების ხარჯზე ხდება, რომლებიც ძალიან გვანან მონაცემთა ცენტრებს. Bitcoin-ის ალგორითმი აგენერირებს სხვადასხვა პაზლებს იმისათვის რომ ამ სისტემებმა ამოხსნან ისინი და ახალი კოინები მივიღოთ.
ამ მათემატიკური პრობლემების ამოხსნას კიდევ ერთი პლიუსი აქვს - კრიპტო-ვალუტის ქსელი ხდება უფრო სანდო ტრანზაქციის ინფორმაციის დადასტურებით. ისინი ადასტურებენ ტრანზაქციების ერთ მეგაბაიტს - ანუ ერთ ბლოკს. თეორიულად ასეთი ტრანზაქცია მხოლოდ ერთიც შეიძლება იყოს თუმცა უფრო ხშირად საქმე გვაქვს ათასობის მსგავს პროცესთან ერთდროულად. Bitcoin-ის გაცვლის დადასტურების მთავარი მოტივი არის ორმაგი ხარჯისთვის თავის არიდება. დაბეჭდილი ფულით სარგებლობისას ყოველთვის არის გაყალბების რისკი. მაგრამ თუ, ვთქვათ, მაღაზიაში ათლარიანს აძლევთ მოლარეს ეს პირდაპირ გადაეცემა მას ხელში. ციფრული ვალუტის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.



ციფრული ინფორმაციის ასლის შექმნა მეტწილად მარტივია ამიტომ როცა საქმე გვაქვს Bitcoin-თან ან მსგავს კრიპტო-ვალუტასთან ყოველთვის არსებობს რისკი რომ მყიდველი გააკეთებს bitcoin-ის საკუთარ ასლს და გადააგზავნის სხვაგან ისე რომ ორიგინალს დაიტოვებს.
Bitcoin-ის ტრანზაქციები გროვდება ბლოკებში, რომლებიც მატდება ინფორმაციის ცენტრში, ე.წ ბლოქჩეინში. მთლიანი ნოდები Bitcoin-ის ქსელში ინახავენ სხვადასხვა ჩანაწერებს და ადასტურებენ გაცვლებს. Bitcoin-ის მაინერები ტვირთავენ ბლოქჩეინის მთლიან ისტორიას და ალაგებენ ვალიდურ გაცვლებს ბლოკში. თუ ეს ბლოკი მიღებულია დანარჩენი მაინერებისგან მაშინ ეს მაინერი იღებს საკუთარ ბლოკს.


Bitcoin-მა გაანახევრა მისი მაინინგის ჯილდო მესამეჯერ 2020 წლის მაისში (12-იდან 6-მდე ჩამოვიდა). ეს ყოველ 210,000 ბლოკში ერთხელ ხდება ან დაახლოებით 4 წელიწადში.
გადასახადები/ჰონორარები დამატებითი კიდევ ერთი მოტივაციაა მაინერებისთვის ამ პროცესში. მაინერები საჩუქრდებიან გარკვეული რაოდენობის კოინებით რომლებსაც ქსელის მომხმარებლები სთავაზობენ მათ. ეს გადასახადები უზრუნველყოფს ამ პროცესის გაგრძელებას იმისთვის რომ ქსელი სტაბილურად მუშაობდეს. ამიტომ ის იდეა რომ Bitcoin აბსოლუტურად უგადასახადოა არ შეესაბამება სიმართლეს. ისევე როგორც ის მოსაზრება რომ ის აბსოლუტურად დაცულია ან რომ შეძლებულ პიროვნებებს მისით მარტივად მანიპულირება არ შეუძლიათ. ან თუნდაც ის რომ კრიპტო-ვალუტა სახელმწიფოსგან აბსოლუტურად განზე დგას.


მიზანი

მაინინგი აძლიერებს Bitcoin-ის ქსელის უსაფრთხოებას და ებრძვის თაღლითობას ტრანზაქციებისთვის საკონტროლო ჯამის გამოთვლით. მაინინგისთვის დანარჩენი მომხმარებლები, როგორც ავღნიშნეთ, ასაჩუქრებენ მაინერებს ახალ მოჭრილი/დამაინერებული კოინებით.


დეტალები

Hash არის მაინინგის ქვაკუთხედი. Hash ფუნქცია იღებს რაიმე არბიტრარულ მონაცემებს და გარდაქმნის მას ახალ ელემენტად. თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა (როგორც წინა ბლოგში ვახსენეთ) რომ ნებისმიერი მონაცემის შეცვლა მიღებული ელემენტის შეცვლასაც იწვევს.



ვთქვათ, ვინმე X ურიცხავს Y-ს 10 BTC. Bitcoin-ის ანგარიში ამ ინფორმაციას დაახლოებით შემდეგნაირად ინახავს "X -> 10 -> Y." თუმცა ვინმეს რომ მოუნდეს ძალიან მარტივად გადააკეთებს 10-ს 20-ად. ქსელს ჭირდება რაიმე ხელსაწყო რომლის მეშვეობითაც გადაამოწმებს ეს ჩანიშნული ვერსია ლეგიტიმურია თუ არა - ზუსტად აქ გვჭირდება მაინინგი.

როცა X უხდის Y-ს ამ 10 BTC, მაინერები Bitcoin-ის ქსელში დაა-hash-ებენ ტრანზაქციას და მიიღებენ დაახლოებით მსგავს კოდს "jhr2374yt3t4y834r384rtyh34thh34rgf8743g5t73f8347ff3." თუმცა მაინინგს აქვს აუცილებელი მოთხოვნა რომ მიღებული hash უნდა იწყებოდეს 0-ების გარკვეული კომბინაციით (რომელიც დამოკიდებულია ქსელის hash სისწრაფეზე). ამიტომ მაინერები რაიმე პატარა დეტალს შეცვლიან იმ ფორმაში, რომელიც ჩვენ წარგიდგინეთ "X -> 10 -> Y 12345." შემდეგ ისინი მას თავიდან დაა-hash-ებენ და გადაამოწმებენ მიიღეს თუ არა მსგავი კომბინაცია; თუ არა - თავიდან შეასრულებენ ამ პროცესს სანამ თანმიმდევრულობას არ დაალაგებენ.

როცა სწორი hash მიიღება მაშინ ტრანზაქციაც და hash-იც ინახება საჯარო ანგარიშში; თუ კი ვინმე შეეცდება მის შეცვლას მაშინ hash არ ჩაჯდება როგორც საჭიროა და ქსელის მომხმარებლებიც მიხვდებიან რომ ეს ბლოკები არალეგიტიმურია (Dansuke).

აი ზუსტად ამიტომ "Bitcoin-ის მაინინგი" არც ისე ზუსტი აღწერაა ამ პროცესის როგორც "Bitcoin-ის ტრანზაქციების უსაფრთხოება."

იკა

იკა