გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა

გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა
12 აგვისტო 2023     3115

გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა

გრაფიკული დიზაინი ითვალისწინებს ბევრ სხვადასხვა ელემენტს, რომელთა თავმოყრაც ბევრად ადვილია უკეთესი ორგანიზაციით და კარგად სტრუქტურირებული გეგმებით. ზოგადად, გამართული შრომითი პროცესი დაგეხმარებათ პროექტების სრულყოფაში.

რენე ფლეკის მიხედვით კარგი შრომითი პროცესი პირველ რიგში ხასიათდება ინფორმაციის მზარდი მიმოცვლით, რომელიც ითვალისწინებს როგორც მომხმარებლების მოთხოვნებს ასევე თქვენი თანამშრომლების სისუსტეების და ძლიერი მხარეების ამოცნობას. მიუხედავად იმისა freelancer ხართ თუ დიდი გუნდის შემადგენელი ნაწილი ეს რჩევები იმედია დაგეხმარებათ თქვენი შრომითი პროცესის გაუმჯობესებაში.


ნაბიჯი #1: ბრიფი

პირველადი გრაფიკული დიზაინის ბრიფი დაგეხმარებათ პროექტის მოცულობის და მნიშვნელობის უკეთ გაგებაში, რაც თავიდან აგარიდებთ შეცდომებს და დაბნეულობას.
შემდეგი დეტალები აუცილებელია შეკრული ბრიფისთვის:

  • მომხმარებლის კომპანიის დეტალები
  • მომხმარებლის ბრენდის გაიდლაინები
  • სამიზნო აუდიენცია
  • მოლოდინები
  • პროდუქტის ტიპი
  • თაიმლაინის მაილსტოუნობად დაყოფა
  • ბიუჯეტი
  • მსგავსი სამუშაოს მაგალითები



ნაბიჯი #2: გამოიკვლიეთ თემა

თქვენი ბრიფი უნდა იყოს განსაზღვრული სხვადასხვა გამოკვლევებით. თემის გამოკვლევა თავისთავად ნიშნავს სხვადასხვა მნიშნელოვანი ინფორმაციის გამოყენებას რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების და დიზაინის პროცესის უკეთესად გაგებაში.

თქვენი მიზნობრივი აუდიენციის გაგება დაგეხმარებათ რელევენტური და ღირებული დიზაინის შექმნაში.

გამოკვლევის ჩატარების საკმაოდ ეფექტური გზა კონკრენტების დიზაინების ანალიზია; ეს საჭიროა ბაზრის გამოსაკვლევად, თქვენი მინუსების უკეთ აღსაქმელად და პოტენციული ინოვაციების დასანერგად.



ნაბიჯი #3: მოამზადეთ თქვენი იდეების სკეჩი

შემდეგი ნაბიჯი თქვენი გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის მარტივი სკეჩია. მათი მომზადება შესაძლებელია როგორც ციფრულად ასევე ხელით. ზოგ დიზაინერს ურჩევნია ხელით სკეჩების მომზადება ნაკლები დამატებითი ფაქტორების გამო. ბუნევრივია თქვენი სურვილისამებრ ჯობს აირჩიოთ

აღსანიშნავია ისიც რომ სკეჩები არის იდეების წყარო და არა თავისთავად ღირებული ხელოვნების ნიმუშები, ამიტომ ჯობს ისინი ინტრუმენტალურად გამოვიყენოთ.


ნაბიჯი #4: უკუკავშირის გათვალისწინება

თუ პროფესიონალი ხართ, ცვლილებების შეტანა დიზაინში უკუკავშირის შემდეგ გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის აუცილებელი ნაწილი ხდება. თუმცა პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ რამდენად ღირებულია ის კრიტიკა რომელსაც გთავაზობენ.

დამატებით გჭირდებათ დროში ჩატევის პოტენციალის გათვალისწინება. მომხმარებელთან ამ საკითხის გავლა აუცილებელია, მათ უნდა შეეძლოთ ამ კრიტერიუმის პატივისცემა. თუ ეს საკითხი არ მოგვარდება დიდი ალბათობით მთელი პროექტი ბევრად უფრო არასასიამოვნო პროცესად იქცევა.

ასევე მნიშვნელოვანია პირველადი მონახაზის მიხედვით ეტევით თუარა დროში. მომხმარებელთან უნდა დაიჭიროთ ისეთი ტიპის ურთიერთობა რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ გარკვეულ შემთხვევებში მისაღები იყოს უარის თქმა ამა თუ იმ თემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე, დიდი ალბათობით, უკმაყოფილო დარჩებით; პროექტი კი ბევრად არასასიამოვნო პროცესად იქცევა.

თუ კრიტიკა კონსტრუქტიულია და შეგიძლიათ დროშიც ჩატევაც არაა აუცილებელი იმწუთასვე დაიწყოთ ამ ყველაფრის შესრულება. ზოგი მომხმარებელი მარტივად იცვლის აზრს. ამიტომაც, კარგი იდეა ერთი ორი დღით დალოდება და ხელახლა დადასტურება იმ ფაქტის რომ ეს ცვლილება მართლაც მისაღებია მომხმარებლისთვის.

ზოგადად არც თუ ისე იშვიათია მომხმარებლისგან მუდმივად სხვადასხვა ცვლილებების შეტანაზე საუბარი. ამიტომ გარკვეული საზღვრების დაწესება ურთიერთობის დასაწყისშივე გონიერი იდეაა.

ასევე ყურადღება მიაქციეთ დედლაინებს. პროექტის დროზე დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია პროექტის წარმატებულობის. ყოველთვის ეკონომიურად დაგეგმეთ მომავალი და წინასწარ შეეცადეთ გაითვალისწინოთ პრობლემური პერიოდები.



ნაბიჯი #5: პროექტის დასრულება

პროექტის ბოლო ფაზებში ექსპერიმენტების დრო აღარაა. ამ პერიოდში დროა გაიდლაინების მოთხოვნების დაკმაყოფილების განსაზღვრა. შეესაბამება თუ არა შედეგები თქვენს დასახულ მიზნებს, არის თუ არა პროექტი მომხმარებლისთვის სასურველ ფორმატში.

გაიუმჯობესე შენი სამუშაო პროცესი დღესვე

კარგი გრაფიკული დიზაინის სამუშაო პროცესი დაგეხმარებათ ორგანიზირებაში და მენეჯმენტში, პლიუს გექნებათ თქვენი სამიზნე შედეგის ვიზუალიზაციის საშუალებაც. ხოლო მომხმარებელთან - კი, როდესაც კოლაბორაცია გუნდის წევრებს შორის მაღალ დონეზეა, ბევრად ადვილია კომუნიკაცია და პრობლემებისთვის თავის არიდება.

შედეგი? ნაკლები შეცდომები, რესურსები, დროის ხარჯვა. მეტად კმაყოფილი მომხმარებელი. წარმატებული პროექტი.

იკა

იკა