Bitcoin-ის განახლება

Bitcoin-ის განახლება
24 იანვარი 2022     3169

Bitcoin-ის განახლება

Bitcoin-მა ეს-ესაა (15 ნოემბერს) მიიღო განახლება რომელიც აძლევს მის ბლოქჩეინს საშუალებას რომ უფრო კომპლექსური ტრაზაქციები შეასრულოს, რაც პოტენციურად მისცემს იმის საშუალებას რომ ეთერიუმს (რომელსაც სმარტ კონტრაქტების პროცესირება შეუძლია) გაუწიოს კონკურენცია ვირტუალური ვალუტის გამოყენების განვრცობით.

როგორც წინა ბლოგში ავღწერეთ სმარტ კონტრაქტები თვით-ოპერირებადი ტრანზაქციებია, რომლის შედეგებიც წინასწარ დაპროგრამირებულ შეყვანილ მონაცემებზეა დამოკიდებული.

Reuters-ის მიხედვით ეს განახლება (რომელსაც Taproot ქვია) Bitcoin-ის პროტოკოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება SegWit-ის შემდეგ (2017). Segregated Witness-მა გაზარდა ბლოკების მოცულობა, შესაბამისად ტრანზაქციების რაოდენობაც რომელიც ბლოკში ეტევა.

ნოელ ეიქსონმა, "Genesis" ბაზრების ინსაითების მთავარმა ხელმძღავენლმა, მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ Bitcoin-ის სამომავლო გამოყენებები მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ დანამატით.

ნოელის მიხედვით უფრო მოხერხებული ტრანზაქციის ტიპები და დაბალი ფასები ხელს შეუწყობს DeFi-ს განვითარებას და NFT-ებს ზოგადად; რაც თავისთავად იმოქმედებს ახალი ინოვაციების ტალღაზე რომელიც დაემატება კრიპტო-ქსელს.

Taproot-ის სიახლეება Bitcoin-ი რეკორდულ მაჩვენებლამდე აიყვანა ($69,000 ნოემბრის 10 რიცხვში); ბოლო ორ თვეში კი ფასი 47%-ით არის გაზრდილი



რა არის Taproot?

Taproot-ის განახლება შედგება სამი სხვადასხვა განახლების შემოთავაზებისგან. თუმცა, მთავარი ფაქტორი ახალი ციფრული ხელმოწერის სქემაა, სახელად "Schnorr", რომელიც Bitcoin-ის ტრანზაქციებს უფრო ეფექტურს და პირადს გახდის. ის ასევე აძლევს ქსელის მომხმარებლებს საშუალებას რომ უფრო კომპლექსური სმარტ კონტრაქტებით ისარგებლონ.


როდის გააქტიურდა ოფიციალურად Taproot-ი?

Taproot-ი ოფიციალურად გააქტიურდა ორშაბათს ბლოკ 709,632-ზე. ბლოექჩეინების ტრანზაქციებს ასწორებენ ჯგუფებად ან ბლოკებად. ყოველი ბლოკი გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციებს შეიცავს.

ამ კონკრეტულ სიახლეზე საუბარი 2016 წლიდან გვესმის და თვითონ Taproot-ის software სექტემბრიდან Bitcoin-ის ნაწილია.



რა გავლენა აქვს მას Bitcoin-ზე?

ეთერიუმის მსგავსად უფრო მეტი სმარტ კონტრაქტის ინტეგრაცია იქნება Taproot-ის ყველაზე გავლენიანი ცვლილება.

ისტორიულად Bitcoin-ი ბევრად შეზღუდული იყო სმარტ კონტრაქტებთან მიმართებაში ვიდრე ეთერიუმი.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ Bitcoin-ი ეხლა ან ოდესმე ისეთივე მოხერხებული იქნება როგორც ეთერიუმი ამ საკითხში, მაგრამ Taproot-ი განსხვავებას ნამდვილად შეამცირებს.


დამატებითი გაუმჯობესებები

Taproot-ი დამატებით აუმჯობესებს უსაფრთხოებას იმ ტრანზაქციის ტიპის დაფარვით, რომელიც აქტიურდება. "Schnorr-ის" ხელმოწერები აადვილებენ უფრო კომპლექსურ გაცვლებს Bitcoin-ის პროტოკოლზე. მაგ: ისეთ საფულეებთან მიმართებაში, რომლებიც რამდენიმე ხელმოწერას მოითხოვენ აღარ გამოირჩევიან/განცალკევდებიან ამ ფაქტორით. რაც, რა თქმა უნდა, ტრანზაქციებს უფრო პირადს ხდის.

ქსელში ტრანზაქციები ასევე უფრო ეკონომიური გახდება ბლოკების მოცულობის ოპტიმიზაციით რაც გაცვლის გადასახადებს დაბლა დაწევს.



რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

Bitwise-ის ქეთრინ დაულინგმა თქვა რომ მსგავსი ტიპის მაღალი დონის გაუმჯობესებები მოქმედებდნენ ინოვაციის ფაზებზე. მან ხაზი გაუსვა რომ წინა მსგავს გადაწყვეტილებას, 2017-ში, მოყვა Lightning ქსელი, რომელმაც უფრო აასწრაფა და გააიაფა Bitcoin-ის გადახდები.

მისი აზრით Taproot-ის განახლება მსგავს ინოვაციებს შემოგვთავაზებს სმარტ კონტრაქტებთან მიმართებაში.

იკა

იკა