Alexa myGO

სიახლეები

Back-end დეველოპერობის მნიშვნელოვანი უნარები
16 ნოემბერი 2021     131

Back-end დეველოპერობის მნიშვნელოვანი უნარები

IT სექტორი დატივრთულია ბევრი სხვადასხვა ტიპის დეველოპერებით რომლებც განსხვავებულ ენებში და ტექნიკებში სპეციალიზირდებიან. ძირითადად ისინი სამ კატეგორიად იყოფიან: Front-end, Back-end & Full stack.

იმის გათვალისწინებით რომ ამ პროფესიებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ არაა გასაკვირი რომ ისინი უფრო და უფრო მეტ სახელს იხვეჭენ. შესაბამისად ჩნდება მოტივაცია დეველოპერული უნარების გაღრმავების, რაშიც იმედია ეს ბლოგი დაგეხმარებათ.


რას ნიშვნავს Back-end დეველოპერობა?

ნებისმიერი ვებ გვერდის გადახედვისას მხოლოდ ხილვადი ეფექტები, ანუ Front-end დეველოპერების სამუშაო, არის მხოლოდ აშკარა. თუმცა უშუალოდ ფუნქციონირებისთვის და სასიამოვნო ნავიგაციისთვის საჭირო ხდება Back-end დეველოპერების ნამუშევრები.

Back-end დეველოპერად ითვლება ის თანამშორმელი რომელიც პასუხისმგებელია ფონურ ტიპის სამუშაოზე, ვებ გვერდის გამართულ ოპერირებაზე. თუ Front-end გარეგნობაა, Back-end ჩონჩხი და კუნთებია.

Back-end დეველოპერი არის მთავარი ძრავა, რომელიც პასუხისმგებელია ბიზნეს ლოგიკაზე Software-ის აპლიკაციასთნა მიმართებაში.

ასეთი აქტივობებია მაგალითად შეკვეთა რეალურ დროში. დამატებით, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მთლიანი საქმე სერვერული მხრიდან კეთდება.

ასეთი ტიპის დეველოპერის მთავარი ფოკუსი მონაცემთა ბაზაა, ვებ გვერდის არქტიტექტურა სქრიფთინგთან ერთად. მათ მიერ დაწერილი კოდი ამყარებს კომუნიკაციას მონაცემთა ბაზასა და ბრაუზერს შორის.

ამის მარტივი მაგალითი ის ბლოგია რომელსაც თქვენ ეხლა კითხულობთ. კონტენტი Back-end დეველოპერის საშუალებით აღწევს თქვენამდე ხოლო დიზაინი რომელსაც ხედავთ ნიჭიერი Front-end დეველოპერის დამსახურებაა ;)

შესაბამისად, Back-end-ის უმნიშნელოვანესი ნაწილია მომხმარებლის უზრუნველყოფა იმ კუთხით რომ მათი მოთხოვნები რაც შეიძლება მალე დაკმაყოფილდეს.

ნებისმიერი სისტემის ხერხემალი ზუსტად ის უნარებია, რომლებიც ამ ტიპის დეველოპერებს აქვთ.



Back-end დეველოპერის როლები

Back-end დეველოპერი პასუხისმგებელია ვებ აპლიკაციის ფუნქციონალზე, სისწრაფეზე და ეფექტურობაზე. ეს ნიშნავს რომ თქვენ ხართ ვებ გვერდის შექმნის ლოგიკაზე და მის ადეკვატურ მუშაობაზე ორიენტირებეული.

ეს შესაძლებელია ისეთი პროგრამული ენების გამოყენებით როგორებიცაა: Ruby, Python & PHP.

MySQL, PostgreSQL-ის საშუალებით კი ისინი მონაცემთა ბაზებს და მონაცემთა შენახვის საკითხებს აგვარებენ. მაგ: ამ ტიპის დეველოპერების საქმეა საგადახდო სისტემის უზრუნველყოფა ინფორმაციის ცვლით, ისევე როგორც გადახდის აღმნიშვნელი ცვლილებებით.

ინფორმაციის კონფიდენციალურობა ისევე როგორ მარაგის მართვა არის ორი უმნიშნელოვანესი ფუნქცია, რომელიც Back-end-ს აკისრია. API-ს მენეჯმენტი და სხვადასხვა სისტემების ანალიზიც დამეტებით შედის მათ ფუნქციონალში. ეს მოთხოვნადია framework-ების აშენებისთვის, ალგორითმების დანერგვისთვის და სისტემების პრობლემების აღმოფხვრისთვის.



ვებ დეველოპმენტის ენები

Back-end დეველოპერებს ძირითადად ძალიან კარგი სცოდნა სჭირდებათ C++-ის, Ruby Java-სი. სია ყოველ წელს იზრდება პრაქტიკულად.

ენა უნდა იყოს იმ პროექთან ერთად თანხვედრაში რომელზეც მუშაობთ, გინდ API-ს ქმნიდეთ გინდ მონაცემთა ბაზას. სერვერული პროგრამირების ენების ცდონა გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ კუთხით.

Crampete გთავაზობთ ჩამონათვალებს იმ ენებისა, რომლებიც შესაძლოა Back-end დეველოპერებისთვის გამოსადეგი იყოს (ან აუცილებლად არის):

Java - ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ენად მისი მრავალფუნქციურობის გამო ისევე როგორც კოდების აქტივირების სხვადასხვა პლატფორმებზე; თუმცა ეს პოპულარულობა მხოლოდ დესკტოპის მომხმარებლებს ეხებათ.

PHP - ენა რომელსაც ვებ გვერდების 80%-მდე ხმარობს. ადვილად კომპილირებადი, ძალიან ბევრი რესურსებით. ადვილია მონაცემების მოგროვება, კონტენტის გენერირება დინამიურ გვერდზე, cookies მენეჯმენტი და დესკტოპ აპლიკაციების წერა. Facebook, Viber არის PHP-ს მომხმარებლებს შორის.

.NET & VB .NET - ვებ აპლიკაციის framework-ია რომელიც გამოიყენება ვებ გვერდების გაკეთებაში სხვადასხვა ენების გამოყენებით (Visual Basic, C#...). ის ბიზნეს სექტორში ცნობილია სტაბილურობით და სანდოობით. VB იმ პროგრამირების ენებს შორისაა რომლებიც GUI-ს ხმარობენ კოდის მოდიფიკაციისთვის. VB-ს რეალურ დროში მოხმარების საშუალება გვეძლება მობილური და დესკტოპ აპლიკაციების ისევე როგორც თამაშების შექმნისას. Microsoft, Stack, Starbucks ხმარობენ ამ ენას.

Ruby - პოპულარული ვებ დეველოპმენტის ენაა რომელიც ზედგამოჭრილია მარტივი პრობლემების სხვადასხვა ხელსაწყოებით გადასაჭრელად. მისი რეალურ დროში მოხმარება ჩანს კვლავწარმოებული დავალებების ავტომაციაში, პროტოტიპების შემქნაში, ვებ და მობილური აპლიკაციების გაკეთებაში და ა.შ. Airbnb, Kickstarter, Scribd ხმარობენ მას.

Python - მისმა მრავალფეროვნებამ მას დიდი სახელი მოუტანა, მითუმეტეს რომ ის უფრო ადვილი გასაგებია ვიდრე სხვა პროგრამირების ენები. პითონის უდიდესი უპირატესობაა კროს-პლატფორმული გამოყენება, მარტივი ვებ დეველოპმენტი, shell scripting და სწრაფი აუტომაცია. მას ხმარობენ Netflix, Mozilla, Uber, Quora, Pinterest.

Node.js - ითვლება რომ ამ ენამ რევოლუცია მოახდინა Back-end-ში მისი შესრულების დონის გამო. მას უპირატესობას ანიჭებენ მაღალი სიხშირის მოკლე მესიჯების პროცესირების დროს. ეს უვლის გვერდს ორი სხვადასხვა ენის გამოყენებას Back & Front end-ში. Netflix, Nasa, Ebay იყენებენ მათ.



Back-end დეველოპერის ხელფასი

Front-end-თან შედარებით ხელფასი დაბალია თუმცა აშშ-ს ოფიციალური ინფორმაციით წელიწადში მედიანული ხელფასი $72,000-ია. თუმცა კარიერაში წინსვლის შედეგად $100,000-მდე ადის.


შეჯამება

ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ეს პოზიცია და მასთან დაკავშირებული თავისებურებები იმისათვის რომ თქვენ უფრო ჩამოყალიბებული წარმოდგენა გქონდეთ Back-end დეველოპერებზე, რომელთაც Front-end-ისგან განსხვავებით დამოიკიდებლად მუშაობის საშუალებაც აქვთ.

იკა

იკა