ელ სალვადორი & Bitcoin-ი

ელ სალვადორი & Bitcoin-ი
24 იანვარი 2022     3172

ელ სალვადორი & Bitcoin-ი

ბუკელე ხსნის ახალ ქალაქს

AP-ის მიხედვით ელ სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ, თავისი თეატრალური გამოსვლისას, განაცხადა რომ მისი მთავრობა აპირებს სანაპირო Bitcoin-ის ქალაქის გაშენებას, ვულკანის ძირში.

ბუკელემ გამოიყენა Bitcoin-ის მომხრეების შეკრება იმისთვის რომ გამოეცხადებინა შემდეგი რამ: ელ სალვადორი იქნება პირველი ქვეყანა რომელიც გახდის კრიპტო-ვალუტას ლეგალურ ტენდერად.

აქციების შეთავაზება 2022 წელს მთლიანად Bitcoin-ით მოხდება, ბუკელეს თქმით, რომელიც ტრადიციულად შემოტრიალებულ კეპს ატარებდა.

ფინანსური დეტალების მოგვარებიდან 60 დღეში კონსტრუქცია დაიწყება.



ქალაქი გაშენდება კონჩაგუას ვულკანის გვერდზე იმისთვის რომ გაადვილდეს გეოთერმული ენერგიის მოხმარება, როგორც ქალაქისთვის ასევე მაინინგისთვის, რომელსაც ძალიან დიდი დრო და რესურსები მიაქვს (დღეებია საჭირო კომპლექსური მათემატიკური გამოთვლების საწარმოებლად რომ დადასტურდეს ტრაზაქციები).

სახელმწიფომ უკვე დაასრულა ერთი მსგავსი მაინინგის პროექტი ტეკაპას ვულკანთან. ხოლო, თვითონ კონჩაგუას ვულკანი ფონსეკას ყურეში, ელ სალვადორის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს.

დამატებით, მთავრობა გამოყოფს მიწას და ინფრასტრუქტურას იმისთის რომ ინვესტორები მიიზიდოს.


გადასახადები

ერთადერთი ტიპის გადასახადი, რაც დაწესდება, იქნება VAT გადასახადები, რომლის ნახევარიც იქნება გამოყენებული მუნიციპალური საობლიგაციო ვალების გადასახდელად. დანარჩენი კი უშუალოდ ინფრასტრუქტურას და მოვლა-შეკეთებას მოხმარდება. ბუკელემ განაცხადა რომ არანაირი შემოსავლის, საკუთრების თუ მუნიციპალური სხვა გადასახადები არ იქნება დაწესებული. ქალაქი კი ნახშიროჟანგს საერთოდ არ გამოყოფს.

რა თქმა უნდა რთულია გვქონდეს იმ ადამიანის იმედი, რომელიც საკუთარ თავს, Twitter-ზე, იმპერატორების სურათებზე აფოტოშოპებს ან რომელსაც მსგავსი ზედაპირული წარმოდგენა აქვს საგადასახადო ეკონომიკის შესახებ. დღეს, დაბალი გადასახადების დაცვა ეკონომიკაში ისეთივე იშვიათი და უსაფუძვლო პოზიცია გახდა როგორც იმ აზრის რომ ვაქცინები საშიშია (მეცნიერებაში) ან რომ ობიექტური მორალური სტანდარტები არ არსებობს (ფილოსოფიაში).


IMF & კრიპტო

ამიტომ არაა გასაკვირი რომ, როგორც Reuters იტყობინება, IMF-მაც კი ურჩია ელ სალვადორს რომ Bitcoin-ი აღარ გამოეყენებინა ლეგალურ ტენდერად, კრიპტო-ვალუტის რისკების გათვალისწინებით.

ეს ის IMF-ია, რომელმაც ბოლო-ბოლო აღიარა რომ Austerity ცუდი გადაწყვეტილებაა მიუხედავად იმისა რომ მის პოპულარიზაციას თვითონვე აკეთებდა.



IMF-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მერყეობის გამო, მისი გამოყენება ლეგალურ ტენდერად ითვალისწინებს მომხმარებელთა უზრუნველყოფასთან, ფინანსურ პატიოსნებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საყურადღებო რისკებს; დამატებით კი წარმოქმნის ფისკალურ პირობით ვალდებულებებს.

IMF ხშირად ასრულებს IV მუხლის მისიებს გარკვეულ ქვეყნებში მათ მთავრობასთან კონსულტაციისთვის სანამ ისინი მოითხოვენ IMF-ის რესურსებს.

სექტემბერში, ელ სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც დაიწყო Bitcoin-ის ლეგალურ ტენდერად გამოყენება, ამერიკულ დოლართან ერთად.

"ამ რისკების გამო, Bitcoin-ი არ უნდა იყოს ლეგალური ტენდერი. ჩვენ რეკომენდაციას გაძლევთ მისი კანონის მასშტაბის შემცირებაზე და გირჩევთ გააძლიეროთ რეგულაციები და ახალი გადახდების ეკოსისტემის ზედამხედველობა", განაცხადა IMF-მა

ეს გამოქვეყნდა ქალაქის ამბიდან ზუსტად ორ დღეში. ბუკელე ამბობს, რომ Bitcoin-ის ბონებით დაფინანსებული ქალაქი დაეხმარება სალვადორელებს რომ უცხოეთიდან დამატებითი ფული გამოგზავნონ. დამატებით, კი, მისი აზრით, ეს ინვესტიცია, ტურიზმს და ზოგადად განვითარებას შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა რომ ბუკელეს პოლიტიკას აკრიტიკებს IMF-ი, ის იძახის რომ მათი ანალიზი მაინც საინტერესოა მისთვის.

IMF-ის აზრით ელ სალვადორის ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება 2021-ში, ხოლოდ 2022-ში 3.2%-ით. ხოლო მათი ვალი მშპ-ს 85%ის შეადგენს 2021 წლის ბოლოს.


Bitcoin-ის დღევანდელი მდგომარეობა

ზოგადად თვითონ კრიპტო-ვალუტის ლიდერს რაც შეეხება, მოკლევადიან და გრძელვადიან Bitcoin-ის მფლობელებს შორის სხვაობა სტაბილურ დონემდე მივიდა 1-კვირიან და 1-წლიან კოინებს შორის. რაც ნიშნავს უფრო ბალანსირებულ დისტრიბუციას ახალ და ძველს "სმარტ ფულის" ინვესტორებს შორის და კონსოლიდაციის ფაზის აღმნიშვნელია. ფასის რეკორდები მიანიშნებს იმაზე რომ კოინების დიდი ოდენობა უჭირავთ ახალ ინვესტორებს. განახლებას კი, ბუნებრივია, გაყიდვის ტალღა მოყვა.

თუმცა კრიპტო ინვესტიციებმა, გასულ კვირაში, $151 მილიონის ინვესტიციები მოაგროვეს. ხოლო, ბოლო წლის განვმალობაში, CoinShares-ის მიხედვით ეს თანხა $9 მილიარდს აღწევს.

იკა

იკა