Alexa myGO

სიახლეები

Fed, FDIC & OCC მიმართავენ კრიპტო-სამყაროს
24 იანვარი 2022     543

Fed, FDIC & OCC მიმართავენ კრიპტო-სამყაროს

ჩვენ უკვე მოგახსენეთ, რომ Bitcoin-ის განახლებასთან ერთად (ისევე როგორც მის მინი კრიზისთან) დაიწყო საუბრები რეგულაციებზე და ამ ტექნოლოგიების საბანკო სისტემასთან კავშირზე.

იმის გათვალისწინებით რომ, როგორც ჩანს, კრიპტო-სამყარო პატარა გადახვევა არაა და თუნდაც "Meta-ს" პროექტის დამსახურებით შეგვიძლია ვისაუბროთ მასზე როგორც გრძელვადიან პროექტზე, აუცილებელი ხდება ამ სფეროს ორგანიზირება, ადმინისტრირება, მენეჯმენტი.

პირველ რიგში აშშ-ს კონგრესისთვის ეს ძირითადად გამოიხატება ფულის-რეცხვის საწინააღმდეგო პოლიტიკასთან. ამიტომ არაა გასაკვირი რომ ამ ყველაფერს შემდეგი გამოხმაურება მოყვა.


განცხადება

Reuters-ის მიხედვით, ბანკის რეგულატორები აპირებენ დეტალურად აღწერონ თუ რა როლი ექნებათ ტრადიციულ ბანკებს კრიპტო-ბაზარზე.

განცხადებაში რეგულატორებმა განიხილეს გეგმები რომლებიც შეეხება Bitcoin-ის მომავალს, Stablecoin-ებს, კრიპტო აქციებს და კრიპტო გაცვლებს. ასევე ყურადღება მიენიჭება კრიპტო-ვალუტის დეცენტრალიზირებულ ბუნებას, რომელიც ბევრი რეგულატორისთვის ერთგვარი ამოსახსნელი თავსატეხია.



ეს Fed-ის, FDIC-ის & OCC-ის ერთობლივი განცხადებაა. როგორც მოგახსენეთ, წინა ბლოგში, Fed-ის ყოფილმა თავჯდომარემ და ცნობილმა ეკონომისტმა ჯანეტ იელენმა & Fed-ის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა უკვე მყარი პოზიციები დაიჭირეს კრიპტოსთნა მიმართებაში. კონკრეტულად, ისინი თვლიან რომ რეისკები დღევანდელ ბაზარზე ზედმეტად დიდია იმისთვის რომ დამატებითი რეგულაციები გათვალისწინებული არ იყოს.


მიზნები

მიუხედავად იმისა რომ სააგენტოებმა კონკრეტულ დეტალებზე არ ისაუბრეს, მათ განაცხადეს ზოგადად რომ ეს სისტემები ტრადიციული ბანკებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. ეს მეტად საყურადღებოა რადგან ერთგვარი სიგნალია რომ პოტენციური ცვლილებები საკმაოდ მნიშნელოვანი იქნება. აშშ-ს მთავრობა ბანკების უსაფრთხოების საკითხს ძალიან ფხიზლად უდგება (განსაკუთრებით 2007-08 წლის შემდეგ). ამიტომ არ იქნება გასაკვირი თუ მათი გეგმა საკმაოდ მიმართული, დეტალური და ყოვლისმომცველი იქნება.



განცხადების მიხედვით, სააგენტოებმა მოსამზადებელი და ფუნდამენტური კვლევის შედეგად მოახერხეს რამდენიმე ისეთი ასპექტის იდენტიფიცირება, სადაც საჯარო სიღიავე საჭიროა.
ეს რეგულაციები შეეხება გარკვეულ ბანკების მიერ აქტივობებს კრიპტო-საკუთრებებთან მიმართებაში და მათ ლეგალურობას. ისევე როგორც უსაფრთხოებას და სისწორეს, მომხმარებელების დაცვას, რეგულაციების და კანონების მორჩილებას.

სააგენტოს თანამშრომლები ყურადღებით აკვირდებიან იმ რისკებს, რომლებსაც კრიპტო-აქტივობებით დაკავებული ბანკები საკუთარ თავზე იღებენ (ან ვერ ამჩნევენ). შესაბამისად შესაძლოა ამჟამინდელი რეგულაციები ამ კუთხითაც შეიცვალოს.

სააგენტოები ასევე გააგრძელებენ საბანკო კაპიტალის აპლიკაციის განხილვას ისევე როგორც ლიკვიდურობის სტანდარტებს კრიპტო-საკუთრებებისთვის საბანკო ორგანიზაციებთან მიმართებაში.


სამომავლო გეგმები

ასევე განცხადებაში აღნიშნულია რომ ორგანიზაციები მზად არიან მომავალშიც აკონტროლონ სიტუაცია, დააწესონ გარკვეული საერთო ცნებები და შეიტანონ ცვლილებები მომავალ რეგულაციებში, რაც დაეხმარება მარკეტებს დამატებით განვითარებაში.



დამატებით, სააგენტოები გააგრძელებენ თანამშრომლობას რელევანტურ ადმინისტრაციებთან, საჭიროების მიხედვით, კრიპტო-საკუთრებეთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

დეტალურად განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

იკა

იკა