Alexa myGO

სიახლეები

რატომ არის Bitcoin-ის ფასზე პროგნოზირება არასაფუძვლიანი?
16 ნოემბერი 2021     149

რატომ არის Bitcoin-ის ფასზე პროგნოზირება არასაფუძვლიანი?


თუ Bitcoin-თან ოდესმე შეხება გქონიათ, დიდი ალბათობით, ცნობილი ადამიანებისგან გაგიგიათ ძალიან რადიკალური წინასწარმეტყველებები, პროგნოზები და დაპირებები ამა თუ იმ კრიპტო-ვალუტის ფასის ვარდნაზე ან მატებაზე.

ასეთი შეფასებების უმეტესობა სტატუს-კვოს აბსოლუტურ შეცვლაზე აკეთებს აქცენტს; მაგ: Bitcoin-ი $150,00 გახდება! ან საერთოდ გაუფასურდება.

ბუნებრივია ნებისმიერი ასეთი თუ მსგავსი პროგნოზების მოსმენისას ჯობს სკეპტიკურად შევხედოთ მათ. იმის გათვალისწინებით რომ ფასების ანალიზი ძალიან რთულია, ხანდახან შეუძლებელი, როდესაც ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ ეს ძირითადად დაკავშირებულია არა-ანალიტიკურ მიზეზებთან; მეტწილად, საკუთარი ფინანსური მიზნებისთვის პოპულარულობის მომატების ან ჩაკვლის მცდელობით.

ზოგადად რომ გადახედოთ წარსულში მსგავს პროგნოზებს "ექსპერტებისგან" ისინი ძალიან იშვიათად მართლდება. ხალხსაც მხოლოდ ის შემთხვევები ახსოვს, რომლებიც გამართლდა (Confirmation bias). რაც იწვევს დამატებით მსგავს პროგნოზებს ამ "ექსპერტებისგან", ისინი კი - ბუნებრივია არ მართლდება.



ანალიზი

ნეითან რეიფის მიხედვით, ფასებთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველთვის აწყდებიან ანალიზის პრობლემას, იმის გათვალისწინებით რომ მსგავსი ინფორმაცია ძალიან რთული მოსაპოვებელია. ძალიან მაღალი ფასი, რა თქმა უნდა, იწვევს ინვესტორების ინტერესს. ვისაც, სიტყვაზე, $0.01 უჭირავს არაა რთული დავარწმუნოთ რომ ის გადაიზრდება ათობით ათას დოლარში; ამის დაჯერება მათთვის ერთგვარი იმედის საწინდარია. თუმცა, ხშირ შემთხვევებში ასეთ დაპირებებს მოყვება იმედიანი ადამიანების მიერ დამატებითი ფულის შემოტანა. სადაც ბუნებვრივია იწყება ლატარიის პრინციპით მოქმედება.

მაკროეკონომისტი პიტერ ტჩირის მიხედვით ასეთი შეფასებები, კონკრეტულად Bitcoin-თან მიმართებაში უსაფუძვლოა. ტჩირი ადანაშაულებს წამყვან პირებს ამ სფეროში არა-დამაჯერებელი არგუმენტების გამოყენებაში. მისი აზრით ისინი დიდი ალბათობით ამას აკეთებენ იმიტომ რომ Bitcoin-ის წარმატება (ზოგადად კრიპტოსი) მათთვის სასურველია პირადი ინვესტიციების გამო.

ცნობილი ეკონომისტი პოლ კრუგმანი კი მიიჩვენვს რომ Bitcoin-ი ბაბლია (bubble). თუმცა ისეთი ბაბლი რომელიც დიდ ხანს გასტანს.



ეს იმას არ ნიშვნავს რომ კრიპტო-მილიონერების რიცხვი უფრო და უფრო არ იმატებს, ან თუნცაც იმ ხალხის რომელმაც მალევე გადაწყვიტა ამ სფეროში ინვესტიცია და გამდიდრდა. მაგრამ ერთია ამ ყველაფრის აღიარება და განსჯა და მეორეა "permabull" (ინვესტორი რომელიც მუდმივად ისე იქცევა თითქოს მისი საკუთრება ფასში მოიმატებს) მიდგომის როგორც ანალიტიკური გამოკვლევის წარმოდგენა.


ახალი სფეროს სირთულეები

"წინასწარმეტყველები" გვერდზე რომ გადავდოთ, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც რომ თვითონ კრიპტო-ვალუტის სფერო თავისთავად ძალიან რთული გასაანალიზებელია. ისეთი წარმატებული დეველოპერებიც კი, რომლებიც მთელი დღე სხვადასხვა კოინებით, ტოკენებით, კომპანიებით და მათთან დაკავშირებული მოვლენებით არიან დაკავებულები მაინც აწყდებიან ძალიან დიდი სირთულეებს ანალიზთან დაკავშირებით.



ვთქვათ, ერთ ადამიანს მართლაც აქვს საშუალება რომ ეს ინფორმაცია მთლიანად გაფილტროს, ამოიღოს მისთვის მნიშვნელოვანი დეტალები, ჩამოაყალიბოს პირობები და დასკვნები, მას მაინც მოუწევს იმ ფაქტთან გამკლავება რომ ეს ინდუსტრია ახალგზარდაა და ზოგადად არაა ნაცადი, კვლავწარმოებული მოდელები, თეორიები და სტრატეგიები რომლებიც დაეხმარებიან მას დააკავშიროს დღევანდელი სიტუაცია მომავალს მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვით.

თუნცაც ფასების ანალიზი წარმატებული გამოდგეს, მისი მეთოდოლოგია გამართული იყოს, მაინც შეუძლებელია ყველა ცვლადის გათვალისწინება. შესაძლოა ცოტა ხანში კრიპტო-სამყაროში აღმოაჩინონ ფაქტორი, რომელიც ბევრად დიდ როლს თამაშობს ვიდრე აქამდე ვინმეს წარმოედგინა. ეს კი იმას ნიშნავს რომ მსგავს შეფასებებს ყოველთვის სკეპტიკურად უნდა მივუდგეთ და ძირფესვიანად გამოვიკვლიოთ ის მიზეზები რის გამოც ინვესტორები თვლიან რომ მათი პროგნოზები გამართლდება.

იკა

იკა