გუნდურობის როლი დიზაინში
24 იანვარი 2022     2362

გუნდურობის როლი დიზაინში

ნებისმიერი დიზაინის ბიზნესისთვის უნდა იყოს მნიშნელოვანი მისი პერსონალისთვის ღირებული გარემოს შექმნა. ეს ბუნებრივია ითვალისწინებს ისეთ სიტუაციას სადაც კონკრეტულ ინდივიდებს აქვთ საშუალება გამოხატონ საკუთარი აზრი, კრიტიკა, ჩამოაყალიბონ არგუმენტები.


როგორ შევქნათ ინტერაქტიული პერსონალის კულტურა?

არაა გასაკვირი რომ ასეთი კულტურის ჩამოყალიბება ერთ დღეში არ ხდება. თუ თანამშრომლები ფიქრობენ რომ არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტორები ამას ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწევთ გვერდზე. თუმცა, შესაძლებელია Firespring-ის რამდენიმე რჩევის გათვალისწინება ამ საკითხთან მიმართებაში, რომლებიც დაგეხმარებიან სასურველი მიზნის მიღწევაში.



1. აღნიშნეთ თქვენი გუნდის მძიმე შრომა და მიღწევები.

შეგიძლიათ საშუალო სამუშაო-დღის განვმალობაში გქონდეთ გამოყოფილი პერიოდი სპეციალურად იმისათვის რომ თითოეულმა ჯგუფის წევრმა ისაუბროს პროექტთან დაკავშირებულ სიახლეებზე, მათ წინსვლაზე, პრობლემებზე, ა.შ. ეს აძლევს კომპანიას საშუალებას იყოს უფრო ტრანსპარენტული, ღია, კონსტრუქტიული.

დამატებით ეს არის ვერბალური წახალისების საშუალება, რაც, რასაკვირველია, ადამიანების უმეტესობაზე პოზიტიურად მოქმედებს; ხშირად დამატებითი მოტივაციის წყაროცაა. არააქვს მნიშვნელობა თანამშრომელს დაეხმარნენ ახალი უნარის შეძენაში, მათი ცვლა აიღეს საკუთარ თავზე ან თუ ახალი იდეა წამოაყენეს. მთავარია იგრძნონ რომ უბრალოდ მორიგი ხელსაწყოები არ არიან კომპანიის ხელში.


2. კომუნიკაცია დისტანციურად მომუშავე პერსონალთან

კოვიდის ახალი მუტაციის, ომიკრონის, ან მსგავსი პრობლემების შედეგად შესაძლოა ის კომპანიებიც, რომლებიც დისტანციურად არ მუშაობენ, გადავიდნენ ამ სისტემაზე. აუცილებელია სპეციფიური მიდგომები ვიპოვოთ ასეთ თანამშრომლებთან მიმართებაში.

ჩვენ კომპანიას, MyGo-ს, ჰქონდა დისტანციური მუშაობის პერიოდი. თუმცა, აღსანიშნავია რომ ხშირი Zoom-ის შეხვედრები, იმეილები და check-in-ები ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. დამატებით, თუ რაიმე დღესასწაულია, სიახლეა ან ვინმეს დაბადების დღეა კარგი იქნება თუ შესაბამისად გამოვიყენებთ რომელიმე აპლიკაციას იმისათვის რომ დისტანციურად მომუშავე პერსონალს უკეთ ვაგრძნობინოთ თავი.




3. მოუსმინეთ და იმოქმედეთ უკუკავშირის მიხედვით

სასიამოვნოა როდესაც იცი რომ შენს სიტყვას ფასი აქვს გარშემო მყოფებისათვის. ამიტომ არ იქნება ურიგო, თუ თანამშრომლებს მივცემთ რამდენიმე საშუალებას რომ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, გააკრიტიკონ ან წამოაყონონ რომელიმე იდეა, ცვლილებების შეტანა მოითხოვონ ამა თუ იმ სქემაში. ასეთი კომუნიკაციის მხოლოდ თვის ბოლოს ან პერიოდულად, განცალკევებულად წარმოება დიდი მინუსია გუნდურობასთან მიმართებაში.

ასევე შესაძლებელია ანონიმური გამოკითხვების ჩატარება ამა თუ იმ საკითხზე; შესაძლოა ძალაუფლებრივი დისბალანსის გამო ამა თუ იმ კონკრეტულმა ადამიანმა ვერ გამოხატოს სათქმელი, ამიტომ კარგი იქნება თუ ასეთ ადამიანებსაც გავითვალისწინებთ და მივცემთ მათ დამატებით, უფრო კომფორტულ საშუალებებს რომ შინაურულად იგრძნონ თავი.


4. იყავით გულახდილი და ღია თქვენ კომპანიასთან მიმართებაში

განსაკუთრებით იმ პერიოდებში როდესაც საქმე არც ისე კარგად მიდის ცუდი იდეაა თავის მოკატუნება თითქოს ყველაფერი რიგზეა. პერსონალს უნდა შეეძლოს კრიზისის მიუხედავად მშვიდად ყოფნა, დაფარული წარუმეტებლობა მხოლოდ გააუარესებს სტერსს. ადრე თუ გვიან კი მოტყუებულ გუნდს მაინც მოუწევს სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა.



ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მდგომარეობაზე და მიზნებზე ძალიან რთულია, ამიტომ გუნდის ინფორმირებულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


5. დააფასეთ თქვენი გუნდი

ამის გაკეთების მრავალი გზა არის, არაა საჭირო დეტალებზე განვიხილოთ - მთავარია რომ ამის მუდმივი მცდელობები იყოს. განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება თუ თქვენი ბრენდის მახასიათებლების მიხედვით მოახერხებთ ამის გაკეთებას. ძირითადად, ხალხს გონია რომ პერსონალს ფინანსური წახალისებები ამოტივირებს, თუმცა ჰარვარდის კვლევის მიხედვით ეს ასე არაა. ამიტომ ყოველთვის სცადეთ სხვადასხვა სახით აგრძნობინოთ თქვენს თანამშრომლებს რომ მათ საქმიანობას აფასებთ.

იკა

იკა