Bitcoin-ი & ეთერიუმი კრიტიკულ დონეებს უახლოვდება

Bitcoin-ი & ეთერიუმი კრიტიკულ დონეებს უახლოვდება
24 იანვარი 2022     2858

Bitcoin-ი & ეთერიუმი კრიტიკულ დონეებს უახლოვდება

კრიპტო-ვალუტებმა მთლიანი ბაზრის კრახის შემდეგ ასობით მილიარდი დოლარი დაკარგეს. მთლიანი კრიპტოს ბაზარი $200 მილიარდზე მეტით დაეცა ერთ ღამეში და დავიდა $2.6 ტრილიონამდე, მიუხედავად იმისა რომ იყო $3 ტრილიონის მიღწევის ალბათობა წინა კვირას.

Bitcoin-იც და ეთერიუმიც, მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი კრიპტო-ვალუტა, სუსტ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად, ანალისტები კი თვლიან რომ დიდი ალბათობით სიტუაცია გაუარესდება.

Reuters-ის მიხედვით ბიტკოინი ბოლო დროა $60,000-ია, ყველაზე დაბლა დღის განვმალობაში $58,400-ზე იყო ხოლო ეთერიუმი $4,244, რაც 14%-იანი ვარდნაა პიკიდან ($4,868)



მიზეზები

ამის გამომწვევი, დიდი ალბოთობით, ფულის კეთებაა კოინების გაყიდვით განახლების დროს (რომელზეც ჩვენ მოგახსენეთ წინა ბლოგში). დამატებითი ფაქტორები აშშ-ს მაღალი ინფლაცია და ჩინეთის ახალი დირექტივაა რომ სახელმწიფო უწყებებმა უარი თქვან კრიპტოს მაინინგზე

Bitcoin-ი ფასში გაორმაგდა იანვრის შემდეგ. მისი კორეექცია შესაძლოა ძალიან რადიკალური იყოს თუ $58,000-ს ჩამოსცილდა, როგორც კრეგ ერლამი, Oanda-ს უფროსი ბაზრის ანალისტი იტყობინება Reuters-თან.

ეს დაახლოებით ის პერიოდია როდესაც მან ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვა ოქტომრის ბოლოს და იმის გათვალისწინებით რომ მას შემდეგ ჭირს ნაბიჯების გადადგმა, ეს შესაძლოა უფრო დიდი კორექციის კატალისტი იყოს ერლამის მიხედვით.

Twitter-ის უარი კრიპტოში ინვესტირებაზე და აშშ-ს მთავრობის (SEC) მიერ ბიტკოინის გაცვლის ფონდზე უარყოფითი პასუხი, ორივე ნეგატიურად მოქმედებს ღირებულებაზე.



ანალიზი

არ იქნება გასაკვირი თუ ორმხირივი არასტაბილურობა აღინიშნება $68,000-ის შემდეგ $57,000-მდე.

თუმცა ყველაფერი ცუდად არ მიდის. Staples Centre, რომელიც LA Lakers მასპინძლობს ლოს-ანჟელესის გარეუბანში დღეიდან ცნობილი იქნება როგორც Crypto.com არენა. ეს შეთანხმება სინგაპურულ კრიპტო კომპანიასთან კავშირის შედეგად მიიღწა.



გასული კვირის განვმალობაში აშკარად შეინიშნება ყოყმანი ტრეიდერებს შორის Bitcoin-ის სამომვლო პოზიციებთან დაკავშირებით. საშუალო დაბანდების პროცენტული მაჩვენებელი დაეცა 0.00354%-მდე სამშაბათს, CryptoQuant-ის მიხედვით. რაც სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. შესადარებლად ნოემბერში ის 0.04122% იყო.

ეს ინვესტიციური მაჩვენებელი აღნიშნავს იმ დამოკიდებულებას რომელიც ზოგადად აღინიშნება ბაზარზე Bitcoin-ის მრავალ დერივატივებთან მიმართებაში. პოზიტიური პროცენტული აღმნიშვნელი მიანიშნებს რომ ტრეიდერები long-ს ელოდებიან, ხოლო ნეგატიური აღმნიშნელები - short-ს.

ერთ-ერთი პლიუსი ამ სიახლეებისა არის ის რომ ინდიკატორი ბალანსირებისკენ მიუთითებს, რაც სასიამოვნო სიახლეა მუდმივ long/short ვარიაციებს შორის.

Bitcoin-ის სხვადასხვა პროდუქტებმა მიაღწიეს რეკორდულ მაჩვენებელს $9 მილიარდი დოლარის გამომუშავებით, რომელიც დაგვირგვინდა $151 მილიონით წინა კვირას.

მიუხედავად იმისა რომ შემომავალი პოზიტიურია, სიხშირე შედარებით დაბალია მეორე ფაზაში CoinShares-ის მიხედვით, რაც ნიშნავს რომ დაახლოებით $750 მილიონთან გვაქვს საქმე (პირველი ფაზის $960 მილიონთან შედარებით).



ფასების მერყეობა

AP-ის მიხედვით, Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენგპენგ ჟაო თვლის რომ ბიტკოინის მერყეობა მისი პატარა ბაზრითაა გამოწვეული (განსაკუთრებით თუ ტრადიციულ საკუთრებებს შევადარებთ). რაც უფრო დიდია გარკვეული საკუთრების/აქციების საბაზრო ღირებულება მით ნაკლებად ცვალებადია ფასი. ამაში არაფერია გასაკვირი.

ვთქვათ ჩვენ ვაკვირდებით პატარა კოინს რომლის საბაზრო ღირებულება $10 მილიონი დოლარია. ვინმეს რომ $1 მილიონი გადაეხადა მის საყიდლად ფასი 10%-ზე ბევრად უფრო მეტად გაიზრდებოდა. ეს იმისგანაა განპირობებული რომ ყველა არ ყიდის ამავე კოინს, შესაბამისად მიწოდება კლებულობს ხოლო პოპულარულობა და აღქმული ღიებულება მატულობს.

მაგრამ როცა საქმე გვაქვს $100 ტრილიონიან საკუთრებასთან, $1 მილიონი უკვე ბევრს აღარაფერს ცვლის.

ზოგადად სტრატეგია ინვესტირებასთან მიმართებაში შემდეგნაირია რეკომენდირებული: თუ თქვენ გაგაჩნიათ პასუხისმგებლობები სხვადასხვა ინსტიტუციებთან მიმართებაში ჯობს თქვენი თანხა დააბანდოთ ისეთ სანდო ფონდებში როგორებიცაა ვთქვათ სახელმწიფო ფონდი ან რომელიმე კოკრეტულ ფირმაა (იმის მიხედვით თუ რას გირჩევთ თქვენი ფინანსური ანალისტი).

(სხვათაშორის, გუშინ ევროპულ აქციების მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად მოიმატეს, ამერიკული ინდექსები კი დოლარზე გაძლიერდა, რაც მოლოდინებს აჭარბებს, ფედერალური რეზერვის (FED) კომენტარების შედეგად.)

მაგრამ თუ გაქვთ დამატებითი თანხა, რომლითაც სხვა ბევრი არაფრის გაკეთება შეგიძლიათ, აი აქ უკვე ჩნდება ბევრი საინტერესო შესაძლებლობა რომელიც კრიპტო-ვალუტასთანაა დაკავშირებული.

იკა

იკა