NFT-ები დიზაინერებისთვის

NFT-ები დიზაინერებისთვის
24 იანვარი 2022     2647

NFT-ები დიზაინერებისთვის


ჩვენ უკვე ზოგადად მიმოვიხილეთ, თუ რა არის NFT და როგორი სიტუაციაა მის ბაზრებზე. ამ ბლოგში მსურს ხაზი გავუსვა იმ კავშირს რომელიც დიზაინერის ტიპურ, ყოველდღიურ საქმიანობას ახასიათებს და NFT-ების ბუნებას შორის.

რითი დაგეხმარებათ NFT-ები დიზაინერს?


გრაფიკული დიზაინერები პოპულარულები მათი შემოქმედებითი საქმიანობით ხდებიან; იმის გათვალისწინებით, რომ NFT-ები პატარ-პატარა პროდუქტებია, რომლების რეკლამირებაც მოგიწევთ ეს თქვენი ყოველდღიური საქმიანობისგან დიდად არ განსხვავდება. ჩვენ უკვე გავაკეთეთ პატარა შესავალი იმასთან დაკავშირებით თუ რა არის NFT და მიმოვიხილეთ მისი ბაზრების ზოგადი სიტუაცია.

რაც შეეხება თვითონ შემოქმედებით პროცესს, მაიურსინ ჯადეჯას (Jadeja) მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ NFT-ს სურათის, ვიდეოს, გიფის ან ნახატის სახე მისცეთ და შესაბამისად გაყიდოთ კონკრეტულ ბაზრებზე. დამატებით, შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ასლი ექნება თქვენს ნამუშევარს, რა განსხვავებებით და სხვა მსგავსი დეტალები.



თქვენ რეკლამირება შეგიძლიათ როგორც სოციალურ ქსელში ასევე NFT პლატფორმებზე. ნებისმიერს შეუძლია NFT-ს შექმნა თუ კომპიუტერი აქვს.

ზოგი გამორჩეული ტოკენი კი რამდენიმე წამში იყიდება ჯადეჯას თქმით, მაგალითად ჟოანი ლემერსიეს შემთხვევა.


ეკოლოგია

NFT-ს აქვს ერთი სერიოზული მინუსი. ეკოლოგიურად ძალიან აბინძურებს გარემოს. 10 წამიან ტრანზაქციას შესაძლოა სტუდიოს 2 წლით მომარაგების ენერგია დასჭირდეს.

უკვე ცხადია რომ ამ ინდუსტრიაში NFT-ები ყველაზე მზარდი ასპექტია. შესაბამისად თუ დაინტერესებულები ხართ ამ თემით, ჩართვა ამ დროს ცუდი იდეა ნამდვილად არაა. თუ ზუსტად არ იცით ფაილების შექმნა, ბუნებრივია, შეგიძლიათ გრაფიკული დიზაინერი დაიქირაოთ.





ცნობილი NFT-ები:

გასული თვეების განვმალობაში NFT-ები ძალიან პოპულარული გახდა და ნელ-ნელა ბევრი ცნობილი ადამიანიც ერთვება ამ ბიზნესში საკუთარი NFT ნამუშევრების გამოქვეყნებით:


- ლიონელ მესის "Messiverse" NFT

- ბლეიკ კეთრინი, ჩედ ნაითი, მეთ მეითლენდი და MBSJQ-ს ნამუშევრები ყველა აუქციონზე გაიყიდა ამ წლის სექტემბერში

- გრაიმსმა (ილონ მასკის ყოფილმა ცოლმა) რამდენიმე საკუთარი ნამუშევარი გაყიდა

- სნუპ დოგის “A Journey with the Dogg" კოლექცია

- ემინემის “Shady Con” კოლექცია

- ემილი რატაკოვსკის “Buying Myself Back”


კრიპტო ხელოვნების ნამუშევრების შექმნა გახდა ბევრი თინეიჯერის საზაფხულო აქტივობა. რისკიც და ჯილდოც უფრო მეტია ვიდრე სხვა ტრადიციული ტიპის აქციების ყიდვა-გაყიდვაში. დამატებით, არც რაიმე ფინანსური განათლება ან ოფიციალური დოკუმენტაციაა საჭირო ამ საქმეში ჩასაბმელად.

ნოემბერში NFT-ებმა დაახლოებით $3 მილიარდი გამოიმუშავეს გაყიდვებში (DappRadar).


კარგი დასაწყისის მახასიათებლები

რამდენიმე პროექტზე დაკვირვების შედეგად და პრობლემების ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლიათ გამოვიკვლიოთ 6 ძირითადი ელემენტი რომელიც წარმატებული NFT-ის თითქმის აუცილებელი ნაწილია. ბუნებვრივია, ეს არაა სრული სია თუმცა ერთგვარი შესავალია ამ სფეროში.

სამართლიანობა: გამოშვება არბიტრარული (იღბალზე დამოკიდებული) უნდა იყოს, იმისთვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ იმის შანსი რომ მავნე მომხმარებლები წაართმევენ დანარჩენებს შედარებით უნიკალურ ნამუშევრებს.

არანაირი "race" პუნქტები: როდესაც NFT (ან სხვა ნებისმიერი საქონელი) იყიდება ბაზრის ფასზე იაფად, მისი შესყიდვა ძირითადად დამახინჯებული აუქციონის მაგვარი პრინციპით ხდება. მყიდველები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტრანზაქციის მაინინგი ან ამატებენ ქრთამს იმისთვის რომ მაინერებმა საქმე მალე შეასრულონ. მსგავსი აქუციონები ყოველთვის აძლევენ უპირატესობას ისეთ ადამიანებს, რომელსაც კარგად ესმით ბლოქჩეინის ტექნოლოგია და აქვთ საშუალება გამოიყენონ ისეთი ხელსაწყოები როგორებიც ბოტები, ფლეშბოტები, Eden; ან თუნდაც პირდაპირ დაუკავშირდნენ მაინერებს.



დროის სარტყელი: FCFS-ის გამოშვებები ძირითადად რომელიმე ბლოკის ნაწილზეა (სიმაღლის მიხედვით), გაყიდვით კი მალე იყიდებიან. რომელი ბლოკიც არ უნდა აირჩიოთ დროის სარტყელი მნიშნელოვნად მოქმედებს თქვენს ტრაზაქციებზე. რადგან კრიპტო მეტად პოპულარულია ამერიკულ კონტინენტზე ჯობს ამის მიხედვით ააწყოთ გრაფიკი და შედარებით გრძლევადიანი გახადოთ.

Gas-ეკონომია: ბლოქჩეინზე ტრანზაქციები საკმაოდ ძვირია (განსაკუთრებით ეთერიუმზე) ამიტომ მნიშნელოვანია იმ მომხმარებლის მიერ გატარებული აუცილებელი ტრანზაქციების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა

ინკლუზიურობა და სიბილ-შეტევები: ხშირად NFT მფლობელების ინტერესშია ახალი გამოშვების პოპულარიზაცია სხვადასხვა ტიპის მფლობელებისთვის მისი შეთავაზებით. ეს იმიტომ რომ მრავალფეროვანი ამომრჩეველი არის კოლექციების ღირებულების მთავარი გამაუმჯობესებელი ფაქტორი მეორად ბაზრებში.

სანდოობა: ბლოქჩეინის ძირითადი მახასიათებლების შენარჩუნება თქვენი NFT-ის გამოშვებისას მნიშნელოვანი ფაქტორია. რაც იმას ნიშნავს რომ მას არ უნდა სჭირდებოდეს ზედმეტად ხშირად ნდობის ფაქტორის ჩართვა.


მნიშნელოვანია იმის დამატებაც რომ მარკეტის პოპულარულობის გარდა დამატებით არის კიდევ ერთი დიდი პლიუსი. თქვენ ყოველ გაყიდვაზე იღებთ ტრანზაქციის გარკვეულ პროცენტს.

იკა

იკა