Alexa myGO

სიახლეები

Bitcoin-ის რისკებისთვის მომზადება
12 ნოემბერი 2021     169

Bitcoin-ის რისკებისთვის მომზადება

Bitcoin-ის სწრაფმა განვითარებამ სპეკულატორების ყურადღება მიიქცია. 2019-2020 წლებში 300%-იანი ზრდა ნელ-ნელა რეკორდულ მაჩვენებლამდე მივიდა ( 68,000) ნოემბერში.

ჯეიმს ფრანკენფილდის აზრით, ზუსტად ამიტომ ბევრი Bitcoin-ს უყურებს როგორც ინვესტირების საშუალებას და მეორეხარისხოვნად მიიჩნევს მას როგორც გაცვლის მედიუმს. თუმცა გარანტირებული ღირებულების არ არსებობის და მისი ციფრული ბუნების გამო Bitcoin-ის გამოყენება ასოცირდება სხვადასხვა რისკებთან. ჩვენ ამ რისკებს უფრო ზოგად ჭრილში შევეხეთ, ამ ბლოგში კი ვეცდებით უფრო კონრეტულად განგისაზღვროთ სხვადასხვა საშიშროებები რომ მოახერხოთ ამ პლატფორმის უფრო მშვიდად გამოყენება.

ციფრული ვალუტის იდეა ბევრად უფრო ახალია ვიდრე სხვა მსგავსი გადატრიალება ფულთან დაკავშირებით ამიტომ გასაკვირი არაა რომ დეცენტრალიზებულმა ფინანსურმა პროცესებმა მიიქციეს FINRA, SEC & CFPB-ს ნაირი ინსტიტუციების ყურადღება (სხვა მრავალს შორის).

Bitcoin-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი მისი უპირატესობაცაა: უამრავი გარიგება არის მაღალი რისკის და ამავდროულად მაღალი ჯილდოს შემცვლელი. ასეთ კონტრასტს სხვაგან ადვილად ვერ იპოვით.



რეგულატორული საშიშროებები

Bitcoin-ი შეიქმნა იმისათვის რომ გაეწია სახელმწიფო უწყებებისთვის კონკურენცია ამ სფეროში, წარემართა განცალკევებული ტრანზაქციები, რომლებიც ხანდახან გათეთრებით, გადასახადების არიდებით ან სხვა არალეგალური აქტვივობებით მთავრდებოდა. აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი რომ ჩინეთის მსგავსად ქვეყნები ცდილობენ მის რეგულაციას ან აკრძალვას.

მაგალითად, 2015 წელს, ნიუ-იორკის ფინანსურმა დეპარტამენტმა შემოიღო რეგულაციები $10,000-ზე მეტი ოდენობის ტრანზაქციებზე, რომელიც ითვალისწინებს ყველა მონაწილე პირის იდენტობის მონაცემების შენახვას.

ძირითადად Bitcoin-ს უყურებდნენ როგორც დროებით shorting-ის საშუალებას, თუმცა ცუკერბერგის სამომავლო გეგმების გათვალისწინებით კრიპტო-ვალუტა როგორც ჩანს უფრო პერსპექტიულია.



უსაფრთხოების რისკი

Bitcoin-ის მომხარებლთა უმეტესობას არ გამოუმუშავებია კოინები მაინინგით; ისინი ყიდიან და ყიდულობენ ამ და სხვა კოინებს სხვადასხვა კრიპტო-პლატოფორმების საშუალებით

რადგან კრიპტო-გარიგებები ციფრულია ჰაკერებს და ვირუსებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის თაღლოთობის საშუალება. თუ ამ აქტივობებით დაინტერესებულ პირს აქვს თქვენს კომპიუტერის hard drive-ზე წვდომა მას შეუძლია თქვენი პირადი დაშიფვრის კოდი მოიპაროს და გადაიტანოს კოინები სხვა ანგარიშზე. ამისთვის თავის არიდება შესაძლებელია თუ თქვენი მოწყობილობა (რომელზეც კოინებია) არ არის ინტერნეტთან დაკავშირებული.

ჰაკერები ასევე ცდილობენ თვითონ Bitcoin-ის გაცვლის პლატფორმებზე შეტევებს. მაგ 2014 წელს იაპონიაში Mt. Gox-ის დეაქტივაცია მოხდა იმიტომ რომ მილიონობით კოინები მოიპარეს.

ეს განსაკუთრებულად დიდი საშიშროება იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ტრანზაქცია პერმანენტულია. როგორც ქეშის შემთხვევაში, თუ ფულს უშუალოდ არ დაგიბრუნებენ თქვენ არ გაქვთ საშუალება რომ იურიდიულ პირს ან პოლიციას დაუკავშირდეთ ამის შესახებ. ამიტომ უშუალოდ პლატფორმის არჩევასაც დიდი მნიშნელობა აქვს.



დაზღევის საშიშროება

ზოგი ინვესტიცია დაზღვეულია SIPC-ით, ჩვეულებრივ ბანკები კი - FDIC გარკვეულ დონემდე (გააჩნია იურისდიქციას). დამატებით, ბანკების შემთხვევაში ხშირია bail out-ები ამიტომ ამ მხრივ საკმაოდ უსაფრთხოდ ხართ, განსაკუთრებით ზოგიერთ ქვეყანაში.

Bitcoin-ს არ აქვს მსგავსი ტიპის ფედერალური ან სახელმწიფო პროგრამის პრივილეგია. თქვენ ხართ საკუთარი თავის დაზღვევაზე პასუხისმგებელი. აუცილებელია მენტალურად მოემზადოთ იმისთვის რომ მსგავსი პრობლემები თქვენც შეგექმნათ. Bitcoin-ის მომხმარებელთა უმეტესობას არ უნდა მკაცრი რეგულაციები, ეს კი თავისთავად ითვალისწინებს მეტ რისკებს, ნაკლებ უსაფრთხოებას, შეღავათს, დაზღვევას, კომფორტს.


თაღლითობის რისკი

მიუხედავად იმისა რომ ბიტკოინი ხმარობს პირად დაშიფრულ კოდს იმისთვის რომ დაადასტუროს მფლობელის ვინაობა და დაარეგისტრიროს ტრანზაქციები, თაღლითები და სკამერები მაინც ახერხებენ ყალბი კოინების გაყიდვას. ყოფილა როგორც Ponzi scheme სიტუაციები ასევე მარკეტ მანიპულაციაც, ა.შ.

ყოველთვის გადაამოწმეთ კომპანია, რომელიც კოინებს გთავაზობთ. შეგიძლიათ თუ არა მათი იდენტიფიკაცია, აქვთ თუ არა გრძლევადიანი გეგმები, გაძლევენ თუ არა გაყიდვის საშუალებას, რამდენად მერყევია მათი ფასები, აქვთ თუ არა ფუნდამენტალური გაგება ამ სივრცის, ა.შ.


ბაზრის საშიშროებები

2013 წელს Bitcoin-ი დაეცა 61%-ით ერთ დღეში, 2014-ში კი 80%-ით. ასეთი ვარდნები შესაძლოა მომავალშიც შეგვხვდეს, ამას ვერავინ გამორიცხავს, თუმცა გრძლევადიანი ინვესტიციის გამო წესით სიხშირემ უნდა დაიწიოს.

"Bubble"-ის საშიშროება ამ სფეროში ყოველთვის იგრძნობა, თუმცა ეხლა, Meta-ს გეგმების გათვალისწინებით, ალბათ ყველაზე პერსპექტიული და ამავდროულად იმედიანი მომავალი უჩანს კრიპტო-ვალუტას.

მოვლენების განვითარება შესაძლოა საინტერესო და ბევრისთვის მომგებიანიც აღმოჩნდეს. ჩვენთვის კი - მნიშვნელოვანია ჩვენმა მომხმარებლებმა მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც დასჭირდებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.

იკა

იკა