Alexa myGO

სიახლეები

კრიპტო, უოლ-სტრიტი & ბანკები
19 ნოემბერი 2021     204

კრიპტო, უოლ-სტრიტი & ბანკები

 
 
რასაც არ უნდა ფიქრობდეთ კრიპტო-ვალუტაზე ის უფრო და უფრო პოპულარული და გავლენიანი ხდება. მიუხედავად იმისა რომ ის პატარა კრიზისის მსხვერპლია, მისი ფასი 2017 წლიდან $68,000-ით გაიზარდა ნოემბერში.


 
AP-ს მიხედვით, კრიპტო-ვალუტა იმდენად საყურადღებო თემა გახდა რომ მისი ჯამური ღირებულება $2.6 ტრილიონი დოლარია, რაც იმას ნიშნავს რომ ის Apple-ის, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის, (არაპირდაპირი) კონკურენტია. 200 მილიონი მომხმარებლით ის უბრალოდ ზედმეტად მასშტაბურია რომ ფინანსურმა დაწესებულებამ უგულებელყოს.

კრიპტო კრიზისი

ფირმები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ყველაზე მდიდარ ადამიანებთან უფრო და უფრო მეტ ქონებას აბანდებენ კრიპტოში. ჰეჯ-ფონდები ღებულობენ გაცვლებში მონაწილეობას, აღიარებული ბანკები კი მათ სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს რომლებიც კრიპტოზეა დაფუძნებული. Paypal-ი აძლევს მომხმარებლებს საშუალებას რომ კრიპტო იყიდონ მათ აპლიკაციაზე, ხოლო Twitter-მა დანერგა სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შემოქმედებითობის Bitcoin-ით დასაჩუქრება.
 
და ბოლოს ProShares-ისგან ძველებური ბროკერული ანგარიშით შესაძლებელი ხდება გაცვლილი კაპიტალის ყიდვა (იმის სწავლის გარეშე თუ რა არის "ცხელი" ან "ცივი" საფულე)
 
ეს ყველაფერი მოძრაობის ნაწილია, რომელსაც წინ უძღვებიან მსხვილი ბიზნესები მოგების გამომუშავების პოტენციალით. კრიპტო-ვალუტა კი მომდევნო მედიუმია რომელიც ამის გაკეთების საშუალებას სთავაზობს მათ.


ტექნოლოგია
 
Bitcoin-ის ტექნოლოგია აძლევს Wall street-ს საშუალებას რომ ფული იშოვოს ისე როგორც აქამდე შესაძლებელიც არასდროს ყოფილა. ამ გარიგებებში გამარჯვებულები ძირითადად აქციების მენეჯერები და მეურვეები არიან. ინვესტორების მოგება კი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
 


კრიპტო-ვალუტის მომხრეები იძახიან რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს ამ პლატფორმებს. კონკრეტულად, ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტორი არის ეკონომიკის მაჩვენებლებზე პირდაპირი დამოკიდებულების არ არსებობა.
 
კრიპტო პერიოდულად ხვდება მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს და კრიზისებში ვარდება თუმცა ეს საკმარისად არ ჩანს იმისთვის რომ მან ვერ შეცვალოს კულტურული ან კორპორატიული გარემო.


ბანკები და Wall Street
 
"U.S. Bancorp"-მა განაცხადა ამ თვეში რომ ის მნიშნელოვან ინვესტორებს კრიპტო-ვალუტის უსაფრთხოდ შენახვაში ეხმარება. რაც იმას ნიშნავს რომ ისინი, დიდი ალბათობით, ელიან მხარდაჭერას დანარჩენს კოინებთან მიმართებაშიც. დამატებით რამდენიმე ბანკიც აცხადებს ამერიკაში მსგავსი გეგმების განხორციელების სურვილს.
 
სანამ კრიპტო ბანკებში დამკვიდრდება აქამდე ჯერ საჭიროა ის ყოველ-დღიურ სამყაროშიც გახდეს ფესვგადგმული. მაგ: შეგეძლოთ ჩვეულებრივ მაღაზიაში შესვლა და პროდუქციის რომელიმე კოინებით ყიდვა. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე კომპანია არსებობს ასეთი შეთავაზებებით უნივერსალურობისგან ეს ჯერ-ჯერობით შორსაა.
 
AP ამატებს რომ "Citi Private Bank-ის" გამოკითხვის მიხედვით ოფისების 25%-მა პროცენტმა, რომელიც განაგებს მდიდარი ადამიანების ანგარიშებს, დაიწყო კრიპტოში ინვესტირება; დამატებითი 25% კი კვლევის ფაზაშია.
 
Wall Street-ზე კრიპტოს უფრო და უფრო მიღებამ გამოიწვია გარკვეული ინდივიდების ინტერესი კოინების მიყიდვაში. კრიპტოს ტრეიდინგ ფლატფორმა, Coinbase-ს ღირს $64 მილიარდი, ამიტომ არაა გასაკვირი მსგავსი ნაბიჯები. რომ შევადაროთ ის იმავე დონეზეა რომელზეც Colgate, Palmolive, FedEx & Ford-ია.

უოლ-სტრიტის ხარი
 
თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ Wall Street-ზე ყურადღება მეტად ეთმობა თვით ტექნოლოგიას, რომელზეც ეს სერვისებია დაფუძნებული, და არა რომელიმე პლატფორმას ან კოინებს. ეს არცაა გასაკვირი დეცენტრალიზირებული ოპერირების გამო. ნახსენები ტექნოლოგიების გადაკეთება უფრო რეგულირებულად და წინას აკრძალვა არც-ისე რთული ნაბიჯია. არ იქნება გასაკვირი თუ სახელმწიფო უწყებები ჩაძირავენ სხვადასხვა კოინებს (ბუნებრივია თუ ამისი ინტერესი ექნებათ). როგორც Gamestop-ის ფიასკოს დროს გამოჩნდა ზღვა განსხვავება საშუალო ინვესტორსა და მაღალი დონისას შორის. ამიტომაც ფინანსური მანიპულაცია ყოველთვის ერთ-ერთი ცვლადია ამ პროცესებში.
 
რაც შეეხება ტექნოლოგიას ზოგადად, JPMorgan Chase, მაგალითად, უკვე იყენებს ბლოქჩეინების ტექნოლოგიას რომ გააუმჯობესოს კაპიტალის ტრანსფერი გლობალურ ბანკებს შორის. ამიტომ მომავალი ნამდვილად დამაინტრიგებელი ჩანს

იკა

იკა