Pew-ს კვლევა კრიპტო-ვალუტის მოხმარებაზე

Pew-ს კვლევა კრიპტო-ვალუტის მოხმარებაზე
24 იანვარი 2022     2769

Pew-ს კვლევა კრიპტო-ვალუტის მოხმარებაზე

Pew-მ, არაკომერციულმა საინფორმაციო ორგანიზაციამ, ცოტა ხნის წინ, ჩაატარა კვლევა კრიპტო-ვალუტის მოხმარებაზე (11 ნოემბერს).

ენდრიუ პერინი, გამოკვლევის ანალისტი Pew-ში, გვაწვდის ინფორმაციას გამოკითხვის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს მოსახლეობის უმეტესობას მინიმუმ სმენია Bitcoin-ის ან Ether-ის შესახებ. ხოლო 16% იძახის რომ უკვე აქვთ პერსონალური ინვესტიცია ჩადებული, ან გაცვლაში მიუღიათ მონაწილეობა.



ჯამში, აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის 86% ამბობს რომ სმენია თუნდაც ცოტა რამ კრიპტო-ვალუტის შესახებ, 24%-ს კი საკმაოდ ბევრი რამ გაუგია მის შესახებ. 13%-ს კი საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

2015 წელს, ამავე ცენტრმა გამოიკითხა ამერიკელები კონკრეტულად Bitcoin-თან მიმართებაში. აღმოჩნდა რომ მინიმუმ 48%-ს რაიმე მაინც ჰქონდა გაგონილი ამის შესახებ. მხოლოდ 1%-მა განაცხადა რომ რაიმე სახის გამოყენება უპოვა ამ კონკრეტულ კრიპტო-ვალუტას


კვლევის აღწერა

ახალი გამოკითხვის მიხედვით, გარკვეული დემოგრაფიული ჯგუფები განსაკუთრებით ხშირად ამბობენ რომ გამოუყენებიათ კრიპტო-ვალუტა. ყველაზე დიდი განსხვავება ასაკის და გენდერის მიხედვითაა.



10-დან 3, 18-დან 29 წლამდე (31%) ამერიკელი ამბობს რომ ინვესტირება, გაცვლა ან სხვა გამოყენება უპოვიათ Bitcoin-ისთვის ან Ether-ისთვის, სხვა უფრო მცირე რაოდენობასთან მიმართებაში უფროსი ჯგუფებიდან. 2-ჯერ უფრო დიდი შანსია რომ კაცს ჰქონდეს გამოყენებული ის ვიდრე ქალს (22% & 10%)

ეს განსხვავებები განსაკუთრებით მკვეთრია როდესაც ასაკს და გენდერს ერთად ვიღებთ. 10-დან 4 მამაკაცი, 18-დან 29 წლამდე (43%), ამბობს რომ მათ რამე გამოყენება უპოვიათ კრიპტო-ვალუტისთვის. შედარებით იმავეს იმეორებს ქალების მხოლოდ 19%. ასაკის მატებასთან ერთად, ქალების და კაცების მიერ კრიპტო-ვალუტის გამოყენების შანსი დაბლა იწევს.

კრიპტო-ვალუტის წარსულში გამოყენების ალბათობა უფრო მაღალია აზიელებს, ფერადკანიანებს და ლათინოამერიკელებს შორის ვიდრე თერთკანიანებში.

იმის მიუხედავად, რომ დემოგრაფიულ ჯგუფებს შორის უმეტესობა ამბობს რომ რაიმე მაინც სმენიათ კრიპტოზე, შედარებით, მხოლოდ, პატარა ნაწილს სმენია ბევრი რამ. 50 წლამდე ზრასრულებს (31%) ან მამაკაცებს (35%) უფრო დიდი შანსია სმენოდეთ ბევრი რამ ამ თემაზე ვიდრე უფრო ხანშიშესულ პიროვნებებს (16%) ან ქალებს (15%).

ზრდასრულების ის რაოდენობა, რომელსაც კრიპტოზე გაუგია რამე, იცვლება რასასთან, ეთნიკურ მახასიათებლებთან და ოჯახურ შემოსავალთან ერთად. მაგალითად: აზიელი ამერიკელების 43%-ს სმენია ბევრი რამ ამ თემაზე, ლათინოამერიკელების 29%-თან და თეთრ/ფერადკანიანთან 25%-თან შედარებით. იგივე ეხება ამერიკელებს მაღალი შემოსავლით (31%), საშუალო (25%) და დაბალშემოსავლიანებთან (21%) შედარებით.

ეს გამოკვლევები ქვეყნდება იმ პერიოდში როდესაც სახელმწიფო ლიდერები და სხვები კამათობენ კრიპტო-ვალუტის რეგულაციაზე - რომელიც წარმოჩენილია როგორც გაცვლის ციფრული, დაშიფრული და დეცენტალიზირებული მედიუმი, ისეთი ცენტრალური ავტორიტეტის გარეშე რომელიც მართავს ან ინარჩუნებს მის ღირებულებას. ფინანსური რეგულატორები ღელავენ კრიპტო-ვალუტის კონტროლზე და გამოხატეს სკეპტიკური დამოკიდებულება ასეთი ვალუტების (მაგ: Bitcoin-ის) გრძელვადიან პოტენციალზე.

ჩინეთმა ცოტა ხნის წინ აკრძალა კრიპტო-ტრანზაქციები; აშშ-ს FED-ის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა განაცხადა რომ მათ სჭირდებათ მეტი რეგულაცია, ბაიდენის ადმინისტრაცია კი ცდილობს "ransomware-ს" ებრძოლოს კრიპტო-გადახდებზე თავდასხმით. ამავდროულად ელ სალვადორმა, სექტემბერში, გამოაცხადა რომ პირველი ქვეყანა იქნება რომელიც Bitcoin-ს ლეგალურ ტენდერად აღიარებს.

მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გადახედოთ აქ.


MyGo & კრიპტო

ჩვენ, MyGo, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ დიზაინერებს ამ სფეროს შესახებ. ეს პერიოდი დიდ პოტენციალსაც და დიდ რისკებსაც მოიცავს, თუმცა შესაძლებელია ისეთი სანდო წყაროებით, რომლებსაც ძირითადად ვიყენებთ, აგარიდებინოთ სერიოზული საშიშროებებისთვის თავი.



თუნდაც NFT ბაზრები საინტერესო საშუალებებს წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის დიზაინერებისთვის, ამიტომ არ იქნება ურიგო ყურადღება პერიოდულად გადავიტანოთ ამ თემაზე; სკეპტიკურად და კონსტრუქციულად მივუდგეთ საკითხს.

იკა

იკა